 | ავტორი: სოლე ჟანრი: პოეზია 8 ივნისი, 2012 |
ო თ ხ ი ვ ე მ ხ რ ი დ ა ნ ქ ა რ ი ა , ზ უ რ გ ი ს ქ - უსახლკარო ხარ, მიუსაფარი -ზ ა- და როგორც ფოთოლს, მოწყვეტილს ხიდან -უ რ- ძირს დავარდნამდე, გაწვალებს ქარი - რ ი- ზურგის ქარია ოთხივე მხრიდან. -გ
ა- ებრძვი, ასკდები სივრცის ცხაურებს, -ი ზ- თავისუფლების მუდმივი ტყვე ხარ, -ს უ- უკვე ბორკილიც აღარ ხმაურობს, -ქ რ- შეგხორცებია, მოიხსნი, ვეღარ! -ა
გ- უძლებ გულისძვრებს, ასოც ბალიანს, -რ ი- ეპიცენტრში კი ღრმავდება ბზარი... -ი ს- იცოდე მაინც, რა სამსჭვალია?- -ა ო- სტიგმებივით რომ გიკაწრავს ბწკარებს -ო თ- გულზე და სისხლიც გელევა, მუხტიც. -თ ხ- მიღწეულიც გკლავს, მიუღწეველიც -ხ ი- გამოსასყიდსაც მუდმივად უხდი -ი ვ- წარსულს წამებით, დროის მძევალი. -ვ ე- და ისე ჰგავხარ სკარლეტ ო-ჰარას -ე მ- (სუსტსა და გამძლეს, აბრეშუმივით), -მ ხ- რომელსაც თითქოს, წაართვეს "ტარაც"... -ხ რ- მომავლიდან კი, კვლავ სიჩუმეა. -რ ---
ი- ერთხელაც, იღბალს ესვრი ხელთათმანს, -ი დ- იმ იმედით, რომ აღარ დაგინდობს... -დ ა- წვიმა იქნება, ჭრილობას დაგბანს... -ა ნ- სეკუნდანტივით იდგება ბინდი... -ნ ქ ა რ ი ა ზ უ რ გ ი ს,მ ხ რ ი დ ა ნ, ო თ ხ ი ვ ე
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
39. დიდი მადლობა:-* დიდი მადლობა:-*
38. საოცარი ხარ ყოველთვის,სოლე რა ქარიშხალი ჩასვი ჩარჩოში... +2 მოკითხვა სიყვარულითა და პატივისცემით, დამიკოცნე პაწია,ცისფერთვალება უფლისწული! საოცარი ხარ ყოველთვის,სოლე რა ქარიშხალი ჩასვი ჩარჩოში... +2 მოკითხვა სიყვარულითა და პატივისცემით, დამიკოცნე პაწია,ცისფერთვალება უფლისწული!
36. "...როგორც ფოთოლს, მოწყვეტილს ხიდან ძირს დავარდნამდე, გაწვალებს ქარი..."
სად ვიყავი მე, ამდენ ხანს?!
"...როგორც ფოთოლს, მოწყვეტილს ხიდან ძირს დავარდნამდე, გაწვალებს ქარი..."
სად ვიყავი მე, ამდენ ხანს?!
35. სოლე როგორც ყოველთვის თავის სოლოს ასრულებს-:)) სოლე როგორც ყოველთვის თავის სოლოს ასრულებს-:))
34. ასე ვართ ფლეშ!-გზა არსაით და ყველგან:( ასე ვართ ფლეშ!-გზა არსაით და ყველგან:(
33. :)მადლობა, თანანა:) ისე, ეგ ლექსი სამოსიანად "გამიჩნდა":) :)მადლობა, თანანა:) ისე, ეგ ლექსი სამოსიანად "გამიჩნდა":)
32. საით გავიქცეთ, სოლე? გზა არსად არი! საით გავიქცეთ, სოლე? გზა არსად არი!
31. "ოთხივე მხრიდან" კარგი ლექსია, ეს რა ორიგინალური "სამოსი" მოგიცვამს ამ ღრმა და საინტერესო შინაარსისთვის... 5 "ოთხივე მხრიდან" კარგი ლექსია, ეს რა ორიგინალური "სამოსი" მოგიცვამს ამ ღრმა და საინტერესო შინაარსისთვის... 5
30. სოლე როგორც ყოველთვის თავის სოლოს ასრულებს, ხოლო, ჯავახაძე კი, სიცოცხლის გზას ასრულებს... ალბათ ჩემი ბედია, ალბათ ჩემი როლია, მოგანიჭო ყოველთვის კარგი კატგორია... სოლე როგორც ყოველთვის თავის სოლოს ასრულებს, ხოლო, ჯავახაძე კი, სიცოცხლის გზას ასრულებს... ალბათ ჩემი ბედია, ალბათ ჩემი როლია, მოგანიჭო ყოველთვის კარგი კატგორია...
29. მადლობა, ჩემო კარგებო!:-* მადლობა, ჩემო კარგებო!:-*
28. მშვენიერი!!!!
მშვენიერი!!!!
27. ოთხივე მხრიდან ზურგის ქარია... ძალიან კარგია, სოლე*** ოთხივე მხრიდან ზურგის ქარია... ძალიან კარგია, სოლე***
26. მადლობა, მე-დეა:-* მადლობა, მე-დეა:-*
25. რა ორიგინალურიაააააა.
ებრძვი, ასკდები სივრცის ცხაურებს, - თავისუფლების მუდმივი ტყვე ხარ, უკვე ბორკილიც აღარ ხმაურობს, შეგხორცებია, მოიხსნი, ვეღარ!
+ 555555 რა ორიგინალურიაააააა.
ებრძვი, ასკდები სივრცის ცხაურებს, - თავისუფლების მუდმივი ტყვე ხარ, უკვე ბორკილიც აღარ ხმაურობს, შეგხორცებია, მოიხსნი, ვეღარ!
+ 555555
24. ეგ არაფერი, დუმილავ!:) ეგ არაფერი, დუმილავ!:)
23. მითქვამს შენთვის, შენს ლექსებზე რომ ვგიჟდები ისე მომწონს და ყოველდღე რომ ვკითხულობ ... მ ა გ რ ა მ! ამ ლექსის ბოლო ორი სტროფი არ მომწონს და მომკალი თუ გინდა მითქვამს შენთვის, შენს ლექსებზე რომ ვგიჟდები ისე მომწონს და ყოველდღე რომ ვკითხულობ ... მ ა გ რ ა მ! ამ ლექსის ბოლო ორი სტროფი არ მომწონს და მომკალი თუ გინდა
21. ვაი, ეს რა საოცარი რამეა, რა ორიგინალური ფორმაა მოძებნილი და როგორ იხდენს ამ ფორმას ლექსის შინაარსი...
"ერთხელაც, იღბალს ესვრი ხელთათმანს, სეკუნდანტივით იდგება ბინდი... " ძალიან მაგარია.
დღიურში წავიღეეე... ვაი, ეს რა საოცარი რამეა, რა ორიგინალური ფორმაა მოძებნილი და როგორ იხდენს ამ ფორმას ლექსის შინაარსი...
"ერთხელაც, იღბალს ესვრი ხელთათმანს, სეკუნდანტივით იდგება ბინდი... " ძალიან მაგარია.
დღიურში წავიღეეე...
20. მადლობა, გეგა! ალბათ, გინდოდა გეთქვა -"ლექსს" და "რითმა" ლექსი იმისთვის დევს,შენიშვნები მივიღო და გავითვალისწინო:) გაიხარე! მადლობა, გეგა! ალბათ, გინდოდა გეთქვა -"ლექსს" და "რითმა" ლექსი იმისთვის დევს,შენიშვნები მივიღო და გავითვალისწინო:) გაიხარე!
19. ჩემი აზრით ძალიან ცუდი სათაური აქვს ამ ლექს.. გამომდინარე იქიდან რომ საშემსრულებლო სტილი მომეწონა.
კიდევ ეს არის ძალიან ცუდი რითმი : "ხელთათმანს-მაქმანს" ...
კარგი ლექსი.. ++
ჩემი აზრით ძალიან ცუდი სათაური აქვს ამ ლექს.. გამომდინარე იქიდან რომ საშემსრულებლო სტილი მომეწონა.
კიდევ ეს არის ძალიან ცუდი რითმი : "ხელთათმანს-მაქმანს" ...
კარგი ლექსი.. ++
18. მადლობა, რომ კითხულობ!:-* მადლობა, რომ კითხულობ!:-*
17. ებრძვი, ასკდები სივრცის ცხაურებს, თავისუფლების მუდმივი ტყვე ხარ, უკვე ბორკილიც აღარ ხმაურობს, შეგხორცებია, მოიხსნი, ვეღარ!
* * * სათაური მომეწონა განსაკუთრებულად
++++ ებრძვი, ასკდები სივრცის ცხაურებს, თავისუფლების მუდმივი ტყვე ხარ, უკვე ბორკილიც აღარ ხმაურობს, შეგხორცებია, მოიხსნი, ვეღარ!
* * * სათაური მომეწონა განსაკუთრებულად
++++
16. გაიხარეთ,მეგობრებო:-* გაიხარეთ,მეგობრებო:-*
15. ,,მომავლიდან კი, კვლავ სიჩუმეა"! მოვა სიხარული, მოულოდნელად და ხმაურით!!! აუცილებლად მოვა!!! :) :* ,,მომავლიდან კი, კვლავ სიჩუმეა"! მოვა სიხარული, მოულოდნელად და ხმაურით!!! აუცილებლად მოვა!!! :) :*
14. " უკვე ბორკილიც აღარ ხმაურობს, - შეგხორცებია, მოიხსნი, ვეღარ! "
ძალიან იმოქმედა, ტკივილიანია და იმედიანიც. " უკვე ბორკილიც აღარ ხმაურობს, - შეგხორცებია, მოიხსნი, ვეღარ! "
ძალიან იმოქმედა, ტკივილიანია და იმედიანიც.
13. ავტორი: სოლე ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
ჭა-ს აზრზე ვარ მეც სოლე ავტორი: სოლე ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
ჭა-ს აზრზე ვარ მეც სოლე
12. მადლობა, გაიხარეთ მეგობრებო!:-* მადლობა, გაიხარეთ მეგობრებო!:-*
11. ყოველთვის ახალი ხიბლი შემოგაქვს, ახალ ქარს წამოუბერავ ხოლმე, შინაგანი განცდებისა , შეგქძნებების, ტკივილისა და იმედის გადმოსაცემად! ყოველთვის ახალი ხიბლი შემოგაქვს, ახალ ქარს წამოუბერავ ხოლმე, შინაგანი განცდებისა , შეგქძნებების, ტკივილისა და იმედის გადმოსაცემად!
9. მომეწონა! ++ მომეწონა! ++
8. მადლობა, ჭა-ნან!:) ერთი პირობა მეც ეგრე ვიფიქრე:)მერე ცივი გონებით გადავხედავ, ჯერ ახალია და...:-* მადლობა, ჭა-ნან!:) ერთი პირობა მეც ეგრე ვიფიქრე:)მერე ცივი გონებით გადავხედავ, ჯერ ახალია და...:-*
7. უსახლკარო ხარ, მიუსაფარი, და როგორც ფოთოლს, მოწყვეტილს ხიდან ძირს დავარდნამდე, გაწვალებს ქარი ზურგის ქარია ოთხივე მხრიდან. მე ისევ ამ სტროფით დავამთავრებდი...:-*
მეტკინა ძალიან...5 თითქოს სისხლის წვეთებით იყოს დაწერილი....ისეთი შეგრძნება დამიტოვა... არ ვიცი რატომ...:-* უსახლკარო ხარ, მიუსაფარი, და როგორც ფოთოლს, მოწყვეტილს ხიდან ძირს დავარდნამდე, გაწვალებს ქარი ზურგის ქარია ოთხივე მხრიდან. მე ისევ ამ სტროფით დავამთავრებდი...:-*
მეტკინა ძალიან...5 თითქოს სისხლის წვეთებით იყოს დაწერილი....ისეთი შეგრძნება დამიტოვა... არ ვიცი რატომ...:-*
6. :)ეგ არაფერი, ჟადენ, მერე ხომ გაგიარა დაბნეულობამ? მადლობა:-* :)ეგ არაფერი, ჟადენ, მერე ხომ გაგიარა დაბნეულობამ? მადლობა:-*
5. დამაბნიე, სოლე, თავიდან, ცოტა არ იყოს :)
გამართული და ლამაზი ლექსი.
ფინალის მელოდიურობა განსაკუთრებულად მომეწონა.
დამაბნიე, სოლე, თავიდან, ცოტა არ იყოს :)
გამართული და ლამაზი ლექსი.
ფინალის მელოდიურობა განსაკუთრებულად მომეწონა.
3. :)ვცდილობ:-* :)ვცდილობ:-*
2. სოლე - სკარლეტ ო-ჰარა, ქართა დედაქალაქიდან :) რა უცნაური მდგომარეობაა თავისუფლების ტყვეობაში ყოფნა. "ტარა" უნდა დაიბრუნო..ან "ტარა"-ში უნდა დაბრუნდე! სოლე - სკარლეტ ო-ჰარა, ქართა დედაქალაქიდან :) რა უცნაური მდგომარეობაა თავისუფლების ტყვეობაში ყოფნა. "ტარა" უნდა დაიბრუნო..ან "ტარა"-ში უნდა დაბრუნდე!
1. ძალიან საინტერესოა. სხვათა შორის, ჩემი უნიჭიერესი მეგობრის _ ანი მაისურაძის ლექსი „ჯვარცმა“ გამახსენა ამ ლექსმა თავისი ფორმატით. :) ძალიან საინტერესოა. სხვათა შორის, ჩემი უნიჭიერესი მეგობრის _ ანი მაისურაძის ლექსი „ჯვარცმა“ გამახსენა ამ ლექსმა თავისი ფორმატით. :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|