ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბჟალეთი
ჟანრი: პოეზია
29 აგვისტო, 2012


ანტიპროტესტი

სადღაც გაქრი და შემატოვე
ულექსობის მღრღნელ მდუმარებას,
ნეტავი, სად რა გაინაპირე?
აღარ უშვებენ ჩემს გულამდე
დაობებულ კაცთა ხელები
ხმაჟიკჟიკა ვერცხლის საყვირებს!
ნეტავ, რა სევდას დაუმოყვრდი,
რაზომ სიმძიმილს,
აღარ იმეტებ აღარც სიტყვას,
აღარც იმ ღიმილს,
ოდესღაც გულზე რომ მაყრიდი
ზამბახ-შროშანად,
ჩვენს შორის ზღვაა,
მე კი ახლა ასე შორსა ვარ!
კედლებს სუნი აქვთ
დაობებულ კაცთა გულების,
მიიღე ჯვარი,
ბედისწერას ნუ ემდურები!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები