ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მ ა რ ი
ჟანრი: პოეზია
14 მაისი, 2009


ბლეფია

ვდგავართ და ვეწევით.შენ ამბობ-ბლეფია
ქვეყანა, რომელსაც უკლავენ მაისსაც.
გბეზრდება სიცოცხლე, სადღაც კუკიაზე
იქნები წელს ვერა და ალბათ გაისად.

ვიხსენებთ ჩადრიან სანმონტელ სელიმას
და ხის მაგიდაზე ვერცხლისფერ სამოვრებს,
შენ ამბობ-მესია აქ გაჩნდა უთუოდ.
მე-უფრო ვეწევი და ფიქრებს ვამოკლებ.

დარდი იმდენი გვაქვს, სამყაროს ეყოფა,
აღარც ოცნებები არ შეგვრჩვა აქამდე,
ამბობ რომ უდროოდ ვბერდებით თვალებით,
ვხვდები რომ უბრალოდ მომიწევს დაგთანხმდე.

გრძნობებმა დატოვეს ბინძური ქალაქი,
ვდგავართ და მიყვები-სამყარო ბლეფია...
ციდან ჩამოდიან დაღლილი ღმერთები,
თამბაქოს გვთხოვენ და... ჩვენს გვერდით დგებიან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები