ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლაცაბიძე
ჟანრი: პოეზია
14 იანვარი, 2012


უკუჩვენება

ყოველდღე ,უფრო სწორად როცა შენ გინდა მოვდივარ შენს ქუჩაზე ,გაყინული სახით...
გიყურებ როგორ ჩამორბიხარ (თხლად ჩაცმული), როგორ მკოცნი და ამბობ:
გიო...(და ეს არის ყველაზე ბუნებრივად წარმოთქმული ჩემი სახელი).
ჩვენ ყოველი შეხვედრისას თავიდან ვეჩვევით ერთმანეთს.

ვერაფერს იტყვი, მშვენიერი ზამთარი გვიდგას
და შეიძლება არც გავცივდეთ გულაღმა წოლით.
ძველ სტადიონის ხმელ ბალახზე...სისულელეა,
რომ ამაშია რომანტიკა,რომ ჩვენი წილი
ღმერთია ცაში...( სასულეში– ნოტიო სული).

ხმელი ყვავილივით ვარ თიხის ქოთანში რომ დევს, ჩემი შელანძღული ოთახის ნაკლებად გამოსაჩენ ადგილას...
შენ უხდები – ნაცრისფერ ამინდებს .

აღარაფერი აღარ ხდება ჩემს ირგვლის თითქმის,
რომ ფიქრად ღირდეს, შესაქცევად თავის, ან სხვათა
სალაპარაკოდ,საქილიკოდ.გაშვერად თითის,
რომ კედლებივით უტყვი გავხდი ისეთი სადა....
ჩემი თავისვე გამიკვირდა და დიდი–დიდი
გამათბობელთან წავიკითხო რაიმე საგა.
სხვა ყველაფერი "იგივეა" ზამთრის დღეებში.


შენს თმაშია სიმშვიდე,რომელიც მინდა ვეძებო თითებით.


შენ შეგიძლია გადმოხვიდე ჩემში მარიამ,
როგორც ფინჯანში გადმოსული უბრალო ჩაი.
როცა ქუჩაში უსაშველოდ ცივი ქარია
და ხეებია -მარტოობა და ჩემი მსგავსი...
მე შემიძლია ,რომ გისმინო ძალიან ჩუმად,
თუ როგორ ყვები მეათასედ უაზრო ამბავს.

ჩვენ ყოველი შეხვედრისას თავიდან ვეჩვევით ერთმანეთს....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები