ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მაჰათმა განდი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
5 ნოემბერი, 2008


OBAMA TO BE NEXT PRESIDENT

"Yes, we can."

Barack Obama wins presidential election..

დიახ, ჩვენ ეს შეგვიძლია. ახლა ცვლილებების დროა. დღეს, ამერიკაში დიდი დღესასწაულია. ირჩევენ პრეზიდენტს რომელიც მწვანე გზის გამტარებელია. ირჩევენ პრეზიდენტს რომელის გუნდი არის შესანიშნავი.  Perfect, I would say so, !!! 

ბარაკ ობამა. იეს, ვე ქენ!
მისი ეს ფრაზა წლის მოვლენად იქცა. 20 მილიონი ამერიკელი დაზღვევის გარეშე ცხოვრობს. ძალიან ბევრი უსახლკაროდ დარჩა. ბოლო რამოდენიმე წელიწადში განვითარებულმა ეპოთეკურმა კრიზისმა მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო ამერიკული საბაზრო ეკონომიკის სისტემა.

ხალხი ჩაფიქრდა. საით მივდივართ? საით მივექანებით? თავისუფლების კუნძულზე ეკონომიკური ამბოხი მზადდებოდა და ხორციელდებოდა. ეჭვები, ეჭვები და კიდევ ეჭვები.

ამერიკას უჭირს. ძალიან უჭირს.


საქართველოსაც უჭირს, უფრო ძალიან უჭირს. რა გვინდა ჩვენ? ვინ არიან ჩვენი მეგობრები დღეს? არსებობს თუ არა დღეს პოლიტიკაში სიტყვა "მეგობარი"?  მე არ მჯერა. პოლიტიკაში მე მესმის სიტყვა "პარტნიორი", რომელთანაც თანაბარი, თანასწორი ურთიერთობები უნდა დამყარდეს. როგორც კი შენ მეგობრად აღიარებ ამა თუ იმ პოლიტიკურ ლიდერსა თუ პარტიას, მაშინათვე დიდ ცდუნებაში  ვარდები. საკუთარ სახელმწიფოს განვითარებას სასწორზე დებ, ეჭვქვეშ აყენებ.

მე ვარ ერთადერთი ფორმულის მომხრე. ეს არის:  "ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს"!!

ჩვენი გზა არ არის სისხლის მოყვარული, ჩვენი მიზანი არ არის საკუთარი ხორცის სხვის საჯიჯგნად მისაგდებად. მე იმდენად მიყვარს ჩემი მიწა-წყალი რომ მენანება მისი დათმობა უცხოური ჯარისთვის, არ ააქვს მნიშვნელობა იგი რუსული იქნება თუ უცხოური. უცხო  უცხოა. ჩემთვის არ არსებობს მეგობარი როდესაც საქმე გლობალურ მოვლენებს ეხება. ჩემთვის არის მხოლოდ პარტნიორი, რომელთან მიმართებაც შეიძლება დროთა განმავლობაში შეიცვალოს.

ვისაც ხედვა შეუძლია ის დაინახავს. ვისაც სმენა - ის მოისმენს.

მომდევნო 10 წლის განმავლობაში ჩვენ წავაწყდებით უზარმაზარ გლობალიზაციურ პროცესებს. ჩვენი ერი ამ პროცესში გაიჭყლიტება და სახეს დაკარგავს თუ არ დავდექით ჩვენს მყარ პოზციაზე. თუ თვალები არ გავახილეთ ფართოდ და ვაღიარეთ: ცვლილებების დროა, კმარა უსაქმურობა, კმარა საკუთარი ხალხის ექსპლოტაცია, საკმარისია ხალხის აბუჩად აგდება.

მე, როგორც საქართველოს ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე, ვისურვები გვყავდეს საკუთარ ხალხზე უანგაროთ მოსამსახურე (უანგაროდ მოსამსახურე, ზუსტად რომ მოსამსახურე) მთავრობა,  ხალხი რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ, რომლებიც წყვეტენ ბედს მრავალი ათასი ოჯახისა.




ჩვენ ღირსნი ვართ თავისუფალი, ლიბერალური საზოგადოების შექმნისა. ქვეყნისა სადაც თითოეული ადამიანი თავის ნებაზე ამოისუნთქებს და გაინავარდებს. სადაც მე საკუთარი ოფლითა და შრომით მოვიპოვებ ცხოვრების სახსარს. სახსარს რომელიც შესაბამისი იქნება ადამიანური ცხოვრების შესაქმნელად.

ნუთუ ამ მიზნის მიღწევა ასეთი ძნელია? ნუთუ, ჩვენ საბოლოოდ დავყარეთ ფარ-ხმალი? ნუთუ??

თქვენ გჯერათ რომ საბოლოოდ დავმარცხდით???

მე არა!!!  კატეგორიული არა!!!

უფრო მეტი მოვლენები წინ გველის. ჩვენი დიდი ქარ-ცეცხლი გამოვიარეთ. უფრო მეტს ველით. თუმცა, ხანდიხან იმედგაცრუება უდიდეს ტკივილსა და ზიანს გვაყენებს თითოეული ჩვენგანს. რატომ არ ხდება ცვლილებები, როდესაც ყველაფერი მზარ არის ამისთვის?


მე მზად ვარ!!!

თქვენ??


დიდი პატივისცემით,
მაჰათმა განდი.


პი. ეს. ახლა როდესაც ვზივარ ამერიკული საზოგადოებაში,  ოფისში არის ყვირილი, ღრიალი, აღტაცება, აღტკინება. მე ჩამაფიქრა ამათმა მიდგომამ საკითხებისადმი. თითქოს, ამერიკაში ყველაფერი კარგად არის, ყველაფერი დალაგებულია, ყველაფერი ხუთიანზეა. თუმცა,,,,, 

ეს ყველაფერი არის ერთი შეხედვით. შორიდან სჩანს ეს ასე მხოლოდ.მათ უამრავი პრობლემები დაუგროვდათ.  ამ მოვლენებმა გადამაწყვეტინა დამეწერა ეს ექსპრომტი რომელიც მართლა ექსპრომტია და შესაძლებელია ბევრ ჩასწორებას მოითხოვდეს. მინდოდა ჩვენი საქართველოს მომავალი  დამენახა ამერიკული არჩევნების კონტექსტში.

ლიბერალური საზოგადოების ყოველაზე დიდი პლიუსი არის ის, რომ განსხვავებული აზრი შეწყნარებულია. მსურს გთხოვოთ, თუ არ ეთანხმებით ჩემს აზრს, გამოხატეთ თქვენი აზრი ყოველგვარი შეურაწყოფისა თუ ცინიზმის გარეშე.

ჩვენ ხომ აქ სიყვარულისთვის მოვედით, არა??? 

ჰოდა, ბოლომდე გვიყვარდეს ერთმანეთი.    :)


განდი.




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები