ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკა ჩერქეზიშვილი
ჟანრი: პოეზია
8 აპრილი, 2009


"ლიმნიანი" ჩაი

ყავა - უშაქრო,
ან ჩაი - "ლიმნიანი",
"KENT"-ი ღერებით და ბედსაც არ ვემდური.
დამყვა ხასიათი, ისე ჯინიანი,
შენც კი არ მინდიხარ - არაპოეტური.

წუხელ მთელი ღამე ქარი ხმაურობდა,
სისხლი გასდიოდათ ფანჯრებს მინებიდან.
ალბათ ორი ფეთქვა დარჩა ამ გულს,
ჰოდა,
თუნდაც ერთი იყოს - მხოლოდ შენთვის მინდა.

მიჭირს ვუყურებდე დილას გათენებულს,
სანამ ვინატრებდე ისევ დაღამებას,
მოდი,
დაენახე წამებს გაჩერებულს,
მოდი,
გეხვეწები, კოცნით დამღალე და...

გამოვიჯახუნოთ კარი გამეტებით,
ოთახს შევატოვოთ ყოფნა ყოფითი და
ისე ჩამასუნთქე შეშლილს პლანეტები,
რომ ეს დედამიწა მოწყდეს ორბიტიდან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები