 | ავტორი: მათე ჟანრი: პოეზია 9 აგვისტო, 2009 |
,,უფსკრული უფსკრულსა ხადისა ჴმითა ზე-გარდამოსაქანელთა შენთაჲთა; ყოველნი განსაცხრომელნი შენნი და ღელვანნი შენნი მე ზედა -- გარდამჴდეს.’’ ფსალმუნნი 41.7
და ამ ძრწოლათა სიღამეი გადმოვიარე....
თუმც ფიქრთა ვიწრო დერეფანში დავრჩი მჯდომარე... მიწყალე... წყალმა ჩაიარა...რა წყალმა, ნეტავ?.... დელგმააო..და ელვანი სვეტად....
სიღამეი.... სიღამეიო... და ყაისნაღით ვქსოვ სამიწესა... დასაფარს ღამით.... ნეტარი?!.... წამით... თვალდახუჭული მლოცველი ვარ... მიწყალე ჟამი! იქითაც უნდა მიმეხედა, გამომეხვეტა, ყოველი სიმი გამელესა, გული მელექსა....
სიღამეი...სიღამეიო..... და გარდახდომილი ზღაპრად მეწერა... შემომეწერა უსტარი ტანად ნაფერი და წამწამ- ნაღები, ვით მწვანე ველი ნარეკ- ზმუილ- შემოკვდომილი... გადავატარე ათასი...თუმც დამრჩა ცდომილი....
სიღამეი...სიღამეიო....და გამიუფსკრულდა ნათქვამი აქ.... ახალი ღელვა.... ვინ დამიბრუნა განსაცხრომელი მე მკლავთა შენთა..... დანა-მკლავდა, თუ?..... ვისღა ეჯერა...რომ მოეხედა...
სიღამეი.... სიღამეიო....და აღარ მეჯდა მხარზე პეპელა... თან ფუჭი კოცნით გულდანაწყვეტი ... უღელს შევები.... აქ კი წავები...?!.... და იმგვარნი ღელვანი შემხვდნენ, ზღვანიც ჩაყუჩდნენ...მათი მნახველნი, ნაოტები...ნაძირს ჩავედი.....
სიღამეი...სიღამეიო....და ნაგულვანები ათასთა მდევთა... გულმოულბობი შიშით მეძებდა.... მეისრეთა ყურდაგდებული ჩურჩული გველთა....
და უფსკრულთა ფსკერნიც განირჩა, როცა გადიწვა ველთა ბიბინი მიწის კივილით....სიღამეი...სიღამეიო....და
პირამოვსებულს, უძროდ შთენილს, მიმწარე ცრემლი, მიტკბე ღიმილი, და ისევ გესავ....სიღამეი.... სიღამეიო.... და
გადასუდრული, ათას- ნაკემსი ცა გადაირღვა, პეპელა კი შარა გზაზე წითლად ჩენილი, შემომაფრინდა, თან ღიმილის სიმწარეს თუ ცრემლის სიტკბოს ისევ დამპირდა....
და ამ ძრწოლათა სიღამეი გადმოვიარე....
სიღამეი.... სიღამეიო...და..... აქ დამათენდა. 8 აგვისტო, 2009 წელი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
68. ეს ყველაზე ძალიან მიყვარს შენებში... პორტალზე დაგინახე და გამიხარდი...
და აქ მოგწერე.
ხო ნინი,რომელიც უბრალოდ არავის არ გავს... და რომელსაც .... მოენატრე მათე ბიჭო:)
ეს ყველაზე ძალიან მიყვარს შენებში... პორტალზე დაგინახე და გამიხარდი...
და აქ მოგწერე.
ხო ნინი,რომელიც უბრალოდ არავის არ გავს... და რომელსაც .... მოენატრე მათე ბიჭო:)
67. რეიტინგიც იშვიათად ადექვატურია აქ... :) ნურც ამას ჩამომართმევთ კომენტარად... აქ საამისოდ ტყუილად გამოვიდებ თავს :) ერთი მკითხველით მეტი კი გეყოლებათ ბატონო, თუ ეს რაიმედ გიღირთ :) რეიტინგიც იშვიათად ადექვატურია აქ... :) ნურც ამას ჩამომართმევთ კომენტარად... აქ საამისოდ ტყუილად გამოვიდებ თავს :) ერთი მკითხველით მეტი კი გეყოლებათ ბატონო, თუ ეს რაიმედ გიღირთ :)
66. დინამიკური ლამაზი ლექსი.+2. ბრავო ავტორს! დინამიკური ლამაზი ლექსი.+2. ბრავო ავტორს!
65. სიღამეი.... სიღამეიო...და..... აქ დამათენდა
როგორ მიკვირს აქ ჩემი კომენტარი,რომ არ არის...არადა ძალიან მომეწონა... ისეთი მელოდიური და საინტერესოა...საგალობელივითაა... :) რამოდენიმეჯერ წავიკითხე და კიდევ მინდა რომ წავიკითხო.... სიღამეი.... სიღამეიო...და..... აქ დამათენდა
როგორ მიკვირს აქ ჩემი კომენტარი,რომ არ არის...არადა ძალიან მომეწონა... ისეთი მელოდიური და საინტერესოა...საგალობელივითაა... :) რამოდენიმეჯერ წავიკითხე და კიდევ მინდა რომ წავიკითხო....
64. ორი თვე ვისვენებდი ლიტ.საიტებისაგან. ახლა თავფურცელზეც შემოვედი. რელიგიური.ფერწერული.მუსიკალური!.. გილოცავ ასეთი მაღალი პოეზიის ავტორობას! ორი თვე ვისვენებდი ლიტ.საიტებისაგან. ახლა თავფურცელზეც შემოვედი. რელიგიური.ფერწერული.მუსიკალური!.. გილოცავ ასეთი მაღალი პოეზიის ავტორობას!
63. ubralod momewona ubralod momewona
62. ზალიან მომეწონა ზალიან მომეწონა
61. კარგი\" მათე\" ხარ ძალიან :) 5555 კარგი\" მათე\" ხარ ძალიან :) 5555
59. 22. დავიწყე კითხვა ,,რაინდის რომანის"...
თქვენი ლექსი გამოკითხვებში პირველ ადგილზე დავასკუპე დამსახურებულად... რატომ? იმიტომ რომ პირველია! აბა ღვინის სმითა და სიგარეტის წევით თავმომწონე თემები ყურშიც კი არ შემიშვია ისე გადამიარა თავზე... მე სულიერებას ვეძებ და თქვენთან ვიპოვე....... მზია სალვარიძე. 2009-09-07 18:07:06
კიდევ ერთხელ მომილოცავს! 22. დავიწყე კითხვა ,,რაინდის რომანის"...
თქვენი ლექსი გამოკითხვებში პირველ ადგილზე დავასკუპე დამსახურებულად... რატომ? იმიტომ რომ პირველია! აბა ღვინის სმითა და სიგარეტის წევით თავმომწონე თემები ყურშიც კი არ შემიშვია ისე გადამიარა თავზე... მე სულიერებას ვეძებ და თქვენთან ვიპოვე....... მზია სალვარიძე. 2009-09-07 18:07:06
კიდევ ერთხელ მომილოცავს!
58. ძალიან კარგი ადამიანი ხარ შენ და ძალიან ღრმა... და რასაც ყველაზე მეტად ვაფასებ ზოგადად ადამიანში: ჩუმი. გაგიღიმე თბილად! :) ძალიან კარგი ადამიანი ხარ შენ და ძალიან ღრმა... და რასაც ყველაზე მეტად ვაფასებ ზოგადად ადამიანში: ჩუმი. გაგიღიმე თბილად! :)
57. უმაგრესია.....10 უმაგრესია.....10
56. ...აქ კი ხმის ამოღებაც მეუხერხულება... რა კომენტარი, რი კომენტარი... სუნთქვა შემეკრას ლამის :) ...აქ კი ხმის ამოღებაც მეუხერხულება... რა კომენტარი, რი კომენტარი... სუნთქვა შემეკრას ლამის :)
55. გადასუდრული, ათას- ნაკემსი ცა გადაირღვა, პეპელა კი შარა გზაზე წითლად ჩენილი, შემომაფრინდა, თან ღიმილის სიმწარეს თუ ცრემლის სიტკბოს ისევ დამპირდა....
და ამ ძრწოლათა სიღამეი გადმოვიარე....
სიღამეი.... სიღამეიო...და..... აქ დამათენდა.
ძალიან :) გადასუდრული, ათას- ნაკემსი ცა გადაირღვა, პეპელა კი შარა გზაზე წითლად ჩენილი, შემომაფრინდა, თან ღიმილის სიმწარეს თუ ცრემლის სიტკბოს ისევ დამპირდა....
და ამ ძრწოლათა სიღამეი გადმოვიარე....
სიღამეი.... სიღამეიო...და..... აქ დამათენდა.
ძალიან :)
54. მათე ძვირფასო!. საშინლად არ მიყვარს ამ და სხვა საიტებზე შემჩნეული ერთი რამ: საკმარისია,ერთმა ავტორმა მეორეზე კომენტარში დადებითი სიტყვები დატოვოს,რომ პინგ-პონკივით დაუყოვნებლივ მიიღებს სამადლობელ კომპლიმენტს. წავიკითხე ლექსი,მაგრამ ამის გამო იქ არაფერს გწერთ. მართლაც მნიშვნელოვანი ნამუშევარია. მრავალმხრივ საინტერესო.სახეობრივ-კონცეპტუალური პლანი,რიტმულ-ინტონაციური დინამიკა, ბგერწერა, რაც მთავარია ,კომპოზიცია - ერთ ერთი ყველაზე ძნელად დასაძლევი ასპექტი ლექსისა. მარტივი კომპოზიციის აგებაც კი დიდ პრობლემას უქმნის პოეტთა მნიშვნელოვან ნაწილს,რომელსაც ნიჭი არ აკლია და არც სხვა საჭირო მონაცემები ლექსის თხზვისათვის. ამ ლექსს კი არათუ მარტივი,არამედ რთული კომპოზიცია აქვს. ახლა რომ გასამგზავრებლად არ ვემზადებოდე,ორიოდე უმნიშვნელო შენიშვნას მოგცემდით,რომლის გაუთვალისწინებლადაც ამ ლექსს არც არაფერი დააკლდებოდა,მაგრამ ბეჭდურ სივრცეში გადატანისას უფრო მოიხდენდა. უბრალო , რიგითი ლექსი რომ იყოს,მოუცლელობის მიუხედავად, ადვილად ჩამოვაყალიბებდი შენიშვნებს,მაგრამ აქ სიფრთხილეა საჭირო. თუ სურვილი გაქვთ,ასე შევთანხმდეთ: ამ თვის ბოლოს , საიტზე რომ გამოვჩნდები,პმ-თი შემახსენეთ,რომ ამ ლექსზე უნდა ვისაუბროთ....
(ეს წერილი პმ-თი გასაგზავნად დავწერე. პრინციპში,არც არაფერი დაშავდება,აქ პირდაპირ კომენტარადაც რომ დავტოვო) მათე ძვირფასო!. საშინლად არ მიყვარს ამ და სხვა საიტებზე შემჩნეული ერთი რამ: საკმარისია,ერთმა ავტორმა მეორეზე კომენტარში დადებითი სიტყვები დატოვოს,რომ პინგ-პონკივით დაუყოვნებლივ მიიღებს სამადლობელ კომპლიმენტს. წავიკითხე ლექსი,მაგრამ ამის გამო იქ არაფერს გწერთ. მართლაც მნიშვნელოვანი ნამუშევარია. მრავალმხრივ საინტერესო.სახეობრივ-კონცეპტუალური პლანი,რიტმულ-ინტონაციური დინამიკა, ბგერწერა, რაც მთავარია ,კომპოზიცია - ერთ ერთი ყველაზე ძნელად დასაძლევი ასპექტი ლექსისა. მარტივი კომპოზიციის აგებაც კი დიდ პრობლემას უქმნის პოეტთა მნიშვნელოვან ნაწილს,რომელსაც ნიჭი არ აკლია და არც სხვა საჭირო მონაცემები ლექსის თხზვისათვის. ამ ლექსს კი არათუ მარტივი,არამედ რთული კომპოზიცია აქვს. ახლა რომ გასამგზავრებლად არ ვემზადებოდე,ორიოდე უმნიშვნელო შენიშვნას მოგცემდით,რომლის გაუთვალისწინებლადაც ამ ლექსს არც არაფერი დააკლდებოდა,მაგრამ ბეჭდურ სივრცეში გადატანისას უფრო მოიხდენდა. უბრალო , რიგითი ლექსი რომ იყოს,მოუცლელობის მიუხედავად, ადვილად ჩამოვაყალიბებდი შენიშვნებს,მაგრამ აქ სიფრთხილეა საჭირო. თუ სურვილი გაქვთ,ასე შევთანხმდეთ: ამ თვის ბოლოს , საიტზე რომ გამოვჩნდები,პმ-თი შემახსენეთ,რომ ამ ლექსზე უნდა ვისაუბროთ....
(ეს წერილი პმ-თი გასაგზავნად დავწერე. პრინციპში,არც არაფერი დაშავდება,აქ პირდაპირ კომენტარადაც რომ დავტოვო)
53. ასე მნოგია წარუსლში გადვვარდი... კარგია, ძალიან :) ასე მნოგია წარუსლში გადვვარდი... კარგია, ძალიან :)
52. არ ვიცი მერამდენედ ვკითხულობ ამ ლექსს,(ლექსს-მეთქი), რა ვთქვა, ჯობია-არაფერი იმიტომ, რომ განსაკუთრებულის ძებნაში ყველა სიტყვა გამექცა.....და მაინც: მადლობა ავტორს....გაოცება მრჩება ცოცხალი... არ ვიცი მერამდენედ ვკითხულობ ამ ლექსს,(ლექსს-მეთქი), რა ვთქვა, ჯობია-არაფერი იმიტომ, რომ განსაკუთრებულის ძებნაში ყველა სიტყვა გამექცა.....და მაინც: მადლობა ავტორს....გაოცება მრჩება ცოცხალი...
51. და ეს ჩემგან
კირიონ
ჩემი ტბის ფსკერზე გარინდული თვლემს დედამიწა. წყაროდან პეშვით მოტანილ ამბავს ჭაობში ვასხამ- დგას ემბაზივით. -იღვიძე, ტბაო, წყაროზე თქვეს რომ იერონიმეს შეეძინა ვაჟი- გიორგი. და იდგა ბერი მხრებმოხრილი. მძიმე ხელჯოხით საზღვრავდა ალაგს საფლავისთვის, ზედ აყოლებდა: -და იყავნ ნება შენი, უფალო.
გამთენიისას, ყრმას თვალებში მზე ჩაუვარდეს. -ღმერთო, შენ გესავ. ხიდს იქით ქალის გაშლილ მკლავებს ტყისმჭრელი თლიდეს -ღმერთო, შენ გესავ. სნეული შვილის სარეცელთან ტიროდეს ქარი, ქარი ტიროდეს იავნანას -ღმერთო, შენ გესავ შენ გესავ, ღმერთო.
ჩემი ტბის ფსკერზე გარინდებულ მიწას ვაღვიძებ. -იღელვე ტბაო, ღამით ამ სოფლის შემოგარენს ყმუოდა ტურა. წყაროზე თქვეს რომ ეგზარქოსი მოუკლავთ ტიფლისს- მას დააბრალეს... წელიწადს შემდეგ მზე ჩრდილოეთს წაიქცევა და მიწას სუდარად ანაფორას გადააფარებს.
ივნისის თვეში სენაკს ერთი სანთელი ენთოს -ღმერთო, შენ გესავ. ორმოც დღეს მარტო ლოცულობდეს -ღმერთო, შენ გესავ. ივნისის თექვსმეტს უღალატონ პურით და ღვინით, ივნისის თექვსმეტს მონასტერთან გაწითლდეს მთვარე.
წყაროდან პეშვით მოტანილ ამბავს ჩემს ტბაში ვასხამ- დგას ემბაზივით.
დგას ისევ ბერი მხრებმოხრილი მძიმე ხელჯოხით საზღვრავს ალაგს საფლავისათვის.
-და იყავნ ნება შენი, უფალო.
და ეს ჩემგან

50. ძალიან კარგი ლექსია. მოთქმასავითაა ქადაგად დაცემულისა.
აპლოდისმენტები მათეს ძალიან კარგი ლექსია. მოთქმასავითაა ქადაგად დაცემულისა.
აპლოდისმენტები მათეს
49. რატომ მაინცდამაინც სასულიეროს.....რადგან ფსალმუნის ტექსტია წინ?...... ფსალმუნი განცდათა დაკონკრეტებისათვის ...სხვაგვარი შთაგონებისათვის მოვარდა აქ...და არა, რაიმეზე პრეტენზიისათვის.... ;) რატომ მაინცდამაინც სასულიეროს.....რადგან ფსალმუნის ტექსტია წინ?...... ფსალმუნი განცდათა დაკონკრეტებისათვის ...სხვაგვარი შთაგონებისათვის მოვარდა აქ...და არა, რაიმეზე პრეტენზიისათვის.... ;)
48. ესეთი მამა პეტრეა ლალიი :) და მაიკოც იცნობს რამდენადაც ვიცი :) არაა მაიი? :-* ესეთი მამა პეტრეა ლალიი :) და მაიკოც იცნობს რამდენადაც ვიცი :) არაა მაიი? :-*
47. გამორჩეულად დამამახსოვრდება შენებიდან. გამორჩეულად დამამახსოვრდება შენებიდან.
46. ჩემი მაიკო...
ცუდი გოგო ვარ. არევა და გართობა მინდა.. შენ კი შენი ღრმა ლექსებით...ჩამაფიქრებ და წამიყვან ხოლმე იქ...სადაც გავურბივარ ყოფნას მაი.
ლამაზია და ღრმა.
სულ ვფიქრობ ვის შეიძლება აჩვენო შენი ლექსები...
ალბათ რომელიმე ''წონიან'' სასულიერო პირს,რომელიც თვითონ წერს და კარგად წერს ლექსებს. არ ვიცი ასეთი.:( თუ ამ საიტზე ვინმეს ეს ხელეწიფება...ძალიან გამახარებთ ...
ჩემი მაიკო...
ცუდი გოგო ვარ. არევა და გართობა მინდა.. შენ კი შენი ღრმა ლექსებით...ჩამაფიქრებ და წამიყვან ხოლმე იქ...სადაც გავურბივარ ყოფნას მაი.
ლამაზია და ღრმა.
სულ ვფიქრობ ვის შეიძლება აჩვენო შენი ლექსები...
ალბათ რომელიმე ``წონიან`` სასულიერო პირს,რომელიც თვითონ წერს და კარგად წერს ლექსებს. არ ვიცი ასეთი.:( თუ ამ საიტზე ვინმეს ეს ხელეწიფება...ძალიან გამახარებთ ...
45. ძალიან ლამაზი,მელოდიური და ორიგინალურია მაი :-* თუმცა სხვანაირი ვერც იქნება შენი ლექსი :-* ძალიან ლამაზი,მელოდიური და ორიგინალურია მაი :-* თუმცა სხვანაირი ვერც იქნება შენი ლექსი :-*
44. 35-ე კომენტარს სრულად ვეთანხმები!!! მშვენიერო მათეე არაჩვეულებრივი ხარ!!! ლექს ჩემი ძლიერი მოწონება!!! გაიხარე შენაა!!! ყოჩაღ!!! 35-ე კომენტარს სრულად ვეთანხმები!!! მშვენიერო მათეე არაჩვეულებრივი ხარ!!! ლექს ჩემი ძლიერი მოწონება!!! გაიხარე შენაა!!! ყოჩაღ!!!
43. მაიკო, მოვედი.
არავის გავხარ და ძალიან კარგად გრძნობ ქართული ენის ტკბილხმოვანებას.
"გადასუდრული, ათას- ნაკემსი ცა გადაირღვა, პეპელა კი შარა გზაზე წითლად ჩენილი, შემომაფრინდა, თან ღიმილის სიმწარეს თუ ცრემლის სიტკბოს ისევ დამპირდა"....
ვაჰ, რა კაია!
ლამაზად დაგთენებია ;;)
მაიკო, მოვედი.

41. ,,ყაისნაღით ვქსოვ სამიწესა..." ....................................... ეს ისე.............. ყველა ფრაზის გადმოწერა მომინდა,მაგრამ გადავიფიქრე........
კეთილი მომავლის სურვილით......... ,,ყაისნაღით ვქსოვ სამიწესა..." ....................................... ეს ისე.............. ყველა ფრაზის გადმოწერა მომინდა,მაგრამ გადავიფიქრე........
კეთილი მომავლის სურვილით.........
40. გადასუდრული, ათას- ნაკემსი ცა გადაირღვა, პეპელა კი შარა გზაზე წითლად ჩენილი, შემომაფრინდა, თან ღიმილის სიმწარეს თუ ცრემლის სიტკბოს ისევ დამპირდა....
ლამაზია....5555 :) გადასუდრული, ათას- ნაკემსი ცა გადაირღვა, პეპელა კი შარა გზაზე წითლად ჩენილი, შემომაფრინდა, თან ღიმილის სიმწარეს თუ ცრემლის სიტკბოს ისევ დამპირდა....
ლამაზია....5555 :)
39. პირამოვსებულს, უძროდ შთენილს, მიმწარე ცრემლი, მიტკბე ღიმილი, და ისევ გესავ....სიღამეი.... სიღამეიო.... და
ნიკას ვეთანხმები :)
ძალიან რთული ლექსია... ეს ისე :) რამოდენიმე წაკითხვა ჭირდება... პირამოვსებულს, უძროდ შთენილს, მიმწარე ცრემლი, მიტკბე ღიმილი, და ისევ გესავ....სიღამეი.... სიღამეიო.... და
ნიკას ვეთანხმები :)
ძალიან რთული ლექსია... ეს ისე :) რამოდენიმე წაკითხვა ჭირდება...
38. ჰო.. აქ სხვა სისუფთავეა.. სხვა ხიბლი.. ჰო.. აქ სხვა სისუფთავეა.. სხვა ხიბლი..
37. ჩერქეზ,დაგეთანხმე, ძამულია,ასეთი სიტყვის შეგრძნება,არ ვიციიი...მაგარია და მუღამიანი... მიხარია,რომ მათეს ვუყვარვარ:) ჩერქეზ,დაგეთანხმე, ძამულია,ასეთი სიტყვის შეგრძნება,არ ვიციიი...მაგარია და მუღამიანი... მიხარია,რომ მათეს ვუყვარვარ:)
36. ძალიან განსხვავებულია...ამას კიდევ უნდა მოვუბრუნდე, ეს გასააზრებელი ლექსია, მაიკო. ძალიან განსხვავებულია...ამას კიდევ უნდა მოვუბრუნდე, ეს გასააზრებელი ლექსია, მაიკო.
35. არქაული და ბიბლიური სურნელით გაჟღენთილი ლექსია, ძლიერი ემოციური მუხტით. მოკითხვა! არქაული და ბიბლიური სურნელით გაჟღენთილი ლექსია, ძლიერი ემოციური მუხტით. მოკითხვა!
34. ვაიმე ჩემო მაი ახლა ისეთ დღეში ვარ ამოდენა ლექსს ნამდვილად ვერ წავიკითხავ:) გაგიღიმებ და მოგვიანებით წავიკითხავ:) ვაიმე ჩემო მაი ახლა ისეთ დღეში ვარ ამოდენა ლექსს ნამდვილად ვერ წავიკითხავ:) გაგიღიმებ და მოგვიანებით წავიკითხავ:)
33. შენი ხელწერა გაქვს და ეს კარგია, 555 შენი ხელწერა გაქვს და ეს კარგია, 555
32. დიდი მადლობა, მათე-მაია... ასე წერა არ შეუძლია ყველას... ყველას კი არა, უმრავლესობას არ შეუძლია და არც იმცირესობის უმრავლესობას... ასე მხოლოდ გამორჩეულნი წერენ! 5 დიდი მადლობა, მათე-მაია... ასე წერა არ შეუძლია ყველას... ყველას კი არა, უმრავლესობას არ შეუძლია და არც იმცირესობის უმრავლესობას... ასე მხოლოდ გამორჩეულნი წერენ! 5
31. :) მდა... ძალიან საინტერესოა... რამდენჯერმე წავიკითხავ :) :-* :) მდა... ძალიან საინტერესოა... რამდენჯერმე წავიკითხავ :) :-*
30. ვაიი, არც კი ვიცი რა გითხრა, აი, ისეთია, ბევრჯერ რომ უნდა წაიკითხო და უამრავი ახალი აღმოაჩინო და შეიგრძნო... ძალიან სხვანაირი ხარ და ძალიან მიხარია... ვაიი, არც კი ვიცი რა გითხრა, აი, ისეთია, ბევრჯერ რომ უნდა წაიკითხო და უამრავი ახალი აღმოაჩინო და შეიგრძნო... ძალიან სხვანაირი ხარ და ძალიან მიხარია...
29. რა კარგი იყო...სულს ეამა!!!
სიღამეი.... სიღამეიო....და აღარ მეჯდა მხარზე პეპელა... თან ფუჭი კოცნით გულდანაწყვეტი ...
მაიკოო ფანტასტიურია :-* საგალობელივითააა ...აი, რომ მოუსმენ და ყველა იარას დაგიამებს ...
სიღამეი.... სიღამეიო...და..... აქ დამათენდა.
გენაცვალეოო შეენ :))) :-* რა კარგი იყო...სულს ეამა!!!
სიღამეი.... სიღამეიო....და აღარ მეჯდა მხარზე პეპელა... თან ფუჭი კოცნით გულდანაწყვეტი ...
მაიკოო ფანტასტიურია :-* საგალობელივითააა ...აი, რომ მოუსმენ და ყველა იარას დაგიამებს ...
სიღამეი.... სიღამეიო...და..... აქ დამათენდა.
გენაცვალეოო შეენ :))) :-*
28. სიღამეი.... სიღამეიო....და აღარ მეჯდა მხარზე პეპელა... თან ფუჭი კოცნით გულდანაწყვეტი ... უღელს შევები.... აქ კი წავები...?!.... და იმგვარნი ღელვანი შემხვდნენ, ზღვანიც ჩაყუჩდნენ...მათი მნახველნი, ნაოტები...ნაძირს ჩავედი.....
პეპელა კი შარა გზაზე წითლად ჩენილი, შემომაფრინდა, თან ღიმილის სიმწარეს თუ ცრემლის სიტკბოს ისევ დამპირდა....
და ამ ძრწოლათა სიღამეი გადმოვიარე....
სიღამეი.... სიღამეიო...და..... აქ დამათენდა. მათე, რა კარგად ყვები შენმა სულმა როგორ იარა..რაც გაიარა...555555555555555555555 სიღამეი.... სიღამეიო....და აღარ მეჯდა მხარზე პეპელა... თან ფუჭი კოცნით გულდანაწყვეტი ... უღელს შევები.... აქ კი წავები...?!.... და იმგვარნი ღელვანი შემხვდნენ, ზღვანიც ჩაყუჩდნენ...მათი მნახველნი, ნაოტები...ნაძირს ჩავედი.....
პეპელა კი შარა გზაზე წითლად ჩენილი, შემომაფრინდა, თან ღიმილის სიმწარეს თუ ცრემლის სიტკბოს ისევ დამპირდა....
და ამ ძრწოლათა სიღამეი გადმოვიარე....
სიღამეი.... სიღამეიო...და..... აქ დამათენდა. მათე, რა კარგად ყვები შენმა სულმა როგორ იარა..რაც გაიარა...555555555555555555555
27. ამარლებული გრძნობაა ჩადებული... ამარლებული გრძნობაა ჩადებული...
26. ამ ნაბახუსევზე, ტყვედჩავარდნილი ჩემი გონებაც კი მიხვდა, რაღაც მაგართან რომ გვაქვს საქმე. 555 უფრო დაწმენდილზე - წავიკითხავ კიდევ. ჰა-რა-ლე.
მოგესალმები, მაიკო! ძალიან ამაღლებული და პოეტურ-ფსალმუნური რომ არის, პირველივე სტრიქონიდანვე იგრძნობა, მაგრამ ამჟამად მეც ჰარალეს მდგომარეობაში ვარ, რადგან გუშინ პატარა გიო-გიოც ,,წამართვეს", აგარაკზე უნდა წაეყვანათ დღეს და ძალიან განვიცადე... სხვა გზა არა მქონდა და კიდევ ერთხელ ჩავიმუხლე ბახუსის კარებთან... დავბრუნდები აქ უფრო ხანგრძლივად მალე... მოკითხვა და საუკეთესო სურვილები!.. ამ ნაბახუსევზე, ტყვედჩავარდნილი ჩემი გონებაც კი მიხვდა, რაღაც მაგართან რომ გვაქვს საქმე. 555 უფრო დაწმენდილზე - წავიკითხავ კიდევ. ჰა-რა-ლე.
მოგესალმები, მაიკო! ძალიან ამაღლებული და პოეტურ-ფსალმუნური რომ არის, პირველივე სტრიქონიდანვე იგრძნობა, მაგრამ ამჟამად მეც ჰარალეს მდგომარეობაში ვარ, რადგან გუშინ პატარა გიო-გიოც ,,წამართვეს", აგარაკზე უნდა წაეყვანათ დღეს და ძალიან განვიცადე... სხვა გზა არა მქონდა და კიდევ ერთხელ ჩავიმუხლე ბახუსის კარებთან... დავბრუნდები აქ უფრო ხანგრძლივად მალე... მოკითხვა და საუკეთესო სურვილები!..
25. მესამედ წავიკითხე...:) სიღრმე და სიმსუბუქე, ერთად, ყოველთვის გამორჩეულად მხიბლავს შენთან.
აქ კი, თითქოს, საგალობელს ვკითხულობდი...
მესამედ წავიკითხე...:) სიღრმე და სიმსუბუქე, ერთად, ყოველთვის გამორჩეულად მხიბლავს შენთან.
აქ კი, თითქოს, საგალობელს ვკითხულობდი...
24. მომწონს............... მომწონს...............
23. საოცარია! ამას ვამბობ და...გულწრფელი ვარ ჩემს სიტყვებში. მაიკო,მდენად მდიდრულად ნაწერია და ამავდროულად იმდენად უბრალოდ რომ...
სიღამეი.... სიღამეიო...და..... აქ დამათენდა.
როცა ამ ლექსს ვკითხულობდი , რატომღაც წარმოვიდგინე როგორი ხმა ექნებოდა ავტორს:) წარმოვიდგინე კი არა და... მგონი მესმოდა, იმდენად ცხადი იყო თვითონ სურათი:) მაიკო,რა კარგია ასეთი რომ ხარ:) საოცარია! ამას ვამბობ და...გულწრფელი ვარ ჩემს სიტყვებში. მაიკო,მდენად მდიდრულად ნაწერია და ამავდროულად იმდენად უბრალოდ რომ...
სიღამეი.... სიღამეიო...და..... აქ დამათენდა.
როცა ამ ლექსს ვკითხულობდი , რატომღაც წარმოვიდგინე როგორი ხმა ექნებოდა ავტორს:) წარმოვიდგინე კი არა და... მგონი მესმოდა, იმდენად ცხადი იყო თვითონ სურათი:) მაიკო,რა კარგია ასეთი რომ ხარ:)
22. ამ ნაბახუსევზე, ტყვედჩავარდნილი ჩემი გონებაც კი მიხვდა, რაღაც მაგართან რომ გვაქვს საქმე. 555 უფრო დაწმენდილზე - წავიკითხავ კიდევ. ამ ნაბახუსევზე, ტყვედჩავარდნილი ჩემი გონებაც კი მიხვდა, რაღაც მაგართან რომ გვაქვს საქმე. 555 უფრო დაწმენდილზე - წავიკითხავ კიდევ.
21. ასეთი ლექსი მე ურაკზე არ წამიკითხავს, ეს ლექსი მართლაც და უფლის ნაკარნახევს გავს, რამხელა მადლია აქედან გადმომდინარე. უფალი გფარავდეს მაკო. ძალიან კარგად წერ! მიყვარხარ!!!!!!!!!!!!!!!!! ასეთი ლექსი მე ურაკზე არ წამიკითხავს, ეს ლექსი მართლაც და უფლის ნაკარნახევს გავს, რამხელა მადლია აქედან გადმომდინარე. უფალი გფარავდეს მაკო. ძალიან კარგად წერ! მიყვარხარ!!!!!!!!!!!!!!!!!
19. სიღამეი.... სიღამეიო... და ყაისნაღით ვქსოვ სამიწესა... დასაფარს ღამით.... ნეტარი?!.... წამით... თვალდახუჭული მლოცველი ვარ... მიწყალე ჟამი! იქითაც უნდა მიმეხედა, გამომეხვეტა, ყოველი სიმი გამელესა, გული მელექსა....
გადასუდრული, ათას- ნაკემსი ცა გადაირღვა, პეპელა კი შარა გზაზე წითლად ჩენილი, შემომაფრინდა, თან ღიმილის სიმწარეს თუ ცრემლის სიტკბოს ისევ დამპირდა....
ძალიან ლამაზია მაიკო... ლამაზი და განსხვავებული სრულიად... ფორმით,შინაარსით,დატოვებული ემოციით... მოგიკითხე... სიღამეი.... სიღამეიო... და ყაისნაღით ვქსოვ სამიწესა... დასაფარს ღამით.... ნეტარი?!.... წამით... თვალდახუჭული მლოცველი ვარ... მიწყალე ჟამი! იქითაც უნდა მიმეხედა, გამომეხვეტა, ყოველი სიმი გამელესა, გული მელექსა....
გადასუდრული, ათას- ნაკემსი ცა გადაირღვა, პეპელა კი შარა გზაზე წითლად ჩენილი, შემომაფრინდა, თან ღიმილის სიმწარეს თუ ცრემლის სიტკბოს ისევ დამპირდა....
ძალიან ლამაზია მაიკო... ლამაზი და განსხვავებული სრულიად... ფორმით,შინაარსით,დატოვებული ემოციით... მოგიკითხე...
18. იმთავითვე უნდა შევნიშნო, საოცრად მომწონს ეს ავტორი, სად არ წაგიყვანს მისი ნაწერი, რა სამყაროებს არ მოგატარებს ხოლმე. აქ , მათე-მაიას სამყაროში, პირადად მე, იმედიანიც ვარ და უიმედოც, მოწყენილიც და მხიარულიც, მდიდარიც და ღარიბიც, რომანტიკოსიც და პრაგმატიკოსიც, აქ ჭვრეტითი და ქმედითი ცხოვრების ჰარმონიაა. არ ვაჭარბებ, ვთქვი ის, რაც განვიცადე, განვიცდი ახლაც და....უეჭველია მერმისშიც. გაიხარე, მათე-მაია. იმთავითვე უნდა შევნიშნო, საოცრად მომწონს ეს ავტორი, სად არ წაგიყვანს მისი ნაწერი, რა სამყაროებს არ მოგატარებს ხოლმე. აქ , მათე-მაიას სამყაროში, პირადად მე, იმედიანიც ვარ და უიმედოც, მოწყენილიც და მხიარულიც, მდიდარიც და ღარიბიც, რომანტიკოსიც და პრაგმატიკოსიც, აქ ჭვრეტითი და ქმედითი ცხოვრების ჰარმონიაა. არ ვაჭარბებ, ვთქვი ის, რაც განვიცადე, განვიცდი ახლაც და....უეჭველია მერმისშიც. გაიხარე, მათე-მაია.
17. ვახ , როგორ ეამა ჩემს დამძიმებულ ტვინსა და სულს...ეხლა რამე კარგის გაკეთების უფლებაც მომეცა ,მადლობა.:) ვახ , როგორ ეამა ჩემს დამძიმებულ ტვინსა და სულს...ეხლა რამე კარგის გაკეთების უფლებაც მომეცა ,მადლობა.:)
16.
რა თქმა უნდა ,, :)
მშვიდობიანი დღე :)
საუკეთესო სურვილებით, მაჰათმა განდი. არწივი.
რა თქმა უნდა ,, :)
მშვიდობიანი დღე :)
საუკეთესო სურვილებით, მაჰათმა განდი. არწივი.
15. მაპატიეთ,ისევ მე უნდა წავიღო ადგილი:) ბოდიშს ვიხდი იმის გამო,რომ "შენობით" მიმართვა მომიხდა უნებლიეთ. გვიან გავარკვიე........:( მაპატიეთ,ისევ მე უნდა წავიღო ადგილი:) ბოდიშს ვიხდი იმის გამო,რომ "შენობით" მიმართვა მომიხდა უნებლიეთ. გვიან გავარკვიე........:(
14. როგორ მამშვიდებს ეს გვერდი, ხან მონანიების სურვილს აღმიძრავს ხოლმე, ხან მოწყალების გაღება მომინდება, მადლობა მათე, უსათუთესი სული გაქვს. როგორ მამშვიდებს ეს გვერდი, ხან მონანიების სურვილს აღმიძრავს ხოლმე, ხან მოწყალების გაღება მომინდება, მადლობა მათე, უსათუთესი სული გაქვს.
13. ...და სწორედ ეს ,,რა ვიცი... რა ვიცია'' მთავარი...... რომ არ ვიცით.... ვეძებთ.....;) ...და სწორედ ეს ,,რა ვიცი... რა ვიცია`` მთავარი...... რომ არ ვიცით.... ვეძებთ.....;)
12. მართლაც,რამდენგვარად შეიძლება დაინახო ლექსი..... ავტობიოგრაფიულია,პოეტო,ვგონებ.......:) ზუსტად,პოეტის მისიაა :#"იქითაც უნდა მიმეხედა, გამომეხვეტა, ყოველი სიმი გამელესა, გული მელექსა...." #უღელს შევები.... აქ კი წავები...?!.... #გამიუფსკრულდა ნათქვამი აქ.... ახალი ღელვა.... ვინ დამიბრუნა განსაცხრომელი მე......." ................. ეჰ,რა ვიცი,რა ვიცი...........:) :) მართლაც,რამდენგვარად შეიძლება დაინახო ლექსი..... ავტობიოგრაფიულია,პოეტო,ვგონებ.......:) ზუსტად,პოეტის მისიაა :#"იქითაც უნდა მიმეხედა, გამომეხვეტა, ყოველი სიმი გამელესა, გული მელექსა...." #უღელს შევები.... აქ კი წავები...?!.... #გამიუფსკრულდა ნათქვამი აქ.... ახალი ღელვა.... ვინ დამიბრუნა განსაცხრომელი მე......." ................. ეჰ,რა ვიცი,რა ვიცი...........:) :)
11. დიდი მადლობა ყველას, ყველა ჩემს სტუმარს....... პოეზია მე მაინც სულის ქროლვა მგონია და ფიქრის ტრიალი განსაცდელთა გადასაღამებლად და სათენებელში მისასვლელად .... თუმც გასართველიც ბევრი შეგხვდება კაცს ამ გზაზე...... ;)
ეს ლექსი კი ფსალმუნის შთაგონებითაა და მით არს ჩემთვის ასე ძვირფასი....:) გაიხარეთ.....;)
დიდი მადლობა ყველას, ყველა ჩემს სტუმარს....... პოეზია მე მაინც სულის ქროლვა მგონია და ფიქრის ტრიალი განსაცდელთა გადასაღამებლად და სათენებელში მისასვლელად .... თუმც გასართველიც ბევრი შეგხვდება კაცს ამ გზაზე...... ;)
ეს ლექსი კი ფსალმუნის შთაგონებითაა და მით არს ჩემთვის ასე ძვირფასი....:) გაიხარეთ.....;)
10. ძალიან ჩამწვდომია, ფრთხილად განცდაშევლებული ნაწერია. მომეწონა საოცრად :)
გადასუდრული, ათას- ნაკემსი ცა გადაირღვა, პეპელა კი შარა გზაზე წითლად ჩენილი, შემომაფრინდა, თან ღიმილის სიმწარეს თუ ცრემლის სიტკბოს ისევ დამპირდა....
და ამ ძრწოლათა სიღამეი გადმოვიარე....
სიღამეი.... სიღამეიო...და..... აქ დამათენდა.
"..ოდეს ცას ცრემლი შეაშრა, მესამე დღის თავზე მოკვდა ჩემი ბედნიერების პეპელა". ძალიან ჩამწვდომია, ფრთხილად განცდაშევლებული ნაწერია. მომეწონა საოცრად :)
გადასუდრული, ათას- ნაკემსი ცა გადაირღვა, პეპელა კი შარა გზაზე წითლად ჩენილი, შემომაფრინდა, თან ღიმილის სიმწარეს თუ ცრემლის სიტკბოს ისევ დამპირდა....
და ამ ძრწოლათა სიღამეი გადმოვიარე....
სიღამეი.... სიღამეიო...და..... აქ დამათენდა.
"..ოდეს ცას ცრემლი შეაშრა, მესამე დღის თავზე მოკვდა ჩემი ბედნიერების პეპელა".
9. გულწრფელად,ისეთია,უბრალო სიტყვები რომ დაგენანება...
იცი,ლექსის სიღრმეში ჩაძვრომას მუდამ ვერიდები,შემოქმედის სულში ძრომიალს გავურბივარ და ამიტომ....ეს საზოგადოდ...აქ კი ისეთი მისტიკურია ლექსი,მუღამს,ვნებას გიღვიძებს,რომ ჩაწვდე,გაუგო...
ჩვენ ალბათ სუბიექტურად დავინახავთ,მაგრამ რასაც არ უნდა ფიქრობდეს ავტორი,მე იმ ადამიანური მისიის შესრულებისკენ სწრაფვა დავინახე,ასე ხშირად რომ მაფიქრებს ბოლო დროს....
"სიღამეი...... სიღამეიო.... და" და აი, "აქ დამათენდა"-ო. "ყოველნი განსაცხრომელნი შენნი და ღელვანნი შენნი მე ზედა -- გარდამჴდეს.’’ -გარდაგხდა ცხოვრების განსაცდელნი,(წყალმაც ბევრმა ჩაირა და დელგმამაც.....) და იქნებ ამიტომ,ამიტომ იქცა ბნელი ნათელად... არ ვიცი,მიმიხვდი თუ არა რას ვგულისხმობ,მაგრამ მარტო იმას ვისურვებ ყველას გაგვთენებოდეს სიღამეი....
მთელი ცხოვრება ჩაგიტევია ერთ ლექსში..... გულწრფელად,ისეთია,უბრალო სიტყვები რომ დაგენანება...
იცი,ლექსის სიღრმეში ჩაძვრომას მუდამ ვერიდები,შემოქმედის სულში ძრომიალს გავურბივარ და ამიტომ....ეს საზოგადოდ...აქ კი ისეთი მისტიკურია ლექსი,მუღამს,ვნებას გიღვიძებს,რომ ჩაწვდე,გაუგო...
ჩვენ ალბათ სუბიექტურად დავინახავთ,მაგრამ რასაც არ უნდა ფიქრობდეს ავტორი,მე იმ ადამიანური მისიის შესრულებისკენ სწრაფვა დავინახე,ასე ხშირად რომ მაფიქრებს ბოლო დროს....
"სიღამეი...... სიღამეიო.... და" და აი, "აქ დამათენდა"-ო. "ყოველნი განსაცხრომელნი შენნი და ღელვანნი შენნი მე ზედა -- გარდამჴდეს.’’ -გარდაგხდა ცხოვრების განსაცდელნი,(წყალმაც ბევრმა ჩაირა და დელგმამაც.....) და იქნებ ამიტომ,ამიტომ იქცა ბნელი ნათელად... არ ვიცი,მიმიხვდი თუ არა რას ვგულისხმობ,მაგრამ მარტო იმას ვისურვებ ყველას გაგვთენებოდეს სიღამეი....
მთელი ცხოვრება ჩაგიტევია ერთ ლექსში.....
8. მართლაც მაგარია! მართლაც მაგარია!
7. მომეწონა ძლიერ, კარგია... :) მომეწონა ძლიერ, კარგია... :)
6. ლელას როგორ ვეთანხმები,იცი... და მიყვარხარ:-* ლელას როგორ ვეთანხმები,იცი... და მიყვარხარ:-*
5. ვით მწვანე ველი ნარეკ- ზმუილ- შემოკვდომილი... გადავატარე ათასი...თუმც დამრჩა ცდომილი....
საოცრებაა... და მგონი ღვთიური მადლიცა აქვს ამ ნაწერებს ისე ამშვიდებს სულიერად ადამიანს....მივეჩვიე 5 ვით მწვანე ველი ნარეკ- ზმუილ- შემოკვდომილი... გადავატარე ათასი...თუმც დამრჩა ცდომილი....
საოცრებაა... და მგონი ღვთიური მადლიცა აქვს ამ ნაწერებს ისე ამშვიდებს სულიერად ადამიანს....მივეჩვიე 5
4. chemi komentari zedmetia...... uuulamazea! :* chemi komentari zedmetia...... uuulamazea! :*
3. არ ვიცი, არ ვიცი რა გითხრა, მაიკო... სიტყვას ისე ფლობ და შენს ნებაზე ისე ამღერებ, რომ მკითხველმა აზრი რომც ვერ გაიგოს, მისგან გამოჟურული გრძნეული ნექტრით მაინც 'მოიწამლება' და გონებით თუ არა, გულისთქმით მაინც მიგიხვდება, რისი თქმაც გინდა.
ლექსი ბრწყინვალეა, მაიკო და თითქმის სიშიშვლემდე გულახდილიც ...
გადასუდრული, ათას- ნაკემსი ცა გადაირღვა, პეპელა კი შარა გზაზე წითლად ჩენილი, შემომაფრინდა, თან ღიმილის სიმწარეს თუ ცრემლის სიტკბოს ისევ დამპირდა....
და ამ ძრწოლათა სიღამეი გადმოვიარე....
სიღამეი.... სიღამეიო...და..... აქ დამათენდა.
ე. ი. შაჰრეზადას ახალ ზღაპრებს ისევ უნდა ველოდოთ, მათე ბიჭო!!!!!!!!!!!!!!!!!!!! გესიყვარულები :) :) :)
არ ვიცი, არ ვიცი რა გითხრა, მაიკო... სიტყვას ისე ფლობ და შენს ნებაზე ისე ამღერებ, რომ მკითხველმა აზრი რომც ვერ გაიგოს, მისგან გამოჟურული გრძნეული ნექტრით მაინც `მოიწამლება` და გონებით თუ არა, გულისთქმით მაინც მიგიხვდება, რისი თქმაც გინდა.
ლექსი ბრწყინვალეა, მაიკო და თითქმის სიშიშვლემდე გულახდილიც ...
გადასუდრული, ათას- ნაკემსი ცა გადაირღვა, პეპელა კი შარა გზაზე წითლად ჩენილი, შემომაფრინდა, თან ღიმილის სიმწარეს თუ ცრემლის სიტკბოს ისევ დამპირდა....
და ამ ძრწოლათა სიღამეი გადმოვიარე....
სიღამეი.... სიღამეიო...და..... აქ დამათენდა.
ე. ი. შაჰრეზადას ახალ ზღაპრებს ისევ უნდა ველოდოთ, მათე ბიჭო!!!!!!!!!!!!!!!!!!!! გესიყვარულები :) :) :)
2. შენ შემოგევლე, ჩემო ლამაზო და ნიჭიერო მეგობარო! ულამაზესი ლექსია... 5 შენ შემოგევლე, ჩემო ლამაზო და ნიჭიერო მეგობარო! ულამაზესი ლექსია... 5
1. გადასუდრული, ათას- ნაკემსი ცა გადაირღვა, პეპელა კი შარა გზაზე წითლად ჩენილი, შემომაფრინდა, თან ღიმილის სიმწარეს თუ ცრემლის სიტკბოს ისევ დამპირდა....
უქართულესი ტკბილხმოვანებაა! მოვიხიბლე სიტყვების ამ მუსიკით, რომელმაც შინაარსიც კი, რომელიც თავისთავად ღმაა, უკან გადასწია.. რაღაც ანა კალანდაძისეული ასოცოაციებიც მოვიდა, მაგრამ აბსოლუტურად განსხვავებულია ეს ყველაფერი! ... დ. გადასუდრული, ათას- ნაკემსი ცა გადაირღვა, პეპელა კი შარა გზაზე წითლად ჩენილი, შემომაფრინდა, თან ღიმილის სიმწარეს თუ ცრემლის სიტკბოს ისევ დამპირდა....
უქართულესი ტკბილხმოვანებაა! მოვიხიბლე სიტყვების ამ მუსიკით, რომელმაც შინაარსიც კი, რომელიც თავისთავად ღმაა, უკან გადასწია.. რაღაც ანა კალანდაძისეული ასოცოაციებიც მოვიდა, მაგრამ აბსოლუტურად განსხვავებულია ეს ყველაფერი! ... დ.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|