ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნაღვლისბუშტი
ჟანრი: პოეზია
20 იანვარი, 2009


მის

გასკდებათ მკერდი.
- მის,
ერთ-ორ თვეში
დეკოლტეების სეზონი მოდის.
და თქვენი შავი თმის ბურბუშელა
ხდება საგანი ქების
                            თუ გესვლის.

გასკდებათ კაბა.
და კადრებივით
გეცვლებათ სწრაფად მიმიკა სახის.
თქვენი ყელი კი,
როგორც სიდედრი
ხდება წყევლა
                    ცოლიან კაცის...

მოგაქვთ სურნელი,
მის,
ლონდონური კაბის სახლების.
ერთ- ორ თვეში კი
სეზონია დეკოლტეების
და ატეხილი
                    მარტის კატების...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები