ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რ____ო____ი
ჟანრი: პოეზია
20 ოქტომბერი, 2008


ოქტომბერი

მ__ო__რ__ჩ__ა

ვხვდები შეჩვევის უდიდესი მოგსდგამს
ტალანტი,
შეგიყვარებენ პოეტები ასე
ნებიერს,
და ის რომ თვალმა შენი სახე გულში
დალანდა,
თანდაყოლილი ცდუნებაა თუ
უნებლიე?

წვიმის ხასიათს შემოდგომის ნიჭი
თელავდა,
სარკმელთან როცა ფიქრით დაღლილს
ჩამოგეძინა,
ამინდი ღრუბლებს ნაწვიმარზე ისე
წელავდა,
როგორც მეძავი იმიჯისთვის -
საღეჭ რეზინას.

დიდხანს ვიდექი იმედთან და
იმედმოკლული,
შენს მოსადგომებს ჩემთვის რთული
ღობე მოედგა,
ველოდებოდი წლები როდის
დაგაქალებდა,
მე მუზანაკლულს - მერე შენთვის
რომ მეპოეტა.

მაგრამ ამაო დარჩა ყველა
დანაპირები,
ეს ბოლო სტროფიც უფრო მეტად არის
რევანში,
ცარიელია ჩემი მუზის
ვაკანსიები,
მორჩა, გავდივარ საპოეტო
შვებულებაში.



უ__ბ__ე__დ__ი

მაგ ტუჩის ნაპირებს, ჯერ კიდევ
უმზეოს,
ამბორით მივადგი საცდელი
ხარაჩო,
შეგრცხვა და იდექი ისეთი
უმწეო -
ვით ტიალ მინდორში პირველი
ყაყაჩო.

ჩვენ ზეცა გვხიბლავდა, ვხიბლავდით
ზეცასაც,
ღამით კი ვარსკვლავი წყდებოდა
ყოველთვის,
შემორჩა თმის სუნი ჩემს ლოგინს,
ზეწარს და
ადრე თუ მიყვარდი ახლა ვარ
პოეტი.

ვუცქერდით ქალაქის ანთებულ
ბილბორდებს,
ბოლოდან ბოლომდე ყველაზე
უმცირეს,
ვნებები ლოგინთან ყვირილით
მირბოდნენ,
ახლა კი ვერ ვხვდები რად
წაუდუმილეს.

ამინდი ნერვებში წაექცა
ნოემბერს,
წამები წამებმა ცრემლებში
დაახრჩო,
წვიმდა და დღეები უშენოდ
მტოვებდნენ -
ვით ტიალ მინდორში სულ ბოლო
ყაყაჩოს.


მეტაფორა

გუშინ ვენახზე შემოდგომამ
მოქსოვა ლოგო,
მძულს როცა იბანს ხელებს ხალხი -
ნაფერებს ძაღლის,
ისე ვერ მამჩნევ როგორც მძღოლი
პატარა გოგოს,
ავტობუსების გაჩერებაზე
ლოდინით დაღლილს...

უკვე ქალი ხარ,
ფიქსირდება პროცესის რაზა,
უკვე ქუსლებზეც ახვედი და
მოგიხდა კარე,
არაო თქვი და წამოვიდა
იმხელა ფაზა,
რომ ჩემს ღამეებს გადაეწვა
ახალი მთვარე.

ეს პოეტობაც მეტაფორაა
თუ მკითხავს კაცი,
ალბათ წერ იმას
საუბარი რაზედაც გიჭირს,
ბოლო ტაეპი თორემ ეს ლექსიც
იქნება მარცხი -
და სტვენა-სტვენით გაეკიდა ავტობუსს ბიჭი.


### ### ###

საათის სამია, ტაბიძის პროსპექტთან
ვხვდებით და ვშორდებით ერთმანეთს,
გეჩვევი.
დღეს ისევ დაიწყო გრძნობებმა პროტესტი,
გაწელილ დუმილში დაიპნა ეჭვები.

შენს ხმასაც დაეტყო საბაბი აშკარად,
მძღოლებმა ერთმანეთს სულ დედა აგინეს,
ბოლოჯერ დავნებდით ჩვენ ფოტოაპარატს,
და უკვე ძნელია იმ დღეთა მიგნება...

სიტყვაც ვერ გითხარი, ვაჯობე სურვილებს,
არადა არ მსურდა მე შენი გაშვება,
ტაბიძის პროსპექტი, ქარი და დუმილი,
წამები, წამები - ვით ციგნის ბავშვები -

მათხოვრად იქცნენ და ამაო საწადელს,
ელოდნენ, სჯეროდათ, უხურდათ პეშვები...
და ჩვენი ოცნების შავთეთრ და დაგეგმილ
კოშკიდან მე ახლა უშენოდ ვეშვები. 

ქუჩაზე კივილით მეძავი მირბოდა,
სულელი ძაღლები მისდევდნენ მანქანებს,
წამები, საათი, დღეები მიგქონდა.
თვრებოდა საღამო და დუმდა ბაქანი.


სასაცილოა

წვიმდა, ციოდა, ვარიდებდით ფეხებს გუბეებს,
ქარი ქოლგაში დავიჭირეთ, სასაცილოა,
წვიმა თუ არა მაშ რა აჩნდა თვალის უპეებს,
მე გაცილებდი, შენც მაცილებდი და გაცილებით -
ენრგიული მოძალებით გვღლიდა ამინდი.
მე წავედიო - მითხარი და ასე უსიტყვოდ
დამტოვე, ალბათ ამაყობდი კიდეც ამითი...
სასაცილოა, მაგრამ ახლა გამოგიტყდები -
რომ შემოდგომამ მოიტანა ის ეგოიზმი,
რომ გული მაშინ იმ უარმა ისე მოტეხა,
წამები ჩვენი მონატრების კადრად აქცია
და დამრჩა მხოლოდ სიყვარულის ბიბლიოთეკა.

სასაცილოა,  უშენობას ვერ შევეგუე,
თვალებში იწვა სველი ზოლი სანაპიროთა,
და ვეღარ გრძნობდა ფეხი უკვე მსუყე გუბეებს,
და ვეღარ ვგრძნობდი რომ საშინლად -
წვიმდა, ციოდა.

მერე მივუშვი!  ალკოჰოლში ჩავდე საღამო,
ეს ლექსიც უკვე აღარ მესმის რა საჭიროა,
მე ვარ მთვარლი თუ მთვარეს მართლა ფიქრთან აბამენ???
არა! უბრალოდ ერთია რომ - სასაცილოა... 


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები