ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით მოსეშვილი
ჟანრი: პროზა
9 თებერვალი, 2010


წვიმა

გარეთ იელვა,რადენიმე წამის მერე დაიქუხა და დაიწყო წვიმა...
წვიმის წვეთების მონოტონური ხმა აღწევს სახლში და სევდიან მელოდიად ეფინება ყველას და ყველაფერს.
ვხედავ მინაზე როგორ ეცემიან ღრუბლის ცრემლები,როგორ მრავლდებიან,ერთმანეთს უერთდებიან და გზააბნეული ნაკადულებივით ეშვებიან ძირს,რათა შემდეგ კედლებზე ჩამოიღვარონ და დაარწყულონ სიცხისაგან აქაიქ პირგაღებული დედამიწა.
  ბალახები და ყვავილები მობუზულან,დაპატარავებულან,თითქოს შესციებიათო,ხოლო ხეების ფოთოლთა კლავიშებზე წვიმა ისე ჩამოიღვენთა,თითქოს ვიღაცამ უჩინარი ხელი შეახო და საოცარ ნოტებზე ააშრიალაო.
  ცა ტირის...ვინ იცის იქნებ ამ ცრემლებით დაკარგულ სიყვარულს გლოვობს ყველას მაგიერ,ან იქნებ სულაც სიხარულის ცრემლებია,იმ სიხარულისა,ძალზე დიდიხნის უნახავ ადამიანებს რომ შეახვედრებს ხოლმე ერთმანეთს, ან იქნებ იმ სიხარულის ცრემლებია,ყინვისგან დამზრალ მერცხალს დილის მზის სხივები დედასავით რ4ომ მიელამუნება,გულსი ჩაიკრავს საყვარელ შვილს,ძარღვებში სითბოდ ჩაეღვრება და თვალებზე ორ კურცხალ ცრემლს რომ აუკიაფებს,თითქოს წყვილი მარგალიტები აციმციმებულაო.
    ვინ იცის...
                      გარეთ კი წვიმს...წვიმს კოკისპირულად.
თითქოს წვიმის წვეთები ცას შესდგომიან,რათა სიმძიმისაგან თუ სიბრაზისაგან ჩამოზნექილ-გამობერილი ღრუბლები ძირს არ ჩამოწვეს.
  ქუჩაში წვიმისაგან მთლად გალუმპული,კუდამოძუებული და თვალებში სევდაჩამდგარი ტალახისფერი ძაღლი,თავად ტალახად ქცეულ გუბეებში მიწანწალებს და ეძებს თავშესაფარს,იხვები კი გარეთ გამოშლილან,ფრთებს აფართხუნებენ და ისე ყაყანებენ,გეგონება სუფრიდან ხალხი წამოშლილა და ხელგაშლილი მაყრიონს ეგებებიან მხიარული შეძახილებითო,ხოლო ცალ ფეხზე ატუზული და მობუზული ქათმები ქოლგასავით გაშლილი ნაძვის ქვეშ რომ შეფარებულან,ეხლა ერთმანეთს ფრთებქვეშ უყოფენ თავებს,სევდიანი გაოცებით შესცქერიან იხვების მხიარულებას და ხშირ-ხშირად ანაცვლებენ ფეხებს.
იხვების არეული ყიყინი და წვიმი წვეთების მონოტონური ხმა ერთმანეთს საოცრად ერწყმიან და მხიარული მელოდიასავით აჟღერებულა.
  წვიმა კი სხვების ფანჯრის მინებძეც ისევ-ისე გულმოდგინედ ავლებს ნაკადულებს და ფანჯარაში წვიმის მოცქირალ ადამიანებს მრავალ ტკბილ-მწარე მოგონებებს აღუძრავს,ზოგს კი თავად უყვება სევდიან,თუ მხიარულ ამბებს,ან კიდევ ოცნებების ღრმა ლაბირინთებში გადაისვრის.
        წვიმა ხომ ოცნებათა თავშესაფარია.
                                                                  რა ლამაზი და საოცარია წვიმა...
                                                                                                                      სამყარო კიდევ უფრო მეტად საოცარი....
                                                                             
                                                                                                                                              დმ.2000წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები