გასულ ზამთარს, რაღაც პრობლემების გამო, ჩვენმა ოჯახმა ოთხოთახიანი ბინა ცხელ წყალში გარეცხილი შალის სვიტერივით დააპატარავა და ახალ უბანში გადავიდა საცხოვრებლად. წიწკანაც მაშინ გავიცანი. მეზობლად ცხოვრობდა: ჩვეულებრივი, რვასართულიანი სახლის მერვე სართულზე. ჩვენ – ოროთახიანში, წიწკანა – ერთოთახიანში. წესით, წიწკანას ბუდეში უნდა ეცხოვრა. ჩიტები ხომ ბუდეში ცხოვრობენ, მაგრამ წიწკანა ჩიტი კი არა, ერთი თვითნასწავლი, მარტოხელა მხატვარი იყო და აბა, გინახავთ სადმე, თვითნასწავლი, მარტოხელა მხატვარი ჩიტები? მაგრად კი ხატავდა! მთელი სახლი ნახატებით ჰქონდა სავსე. ნახატები ყველგან იყო: კედლებზე, საწოლზე, სკამებზე, მაგიდაზე, ძველ, ჭიებისგან გამოხრულ კომოდზე და ჭერზეც კი… იმის აღმოჩენამ, რომ მხატვარი მეზობელი მყავდა, ძალიან მომხიბლა, რადგან ბავშვობაში მეც ვხატავდი, ტანკებზე და თვითმფრინავებზე უფრო სერიოზულ რაღაცეებსაც კი. თანაც, იმდენად კარგად, რომ რამდენიმე გამოფენიდან სიგელებიც მოვიტანე სახლში. მახსოვს, დედაჩემი როგორ ამაყობდა ამით, ყველა შემოსულს უყვებოდა ტყუილს და მართალს ჩემს ნიჭსა და ტალანტზე და საქაღალდეში სათუთად ჩაწყობილ სიგელებს უშლიდა მაგიდაზე, სიტყვებით: დედა ენაცვალოს, სულ მამაჩემს ჰგავს, ის იყო ასეთი ნიჭიერი და ა. შ. იყო მერე, ჩვენს მასიურ, მრგვალ მაგიდასთან დიდი სჯა–ბაას–გადაძახილ–გადმოძახილი ჩემს მომავალზე, რომელშიც მონაწილეობდნენ: დედა, მამა და ჭკუამოეკითხება ნათესავები. უკვე იმ ასაკში, როცა საულვაშეზე ღინღლი ამიბიბინდა და მე ნამდვილი წვერი მეგონა, ოჯახი ისევ შემოუსხდა მრგვალ მაგიდას და დაასკვნა, რომ პერსპექტივაში, როგორც მხატვარს, დიდებასთან ერთად შეშლილობა, ან უკეთეს შემთხვევაში, გალოთება და ამის ნიადაგზე ნაადრევი სიკვდილი მელოდა და რადგან შეშლილობისთვის, ლოთობისთვის და სიკვდილისთვის ვერ გამიმეტეს, ეკონომიკურ ფაკულტეტს შემწირეს თოკშებმული ცხვარივით. მე კი, დიდი წინააღმდეგობის უნარით, სწორედაც რომ ცხვარივით არ გამოვირჩეოდი და მერჩივნა, მამა ყოჩს და დედილო ცხვარს გავყოლოდი უკან, ვიდრე ჩემით გადავჩეხილიყავი სადმე. “დიდი ამბავი, ხატვას ისედაც მოვახერხებ, სამაგიეროდ, კარგი სამსახური მექნება და სტაბილური შემოსავალი. მერე მოვიყვან ცოლს, მეყოლება შვილები, შვილიშვილები… ხატვით კი, როცა მინდა, მაშინ დავხატავ”– რაღაც ამდაგვარს ვფიქრობდი მშვიდად. ამასობაში, კურსიდან კურსზე გადავდიოდი და მე და მხატვრობა დროსა და სივრცეში თანდათან ვშორდებოდით ერთმანეთს. ბოლოს კი, სულაც, ჩემი სათუთად და მომავალი ცოლის თვალების დასავსებად შენახული სიგელებით დედაჩემი ჩემი დის პატარა შვილებს ართობდა ჭამის დროს. მერე მშვიდად დავამთავრე უნივერსიტეტი, მშვიდად დავიწყე მუშაობა და საერთოდაც, გავაგრძელე მშვიდი ცხოვრება, ყოველგვარი ზედმეტი გაწევ–გამოწევის გარეშე. ვიყავი რა, სტანდარტული ტიპი: გაჩხერით არ ვიჩხირავდი, სმით – იშვიათად ვსვამდი. ერთი–ორჯერ დავბოლდი და მაინცდამაინც ეგეც ვერ დავამუღამე. სიგარეტს, კი ბატონო, ვეწეოდი. ქალებშიც, რა თქმა უნდა დავდიოდი, არც ისეთი თავისუფალი აზროვნება მქონდა, კაცებისკენ გამქცეოდა მზერა. მოკლედ, მამაჩემი იტყოდა ჩემზე: “არის რა, არც მწვადს წვავს და არც შამფურსო” – რომ ვენახე, მაგრამ რაღას მნახავდა, უკვე წლებია, ზღვას გადაჰყურებდა სასაფლაოდან. ასე, რომ, ჩვეულებრივი ადამიანი ვიყავი: ცოტა ოცნებით, ცოტა ხელფასით, ცოტა ფანტაზიით და ბევრი პრობლემით. ჰოდა, ამ ჩემს სტანდარტულ, ჩვეულებრივ ყოფაში შემოვიდა ადამიანი, რომელმაც ისე გამაფერადა, როგორც შავ–თეთრნახატებიანი წიგნი თუ რვეული, ზედ რომ აწერია: “აბა, გააფერადე”. პირველად რომ შევედი წიწკანასთან, აღარ მახსოვს, ჩაქუჩზე თუ ბრტყელტუჩაზე, რაღაც უცნაურმა ნათებამ ამაფორიაქა. დიდი მნიშვნელობა არც მიმინიჭებია ამისთვის, უბრალოდ, წიწკანას გავეცანი, ხელი ჩამოვართვი, ჩაქუჩი თუ ბრტყელტუჩა გამოვართვი და გამოვედი. მერე, როცა საღამოს ისევ შევედი წაღებულის დასაბრუნებლად და იგივე დამემართა, მივხდი, რომ ეს უცნაური, შორეულსევდიანი ნათება წიწკანას ნახატებიდან მოდიოდა. ყველა ნახატზე ხეები იყო: ზამთრის, ზაფხულის, შემოდგომის, გაზაფხულის… და ჩიტები კიდევ, ეგზოტიკური კი არა, თუთიყუშებივით, ან ახალზელანდიური ჩიტებივით გადაპრანჭულ–აფოფრილები, ჩვეულებრივი, ჩვენებური, პატარა ჩიტები იყვნენ და ამ ჩიტებს უცნაური ფერები ჰქონდათ... აი, ერთი ხე იდგა, რაღაცნაირი, მშვიდმწვანე, და ამ ხეზე შაშვი იჯდა, ოღონდ შავი კი არა, ისეთი წითელი, რომ ფერით ჭახჭახებდა და მე კიდევ, მესმოდა ეს ჭახჭახი! ერთ ხეზე ყვითელი წიწკანა იბუზებოდა. ყვითელი რა, განა ვან–გოგის გიჟი ყვითელი იყო, სულ რომ აგჭრის და გადაგრევს და იმ ყვითელში გაწოლა კი არა, გაშოტვა და მერე სირბილი მოგინდება და თვალებზე ხელს იფარებ უცებ, ისე გჭრის ეს ყვითელი და თითებს შორის იყურები: აუ, ბიჭო, ეს ცხადია თუ ყვითელი სიზმარი არლის ნაპირებზე… არაა, მშვიდი ყვითელი იყო, თავადაც პატარა წიწკანასავით მობუზული და მაინც ანათებდა იმ სიმწვანეში. ერთ ხეზე კიდევ, მოლაღური იჯდა, თხელ მინის სასმისს ჰგავდა და თითქოს, გამჭვირვალე ბროწეულისფერი სითხე ესხა ამ სასმისში. ანათებდა ეს ბროწეულისფერი თვალისმომჭრელად, ზედ მზის სხივების ათინათებიც დაჰკრავდა და ისეთი გრძნობა მქონდა, აი, ახლა, აი, ახლა გადმოიხრება მოლაღური და ეს ბროწეულისფერი ჭიკჭიკი, ღვინოსავით, მარტო ხეზე კი არა, აქ, ამ ოთახშიც გადმოიქცევა–მეთქი. ხმელი ჩინარის ტოტებზე შედგმული, ხუხულასავით ბუდიდან ყვავის ბახალა იხედებოდა – ნამდვილი სათამაშო რეზინის ბურთი! რაღაცნაირად სასაცილოდ გაოცებულს დიდი, შავი თვალები დაეჭყიტა და ლურჯ ტანზე თეთრი კოპლები ეყარა. ახლა ხეები? ზაფხულის ხეები მწვანესარფნიან გოგოებს ჰგავდნენ, გაცნობა რომ მოგინდებოდა, ისეთებს. გაზაფხულის ტყემლის ხეზე კი, რომელიც ძალიან ჰგავდა მეზობელი ბიჭის ღობესთან შეჩერებულ, სკოლაში მიმავალ ახლადაკვირტულ გოგოს – თეთრი წინსაფრით და თმაზე ბაფთებით, პატარა, ნაცრისფერი ბეღურა იჯდა და იმასაც უცნაური ნათება შესდგომოდა ბუმბულებში, ოღონდ ვარდისფერი ნათება. აი, ისეთი, ჩემი ჩვილი დის შვილის ოთახში რომ იღვრებოდა აბაჟურიდან. ზამთრის ხეები ჩვენი პაპებივით იყვნენ. ქართლელი პაპა მყავდა – სანდრო, ისეთი თეთრი იყო, სოფელში ბატიას ეძახდნენ. წელში მოხრილს, მუდამ გაწკიპინებული, რკინიგზელის შავი ფორმა ეცვა და ზედ ვერცხლისფერი ღილები უპრიალებდა. აი, ეგეთი ზამთრის ხეები იყო, რაღაცნაირად პაპაჩემივით მოხრილები, თითქოს სიბერის გამო სევდიანები და ყინულისგან დაჭირხლული აქა–იქ შერჩენილი ფოთლები ხომ ზუსტად იმ ვერცხლისფერი ღილებივით უბრჭყვიალ–უპრიალებდათ და ყველაზე მაგარი ის იყო, რომ ამ ზამთრის ხეებზე უკვე წითელი შაშვები ან ყვითელი წიწკანები კი არა, პატარა, შაბიამნისფერი ბოლოქანქარები ისხდნენ. თითქოს პაპაჩემი სანდრო ვენახში მუშაობისგან დაღლილიყო, მერე ხის სამფეხა სკამზე ჩამომჯდარიყო და ზურგზე მოკიდებული აპარატიდან შაბიამანი გადმოქცეოდა რკინიგზელის პიწკინა ფორმაზე! შემოდგომის ხეები ხომ ბებიებს ჰგავდნენ, სულაც ჩემს ნინა ბებოს, გამოხუნებულ, ნაცრისფერ წინსაფარში რომ სასუსნავს გვიმალავდასავით შვილიშვილებს და ეს სასუსნავი – “პავიდლოიანი” კანფეტები, ლოყებატკრეცილი შაფრანები, ტკბილი კვერები, ჭორფლიანი, მწიფე მსხლები, კვახის მარცვლის თხელი, თაფლისფერი ჩურჩხელები წინსაფრის ჯიბეებიდან გვიწვევდა, გვეპატიჟებოდა პირის ჩასაკოკლოზინებლად… და ამ შემოდგომის ერთ ხეზე იჯდა პატარა ბუკნაჭო, როგორც ალუმინის “კრუშკა”, რომელსაც ხშირი წვიმებისგან თავზე ორთქლი ასდიოდა და შემცივნული დედას ეძახდა. დედაც იქვე იყო – სულაც, სპილენძის, აქა–იქი შემურულ–შეჭეჭყილი, ცხვირმოტეხილი ჩაიდანი, აი, ისეთი, სოფელში რომ გვქონდა. და ეს ბუ–ჩაიდანი თავისი ელამი თვალებით დაჰყურებდა ბუკნაჭოს – წვიმებისგან ორთქლადენილ ალუმინის “კრუშკას” და თითქოს მის გაშრობას ლამობდა, ემანდ, არ გამიცივდესო. .. მოკლედ, ამ ჩემს სტანდარტულ, ჩვეულებრივ ყოფაში, წიწკანას გამოჩენა ჩემთვის, უკაცრიელ კუნძულთან ათასფერალმებშებმული ხომალდის გამოჩენას ჰგავდა. წიწკანამ გამახსენა, რომ თურმე, ის სამყარო, რომლის კარიც დიდი ხნის წინათ, ჩემივე ნებით გამოვიკეტე და ზედ ერთი კი არა, რატომ ათი ბოქლომი არ დავადე, ისევ ისეთი ლამაზი და შეუცნობელი იყო: თავისი ტუბებიდან გადმოსული ფერებით, პალიტრაზე ახლადდადებული საღებავის სუნით, დაგრუნტული ტილოების მიმზიდველი სიცარიელით, აკვარელით – წვიმის გუბეების ანარეკლი რომ დაჰკრავდა თუ ჩვეულებრივი შავი ფანქრით, რომელიც ჩემს ქვეცნობიერზე მარკერივით მკვეთრად მინიშნავდა იმ ადგილებს, დაკეტილ კარსმიღმა რომ მივატოვე. ეს ყველაფერი მერე გავაანალიზე. მერე დავფიქრდი, რომ ჩვენი ჩვეულებრივი, საშინლად რეალური სამყაროს გვერდით არსებობს პარალელური, ირეალური სამყარო და სულ ცოტა გჭირდება, რომ მასში გადახვიდე. ზოგისთვის ეს წერაა, ზოგისთვის – მხატვრობა, ზოგისთვის – მუსიკა... ამ დროს, ყველაფერს გაუცნობიერებლად აღიქვამ და შეიგრძნობ, როგორც ჩვილი, ან სულაც, მუცლადმყოფი ბავშვი… და თუ მოინდომებ, შეძლებ, ხანდახან მაინც იყო იქ, სადაც ყველაფერს სხვა ფერი, სხვა ბგერა, სხვა მელოდია აქვს და მათთან მიახლოებისას საოცარ შვებას გრძნობ, თითქოს ეს სამყარო შენ აღმოაჩინე. რაღა ბევრი გავაგრძელო და წიწკანასთან მოვინიშნე ჩემი ადგილი. ხანდახან საღამო ისე გავიდოდა, ორ სიტყვას არ ვეტყოდით ერთმანეთს. ის ხატავდა, მე ვუყურებდი. ვუყურებდი და ვხედავდი, როგორ ჩნდებოდა დაგრუნტულ ტილოზე ვარდისფერი ფლამენგო კი არა, ფირუზისფერი ყანჩა, ბუდეში მოფუსფუსე პატარა, ფირუზისფრად გაბუმბლულ შვილებს რომ დასტრიალებდა თავს… ან მაყვლის ბარდებიდან როგორ ძვრებოდა თავადაც მაყვლის ნაყოფივით კრიალა და შუქიანი ღობემძვრალა. როგორ იწყებდა ხტუნვას ძველი, მიტოვებული სახლის საფეხურზე სევდიანი, მწვანე სკვინჩა, თითქოს იხვეწებოდა: საცაა, ხასხასა ბალახის ბღუჯად ავბიბინდები და არიქა, ამაფრინეთ აქედან, ცოდოა ეს სახლი, ცოდოო. ჩვენი ძირითადად მდუმარე საღამოებიდან წიწკანაზე ის გავიგე, რომ წიწკანა კი არა, ვაჟა ერქვა, კახეთის ერთ–ერთი სოფლიდან იყო. სადღაც, რუსეთში შვილიც ჰყავდა. მშენებლობებზე მუშაობდა – ხან მლესავად, ხან მღებავად და თუ რამეს იღებდა, სულ საღებავებსა და ფუნჯებში ხარჯავდა,იმიტომ, რომ ხატვის გარეშე არ შეეძლო. ხატვით კი, თურმე ბავშვობიდან ხატავდა. მაშინაც, ძირითადად, ჩიტებსა და ხეებს და წიწკანაც ამიტომ შეარქვეს. რაღაც სხვანაირი დამოკიდებულება ჰქონდა ჩიტების მიმართ, ბევრის სახელიც სწორედ მისგან გავიგე. ხანდახან დასალევს შევიტანდი. ვისხედით, ცოტას ვლაპარაკობდით და ცოტას ვსვამდით. ძველი ჭაღის მინის წკირებს გარედან შემოხეტებული ნიავი არხევდა და ამ წკირების სევდიანი, შორეული წკარუნი წიწკანას ჩიტების ჟივჟივს ერთვოდა. ამასობაში ზაფხული მოვიდა, შვებულება ავიღე და მეგობართან ერთად ბათუმში წავედი. კარგად გავერთეთ და სანამ ბოლო თეთრისგან და ბოლო ჰორმონისგან არ დავიცალეთ, თბილისში დაბრუნება აზრადაც არ მოგვსვლია. ჰოდა, ჩამოვედი კმაყოფილი, როგორც საერთოდ, ზღვიდან ჩამოდიან ახალგაზრდა, ჯან–ღონით სავსე ბიჭები, ვაიმერასიცოცხლეხაარ გოგოების მობილურის ნომრებით და პაემნების პერსპექტივებით და... წიწკანა მოკვდაო, სადილის შემდეგ შემომაპარა დედაჩემმა. თან დააყოლა, არ გითხარი, შვილო, არ მინდოდა, შენთვის დასვენება ჩამეშხამებინა, დედა მოგიკვდეს, ისედაც გადაიღალე, ადამიანს აღარ გავხარო და ა. შ. როგორც იციან–ხოლმე, საერთოდ, დედებმა, მერე ცრემლნარევი ხმით განაგრძო: –ხარაჩოებიდან ჩამოვარდა ჩვენი წიწკანა, საწყალს სული არ დაჰყოლია მიწაზე. აქ არც მოუსვენებიათ, ისე წაასვენეს სოფელში და თავისი მშობლების გვერდით დამარხეს ნათესავებმა. ბინის გასაღები დროებით ჩვენთან დატოვეს. შევდივარ ყოველდღე, სანთლებს ვანთებ და ფსალმუნებს ვკითხულობ, იქნებ შეუმსუბუქდეს იქ მისასვლელი გზა ცხონებულს. ძალიან განვიცადე ეს ამბავი. დედაჩემს გასაღები გამოვართვი და წიწკანას ბინაში შევედი. ოთახს ნახატების სევდიანი შუქი და წიწკანას სურათთან დანთებული კანდელი ანათებდა. სახლი კი, უცნაური სიჩუმით იყო სავსე. ასეთი სიჩუმე იდგა ჩემთანაც, მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ დედა და ჩემი და ყოველდღე ხმით ტიროდნენ. რაღაც სხვანაირია ეს სიჩუმე, თითქოს ყველა ბგერა, ყველანაირი ხმაური ადგილზეა, მაგრამ მაინც სიჩუმეა. თითქოს სახლის სიმი გაწყდა, ერთი გაიჟღრიალა და სამუდამოდ დადუმდა. ალბათ იმიტომ, რომ ხმა, რომელიც გიყვარდა და სამყაროს გივსებდა, აღარ არსებობს. დედაჩემივით, მეც ყოველდღე შევდიოდი წიწკანას ბინაში. ვჯდებოდი სავარძელში, ვუყურებდი ჩემთვის ძვირფას, ახლა უკვე ტკივილით სავსე და უფრო მრავლისმეტყველ ნახატებს და ვფიქრობდი, იქნებ სულაც არ გადმოვარდნილა წიწკანა ხარაჩოდან, იქნებ გაფრენა უნდოდა, თავისი ჩიტებივით, ვინ იცის… წიწკანას გარდაცვალებიდან სულ მალე კი, შუაღამისას, უცნაურმა ფრთხიალმა და ჟივილ–ხივილმა წამომაგდო საწოლიდან. არ ვიცი, რატომ, მაგრამ მაშინვე წიწკანას ბინაში შევვარდი და ნახატებს შევხედე… სადღა იყვნენ წიწკანას ფერად–ფერადი ჩიტები?! გიჟივით ავვარდი სახურავზე და მაღლა ავიხედე. ღამის ცაზე სხვადასხვაფრად მოჩახჩახე ჩიტები მიფრინავდნენ და შეუკრავ სამკუთხედად იშლებოდნენ. მანამდე ვუყურებდი, სანამ თანდათან არ დაპატარვდნენ და თვალს მიეფარნენ. უკვე ზუსტად ვიცოდი, რომ თბილი ქვეყნებისკენ კი არა, წიწკანას სოფლისკენ გაფრინდნენ პატარა ჩიტები. ჯერ მისი საფლავის ჟანგიან მესერზე ჩამოსხდნენ, ცოტა ხნით იქ იწივწივეს, მერე მოედვნენ, მოეფინნენ ალაზნის გაშლილ ჭალებს. ვხედავდი, ცხადად ვხედავდი, ზოგი ფშატებზე რომ შემოჯდა, ზოგი – ალვის ხეებზე… მობუზულები კი იყვნენ, მაგრამ მაინც სულ ჩახჩახებდნენ თავისი უცნაური ფერებით და გარშემო კი, ყველაფერი: ხეებიც, ფოთლებიც, კენჭებიც, ქვებს შორის ჩამდგარი მდინარის წყალიც, თავად ეს მობუზული, პატარა, ჩვენებური ჩიტებიც ისე სევდიანად, გულშიჩამწვდომად წკარუნობდნენ, თითქოს წიწკანას ძველებური ჭაღის მინის წკირები ეხლებოდა ერთმანეთს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
33. მხატვრული თვალსაზრისით, საუკეთესო მიგნებაა! მხატვრული თვალსაზრისით, საუკეთესო მიგნებაა!
32. შენ გაიხარე! შენ გაიხარე!
31. მადლობა ყველას:) ნათია, დიდი ფუფუნებაა, როცა შენი ნაწარმოები მიყვება ადამიანს, მადლობა, ძვირფასო:) კატიე, ისეთ კომენტარებს მიწერ და ისეთ რეკლამას აკეთებ აქ, რომ მინდა, არ მინდა, წასაკითხად შემოვდივარ:) მადლობა:) მადლობა ყველას:) ნათია, დიდი ფუფუნებაა, როცა შენი ნაწარმოები მიყვება ადამიანს, მადლობა, ძვირფასო:) კატიე, ისეთ კომენტარებს მიწერ და ისეთ რეკლამას აკეთებ აქ, რომ მინდა, არ მინდა, წასაკითხად შემოვდივარ:) მადლობა:)
30. "ზამთრის ხეები ჩვენი პაპებივით იყვნენ... შემოდგომის ხეები ხომ ბებიებს ჰგავდნენ..."
კითხულობ მოთხრობას და გგონია, რომ შენც ხედავ წიწკანას, მის ნახატებს, მის ზეცაში გაფრენილ სულს...
წ ა ი კ ი თ ხ ე თ!!! აუცილებლად წ ა ი კ ი თ ხ ე თ !!! "ზამთრის ხეები ჩვენი პაპებივით იყვნენ... შემოდგომის ხეები ხომ ბებიებს ჰგავდნენ..."
კითხულობ მოთხრობას და გგონია, რომ შენც ხედავ წიწკანას, მის ნახატებს, მის ზეცაში გაფრენილ სულს...
წ ა ი კ ი თ ხ ე თ!!! აუცილებლად წ ა ი კ ი თ ხ ე თ !!!
29. არ ვიცი რამდენი ქულა აქვს ამ ნაწერს , მაგრამ ფაქტია რომ ძალიან კარგი რამ იყო, მიუხედავად იმისა რომ თავიდანვე მქონდა მოლოდინი მსგავს დასასრულისა , შესრულება იმდენად მაგარი იყო ,რომ მეც იმ ციტებტან ერტად დავხედე ,საწყალ წიწკანას საფლავს და მის სულს ჩიტივით ფრენა ვუსურვე უფლისკენ. არ ვიცი რამდენი ქულა აქვს ამ ნაწერს , მაგრამ ფაქტია რომ ძალიან კარგი რამ იყო, მიუხედავად იმისა რომ თავიდანვე მქონდა მოლოდინი მსგავს დასასრულისა , შესრულება იმდენად მაგარი იყო ,რომ მეც იმ ციტებტან ერტად დავხედე ,საწყალ წიწკანას საფლავს და მის სულს ჩიტივით ფრენა ვუსურვე უფლისკენ.
28. ხოდა, კიდევ ერთი ...... დღეს დილით, ძილნაკლული, სამსახურისკენ მოვდიოდი და ტრანსპორტში ამ მოთხრობაზე მეფიქრებოდა და ანუ, ფერად_ცხად-სიზმარეულად გამოვიარე მთელი გზა. სულ ლსხვა და თბილი სამყაროა ეს მოთხრობა. :) ხოდა, კიდევ ერთი ...... დღეს დილით, ძილნაკლული, სამსახურისკენ მოვდიოდი და ტრანსპორტში ამ მოთხრობაზე მეფიქრებოდა და ანუ, ფერად_ცხად-სიზმარეულად გამოვიარე მთელი გზა. სულ ლსხვა და თბილი სამყაროა ეს მოთხრობა. :)
27. აი, ამ მოთხრობას _ გაცილებით მეტი ქულა უნდა ჰქონდეს! ვიდრე რომ ახლა აქვს, ხალხო! აი, ამ მოთხრობას _ გაცილებით მეტი ქულა უნდა ჰქონდეს! ვიდრე რომ ახლა აქვს, ხალხო!
26. ძალიან მომეწონა++ ძალიან მომეწონა++
25. ზომერი, საინტერესო პასაჟები და მეტად საჭირო ეფექტებით, არამონოონური თხრობით შექმნილი მშვენიერი პროზაული ნაწარმოები!!! სათავგადასავლო თხრობისთვის დამახასიათებელი პირდაპირობა. თქვენ წარმოიდგინეთ და ლირიზმმაც იჩინა თავი. მხოლოდ საფინალო მინაწერი ითხოვს დახვეწას!!! მე მოვიწონე ეს ნაწარმოები!!! გაიხარე შენა!!! ზომერი, საინტერესო პასაჟები და მეტად საჭირო ეფექტებით, არამონოონური თხრობით შექმნილი მშვენიერი პროზაული ნაწარმოები!!! სათავგადასავლო თხრობისთვის დამახასიათებელი პირდაპირობა. თქვენ წარმოიდგინეთ და ლირიზმმაც იჩინა თავი. მხოლოდ საფინალო მინაწერი ითხოვს დახვეწას!!! მე მოვიწონე ეს ნაწარმოები!!! გაიხარე შენა!!!
24. მადლობა, განდი:) მადლობა, განდი:)
23. ლელა, ჩათვალე რომ სრულიად გათვალისწინებულია შენს მიერ ნათქვამი თხოვნა :)
აქ მე განხილვას არ ვაპირებ, რადგან ჯერ ქულები არ მყოფნის, შემდეგ, განსახილველი არაფერია, რადგან მე უკვე დავაფიქსირე ჩემი აზრი, რომელიც ლოგიკურია და ეფუძნება ანალიზს.
მადლობა რომ გქონდა მოთმინება მოგეთმინა ამ კუთხით განვითარებული საუბარი, რაც ქვემოთ, კომენტარებშია ჩემს მიერ გამოთქმული.
პატივისცემით, განდი. არწივი. ლელა, ჩათვალე რომ სრულიად გათვალისწინებულია შენს მიერ ნათქვამი თხოვნა :)
აქ მე განხილვას არ ვაპირებ, რადგან ჯერ ქულები არ მყოფნის, შემდეგ, განსახილველი არაფერია, რადგან მე უკვე დავაფიქსირე ჩემი აზრი, რომელიც ლოგიკურია და ეფუძნება ანალიზს.
მადლობა რომ გქონდა მოთმინება მოგეთმინა ამ კუთხით განვითარებული საუბარი, რაც ქვემოთ, კომენტარებშია ჩემს მიერ გამოთქმული.
პატივისცემით, განდი. არწივი.
22. კიდევ ერთხელ: მადლობა, ვინც წაიკითხა და ნაწარმოების შესახებ დატოვა კომენტარი. ახლა ერთი თხოვნა, განსაკუთრებით, მაჰათმა განდის მიმართ: აქ, ამ გვერდზე პასუხს ვერ მიიღებთ, რადგან თავადაც არ მაქვს წარმოდგენა, რა ხდება და ძალიან გთხოვთ, არც თქვენ და არც სხვამ საკითხზე, რომელიც არც ამ გვერდს და არც ნაწარმოებს არ ეხება, აქ არ დააფიქსიროთ თქვენი აზრი, თავისუფლად შეგიძლიათ მიმართოთ ადმინისტრაციას, ან ფორუმზე განიხილოთ და არა აქ. იმედია, გაითვალისწინებთ ჩემს თხოვნას. კიდევ ერთხელ: მადლობა, ვინც წაიკითხა და ნაწარმოების შესახებ დატოვა კომენტარი. ახლა ერთი თხოვნა, განსაკუთრებით, მაჰათმა განდის მიმართ: აქ, ამ გვერდზე პასუხს ვერ მიიღებთ, რადგან თავადაც არ მაქვს წარმოდგენა, რა ხდება და ძალიან გთხოვთ, არც თქვენ და არც სხვამ საკითხზე, რომელიც არც ამ გვერდს და არც ნაწარმოებს არ ეხება, აქ არ დააფიქსიროთ თქვენი აზრი, თავისუფლად შეგიძლიათ მიმართოთ ადმინისტრაციას, ან ფორუმზე განიხილოთ და არა აქ. იმედია, გაითვალისწინებთ ჩემს თხოვნას.
21. ..
რაზეც პასუხი არ აქვთ - უპასუხოდ ტოვებენ.. ..
რაზეც პასუხი არ აქვთ - უპასუხოდ ტოვებენ..
20. ნიკა, უკომენტაროდ დავტოვებ შენს კომენტარს :)
ჭრა-კერვის კურსები ჯერ არ გამივლია , თუ გავივლი მერე გეტყვი როგორ ვჭრი და ვკერავ :D
მშვიდობიანი დღე :)
პატივისცემით, განდი. არწივი. ნიკა, უკომენტაროდ დავტოვებ შენს კომენტარს :)
ჭრა-კერვის კურსები ჯერ არ გამივლია , თუ გავივლი მერე გეტყვი როგორ ვჭრი და ვკერავ :D
მშვიდობიანი დღე :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
19. საოცრად კარგი ნაწერია! იუმორიც არის, ლამაზი შედარებებიც და ფინალი - სევდიანი, თუმცა კი, სულში ჩამწვდომი!.. საოცრად კარგი ნაწერია! იუმორიც არის, ლამაზი შედარებებიც და ფინალი - სევდიანი, თუმცა კი, სულში ჩამწვდომი!..
18. ..
ამ გაღრეჭილი სმაილისთვის ბოდიშს ვიხდი.. თვითანაც ვერ ვიტან.. ..
ამ გაღრეჭილი სმაილისთვის ბოდიშს ვიხდი.. თვითანაც ვერ ვიტან..
17. ..
განდი.. შენ სულ ასე ჭრი და კერავ?.. :D
საერთოდ.. რაზეც წარმოდგენა არ გაქვს.. სჯობს არ ილაპარაკო ადამიანმა.. ცილი რომ არ დასწამო ვინმეს და უსაფუძვლოდ არ შეურაცხყო..
აი.. ახლაც.. რას წერ.. არ იცი.. ვინ გითხრა.. რომ ნ-ი-კ-ი ან ადმინები ამწვანებენ ამ კომენტარებს?.. საიდან მოიტანე?.. მე გეტყვი საიდანაც - ჰაერიდან.. :დ
მერე კიდევ სულ "სიახლე-სიახლეო" გაიძახი.. აჰა - სიახლეც.. და.. ახლა - არაფრისმომტანიაო.. მითუმეტეს რომ.. როგორც ზევით დავწერე.. გარტყმაში არ ხარ.. წარმოდგენა არ გაქვს ამ სიახლის რაობაზე.. დაელოდე რა.. შე კაი კაცო.. იქნება და მშვენიერი ნოვაციაა.. :დ
ან ეს "უაზრო" და "უმიზნო" სტატუსების აკვრა რა იყო?.. ..
განდი.. შენ სულ ასე ჭრი და კერავ?.. :D
საერთოდ.. რაზეც წარმოდგენა არ გაქვს.. სჯობს არ ილაპარაკო ადამიანმა.. ცილი რომ არ დასწამო ვინმეს და უსაფუძვლოდ არ შეურაცხყო..
აი.. ახლაც.. რას წერ.. არ იცი.. ვინ გითხრა.. რომ ნ-ი-კ-ი ან ადმინები ამწვანებენ ამ კომენტარებს?.. საიდან მოიტანე?.. მე გეტყვი საიდანაც - ჰაერიდან.. :დ
მერე კიდევ სულ "სიახლე-სიახლეო" გაიძახი.. აჰა - სიახლეც.. და.. ახლა - არაფრისმომტანიაო.. მითუმეტეს რომ.. როგორც ზევით დავწერე.. გარტყმაში არ ხარ.. წარმოდგენა არ გაქვს ამ სიახლის რაობაზე.. დაელოდე რა.. შე კაი კაცო.. იქნება და მშვენიერი ნოვაციაა.. :დ
ან ეს "უაზრო" და "უმიზნო" სტატუსების აკვრა რა იყო?..
16. მადლობა თამარ პასუხისთვის :) მე მგონია, რომ ეს სიახლე არაფრისმომტანია. ანუ, ადმინის სუბიექტური აზრი, ნაკლებად საინტერესო შეიძლება იყოს უმეტესი წევრებისთვის. მაგალითად, ამ ნაწერში, მე ვთვლი რომ 2 ზე მეტი კარგი კომენტარია დაწერილი, (მაგალითად 12 და 15) თუმცა 2-ია გამწვანებული. ანუ, გამოდის რა? მე ვფიქრობ, რომ ადმინი საკუთარ აზრს ახვევს თავს საზოგადოებას, რაც არავის უთხოვია მისთვის :D (არადა, კომენტარი ხშირად კრიტიკული უფრო საინტერესოა და გასამწვანებელი, რადგან მასში ჩანს ის ლაფსუსები, რომელიც ავტორმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგ ნაწარმოებზე მუშაობისას) შენი თქმისა არ იყოს, თავის ბერკეტს, ისე იყენებს როგორც მას მოეპრიანება. არადა, მაინტერესებს პრინციპი, რაზეც ეს გამწვანებაა, და ასევე პრინციპი რაზეც დაბლოკვა ხდება წევრის. მე დაბლოკვის წინააღმდეგი ვარ საიტელის წევრისა, რომელიც იტყვის რაღაცას და ეს რაღაცა არის საკუთარი აზრი, ამ დროს სხვა სახის სანქცია უნდა იქნას მიღებული, რომელიც იქნება გაფრთხილება, თუმცა, დაბლოკვა პირველივე ჯერზე არასამართლიანია და სრულიად არასაჭირო, გაცილებით ლიბერალური მიდგომაა საჭირო,,
მოკლედ, მე ვფიქრობ, რომ საკუთარი თავის აზრის მოხვევა არ უნდა იყოს საიტზე. ნეიტრალური პოზიცია გაცილებით მომგებიანია და თამარ, შენი თქმისა არ იყოს, ზოგში შეიძლება ეს გამწვანება გულში ხინჯს ბადებდეს, აი, სხვები მწვანდება და ჩემი არაო. ასევე, ადმინები რომლებიც "ვერ ეწყობიან" ზოგიერთ საიტის წევრს, შესაძლებელია რომ მათი ნაწერები შეგნებულად არ გაამწვანონ, ანუ, სუბიექტურობაზე ვსაუბრობ მე და ეს სიახლე გამწვანებისა, უაზრო და მიზნის გარეშეა,
მშვიდობიანი დღე :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
მადლობა თამარ პასუხისთვის :) მე მგონია, რომ ეს სიახლე არაფრისმომტანია. ანუ, ადმინის სუბიექტური აზრი, ნაკლებად საინტერესო შეიძლება იყოს უმეტესი წევრებისთვის. მაგალითად, ამ ნაწერში, მე ვთვლი რომ 2 ზე მეტი კარგი კომენტარია დაწერილი, (მაგალითად 12 და 15) თუმცა 2-ია გამწვანებული. ანუ, გამოდის რა? მე ვფიქრობ, რომ ადმინი საკუთარ აზრს ახვევს თავს საზოგადოებას, რაც არავის უთხოვია მისთვის :D (არადა, კომენტარი ხშირად კრიტიკული უფრო საინტერესოა და გასამწვანებელი, რადგან მასში ჩანს ის ლაფსუსები, რომელიც ავტორმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგ ნაწარმოებზე მუშაობისას) შენი თქმისა არ იყოს, თავის ბერკეტს, ისე იყენებს როგორც მას მოეპრიანება. არადა, მაინტერესებს პრინციპი, რაზეც ეს გამწვანებაა, და ასევე პრინციპი რაზეც დაბლოკვა ხდება წევრის. მე დაბლოკვის წინააღმდეგი ვარ საიტელის წევრისა, რომელიც იტყვის რაღაცას და ეს რაღაცა არის საკუთარი აზრი, ამ დროს სხვა სახის სანქცია უნდა იქნას მიღებული, რომელიც იქნება გაფრთხილება, თუმცა, დაბლოკვა პირველივე ჯერზე არასამართლიანია და სრულიად არასაჭირო, გაცილებით ლიბერალური მიდგომაა საჭირო,,
მოკლედ, მე ვფიქრობ, რომ საკუთარი თავის აზრის მოხვევა არ უნდა იყოს საიტზე. ნეიტრალური პოზიცია გაცილებით მომგებიანია და თამარ, შენი თქმისა არ იყოს, ზოგში შეიძლება ეს გამწვანება გულში ხინჯს ბადებდეს, აი, სხვები მწვანდება და ჩემი არაო. ასევე, ადმინები რომლებიც "ვერ ეწყობიან" ზოგიერთ საიტის წევრს, შესაძლებელია რომ მათი ნაწერები შეგნებულად არ გაამწვანონ, ანუ, სუბიექტურობაზე ვსაუბრობ მე და ეს სიახლე გამწვანებისა, უაზრო და მიზნის გარეშეა,
მშვიდობიანი დღე :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
15. მოწონებული კომენტარბი მწვანდება თუ ნაწარმოებს უცნდება ის ვარსკვალი ? მეც მაინტერესბს... საინტერესო სიახლეა ნამდვილად..
ტკივილით გაჯერებული, სევდიანი ისტორია სადად გადმოცემული.. ზედმეტი ტრაგიზმის გაეშე... სასიამოვნოა.. მოწონებული კომენტარბი მწვანდება თუ ნაწარმოებს უცნდება ის ვარსკვალი ? მეც მაინტერესბს... საინტერესო სიახლეა ნამდვილად..
ტკივილით გაჯერებული, სევდიანი ისტორია სადად გადმოცემული.. ზედმეტი ტრაგიზმის გაეშე... სასიამოვნოა..
14. 11. როგორ ხდება ამ ვარსკვლავების მინიჭება? ვინმე წყვიტავს ამ საკითხს? თუ ავტომატურად აკეთებს საიტი? არადა მართლა საინტერესოა, როგორ ხდება კარგი და ცუდი კომენტარების შერჩევა პატივისცემით, განდი. არწივი. მაჰათმა განდი. 2011-04-02 00:43:51
როგორ, განდი, და... ადმინს თუ მოეწონება - გაამწვანებს, თუ არ მოეწონება და ან წაშლის და ან დაგბლოკავს... ამიტო, სჯობს საშუალო, ნეიტრალური კომენტარები ვწეროთ, რომ არც შური ვთესოთ სხვებში კომენტარის "სიმწვანის" გამო და არც წასაშლელ-დასაბლოკად გავიხადოთ თავი. :)))) 11. როგორ ხდება ამ ვარსკვლავების მინიჭება? ვინმე წყვიტავს ამ საკითხს? თუ ავტომატურად აკეთებს საიტი? არადა მართლა საინტერესოა, როგორ ხდება კარგი და ცუდი კომენტარების შერჩევა პატივისცემით, განდი. არწივი. მაჰათმა განდი. 2011-04-02 00:43:51
როგორ, განდი, და... ადმინს თუ მოეწონება - გაამწვანებს, თუ არ მოეწონება და ან წაშლის და ან დაგბლოკავს... ამიტო, სჯობს საშუალო, ნეიტრალური კომენტარები ვწეროთ, რომ არც შური ვთესოთ სხვებში კომენტარის "სიმწვანის" გამო და არც წასაშლელ-დასაბლოკად გავიხადოთ თავი. :))))
13. "რაღაც სხვანაირია ეს სიჩუმე, თითქოს ყველა ბგერა, ყველანაირი ხმაური ადგილზეა, მაგრამ მაინც სიჩუმეა. თითქოს სახლის სიმი გაწყდა, ერთი გაიჟღრიალა და სამუდამოდ დადუმდა. ალბათ იმიტომ, რომ ხმა, რომელიც გიყვარდა და სამყაროს გივსებდა, აღარ არსებობს."
"....ვუყურებდი ჩემთვის ძვირფას, ახლა უკვე ტკივილით სავსე და უფრო მრავლისმეტყველ ნახატებს და ვფიქრობდი, იქნებ სულაც არ გადმოვარდნილა წიწკანა ხარაჩოდან, იქნებ გაფრენა უნდოდა, თავისი ჩიტებივით, ვინ იცის…"
ლელა, ისე ზუსტად ამბობ სათქმელს... ჰო, სხვანაირი სიჩუმეა იქ, სადაც საყვარელი ადამიანის სული ტრიალებს და ხმა კი აღარ ისმის მისი... იქ, სადაც სიკვდილს დაუდგამს ფეხი... და ჩიტივით გაფრენაც... :( 5 "რაღაც სხვანაირია ეს სიჩუმე, თითქოს ყველა ბგერა, ყველანაირი ხმაური ადგილზეა, მაგრამ მაინც სიჩუმეა. თითქოს სახლის სიმი გაწყდა, ერთი გაიჟღრიალა და სამუდამოდ დადუმდა. ალბათ იმიტომ, რომ ხმა, რომელიც გიყვარდა და სამყაროს გივსებდა, აღარ არსებობს."
"....ვუყურებდი ჩემთვის ძვირფას, ახლა უკვე ტკივილით სავსე და უფრო მრავლისმეტყველ ნახატებს და ვფიქრობდი, იქნებ სულაც არ გადმოვარდნილა წიწკანა ხარაჩოდან, იქნებ გაფრენა უნდოდა, თავისი ჩიტებივით, ვინ იცის…"
ლელა, ისე ზუსტად ამბობ სათქმელს... ჰო, სხვანაირი სიჩუმეა იქ, სადაც საყვარელი ადამიანის სული ტრიალებს და ხმა კი აღარ ისმის მისი... იქ, სადაც სიკვდილს დაუდგამს ფეხი... და ჩიტივით გაფრენაც... :( 5
12. ძალიან მაგარი პროზაა,დიდი ხანია ასე კარგად არაფერი შემომკითხებია,Yოჩაღ ავტორს +++++ ძალიან მაგარი პროზაა,დიდი ხანია ასე კარგად არაფერი შემომკითხებია,Yოჩაღ ავტორს +++++
11. ლიკა, მე გუგულის ბრაუზერიდან შემოვდივარ და არ ჩანს "აქვს კარგი კომენტარი".
როგორ ხდება ამ ვარსკვლავების მინიჭება? ვინმე წყვიტავს ამ საკითხს? თუ ავტომატურად აკეთებს საიტი?
არადა მართლა საინტერესოა, როგორ ხდება კარგი და ცუდი კომენტარების შერჩევა :)
პატივისცემით, განდი. არწივი. ლიკა, მე გუგულის ბრაუზერიდან შემოვდივარ და არ ჩანს "აქვს კარგი კომენტარი".
როგორ ხდება ამ ვარსკვლავების მინიჭება? ვინმე წყვიტავს ამ საკითხს? თუ ავტომატურად აკეთებს საიტი?
არადა მართლა საინტერესოა, როგორ ხდება კარგი და ცუდი კომენტარების შერჩევა :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
10. ახლა მაუსი მივიტანე ვარსკვლავთან და თურმე ნიშნავს, რომ ნაწარმოებს "აქვს კარგი კომენტარი".. ;;)
ვაჰ! საინტერესოა... ;;) ახლა მაუსი მივიტანე ვარსკვლავთან და თურმე ნიშნავს, რომ ნაწარმოებს "აქვს კარგი კომენტარი".. ;;)
ვაჰ! საინტერესოა... ;;)
9. მაჰათმა განდის არ იყოს, ეს კითხვები მეც გამიჩნდა... ;;;) ან ის მწვანე ვარსკვლავი საიდან, ან კომენტარის მწვანე ფონი.... ნუ, გასაგებია რომ გაზაფხულია, დათბა და ირგვლივ ყველაფერი ამწვანდა მაგრამ... :D რატომ არის სხვა კომენტარებში ჯერ ისევ ზამთარი? :D
ავტორს კი მოწონება და ჩემი საუკეთესო სურვილები! :) მაჰათმა განდის არ იყოს, ეს კითხვები მეც გამიჩნდა... ;;;) ან ის მწვანე ვარსკვლავი საიდან, ან კომენტარის მწვანე ფონი.... ნუ, გასაგებია რომ გაზაფხულია, დათბა და ირგვლივ ყველაფერი ამწვანდა მაგრამ... :D რატომ არის სხვა კომენტარებში ჯერ ისევ ზამთარი? :D
ავტორს კი მოწონება და ჩემი საუკეთესო სურვილები! :)
8. შეკითხვა მაქვს :)
ჯინას კომენტარი გამწვანებულია და ასევე ვარსკვლავით აღინიშნება ეს ნაწარმოები. რას ნიშნავს ეს? შეფასების ახალი კრიტერიუმია? იქნება განმიმართოთ მეგობრებო ? :)
მადლობა :)
პატივისცემით, განდი. არწივი. შეკითხვა მაქვს :)
ჯინას კომენტარი გამწვანებულია და ასევე ვარსკვლავით აღინიშნება ეს ნაწარმოები. რას ნიშნავს ეს? შეფასების ახალი კრიტერიუმია? იქნება განმიმართოთ მეგობრებო ? :)
მადლობა :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
7. დიდი მადლობა, მეგობრებო, რომ წაიკითხეთ და ასეთი კომენტარები დატოვეთ... გული გამითბა...:) დიდი მადლობა, მეგობრებო, რომ წაიკითხეთ და ასეთი კომენტარები დატოვეთ... გული გამითბა...:)
6. "ჭკუამოეკითხება ნათესავები."
"ვაიმერასიცოცხლეხაარ გოგოები"
"რაღაც სხვანაირია ეს სიჩუმე, თითქოს ყველა ბგერა, ყველანაირი ხმაური ადგილზეა, მაგრამ მაინც სიჩუმეა. "
"ღამის ცაზე სხვადასხვაფრად მოჩახჩახე ჩიტები მიფრინავდნენ და შეუკრავ სამკუთხედად იშლებოდნენ. "
"ჩახჩახებდნენ თავისი უცნაური ფერებით და გარშემო კი, ყველაფერი: ხეებიც, ფოთლებიც, კენჭებიც, ქვებს შორის ჩამდგარი მდინარის წყალიც, თავად ეს მობუზული, პატარა, ჩვენებური ჩიტებიც ისე სევდიანად, გულშიჩამწვდომად წკარუნობდნენ, თითქოს წიწკანას ძველებური ჭაღის მინის წკირები ეხლებოდა ერთმანეთს. "
საოცრად მიყვარს ამ გვერდზე შემოსვლა, ლელ.... ძალიან,ძალიან,სხვანაირო და ახლობელო შენი ყოველი სიტყვით :) უნდა გაკოცო :-* "ჭკუამოეკითხება ნათესავები."
"ვაიმერასიცოცხლეხაარ გოგოები"
"რაღაც სხვანაირია ეს სიჩუმე, თითქოს ყველა ბგერა, ყველანაირი ხმაური ადგილზეა, მაგრამ მაინც სიჩუმეა. "
"ღამის ცაზე სხვადასხვაფრად მოჩახჩახე ჩიტები მიფრინავდნენ და შეუკრავ სამკუთხედად იშლებოდნენ. "
"ჩახჩახებდნენ თავისი უცნაური ფერებით და გარშემო კი, ყველაფერი: ხეებიც, ფოთლებიც, კენჭებიც, ქვებს შორის ჩამდგარი მდინარის წყალიც, თავად ეს მობუზული, პატარა, ჩვენებური ჩიტებიც ისე სევდიანად, გულშიჩამწვდომად წკარუნობდნენ, თითქოს წიწკანას ძველებური ჭაღის მინის წკირები ეხლებოდა ერთმანეთს. "
საოცრად მიყვარს ამ გვერდზე შემოსვლა, ლელ.... ძალიან,ძალიან,სხვანაირო და ახლობელო შენი ყოველი სიტყვით :) უნდა გაკოცო :-*
5. ძალიან,ძალიან მომეწონა.. მადლობა ავტორს! ძალიან,ძალიან მომეწონა.. მადლობა ავტორს!
4. ძალიან მომეწონა ლელ, მითუმეტეს, წიწკანას ნახატების აღწერა!:-* ძალიან მომეწონა ლელ, მითუმეტეს, წიწკანას ნახატების აღწერა!:-*
3. შესანიშნავი ნაწერია – დახვეწილი, ლამაზი სტილი, საინტერესო თხრობა...საოცრად ნატიფი შედარებებია და ლამაზი, სევდიანი ფინალი! ყოჩაღ, ავტორო!
შესანიშნავი ნაწერია – დახვეწილი, ლამაზი სტილი, საინტერესო თხრობა...საოცრად ნატიფი შედარებებია და ლამაზი, სევდიანი ფინალი! ყოჩაღ, ავტორო!
2. მართლაც და ღირსეულ პროზაიკოსებს არ წყალობს რატომღაც მკითხველი... უმრავლესობას სამწუხაროდ. თუმცა რაღა უმრავლესობა _ ისედაც თითებზე ჩამოითვლებით შენ და შენისთანები... ძალიან ლაღი მანერა გაქვს წერის და აშკარად იგრძნობა, რომ თუნდაც ნამდვილად მომხდარი ამბის მხატვრულად "გადამღერება" ოსტატურად შეგიძლია _ ეს კი მწერლობაა, ჩემი გაგებით :) ჭა-ს რას მერჩის ნეტა? სხვისი ეზოდან რომ იმუქრება :) მართლაც და ღირსეულ პროზაიკოსებს არ წყალობს რატომღაც მკითხველი... უმრავლესობას სამწუხაროდ. თუმცა რაღა უმრავლესობა _ ისედაც თითებზე ჩამოითვლებით შენ და შენისთანები... ძალიან ლაღი მანერა გაქვს წერის და აშკარად იგრძნობა, რომ თუნდაც ნამდვილად მომხდარი ამბის მხატვრულად "გადამღერება" ოსტატურად შეგიძლია _ ეს კი მწერლობაა, ჩემი გაგებით :) ჭა-ს რას მერჩის ნეტა? სხვისი ეზოდან რომ იმუქრება :)
1. ზამთრის ხეები ჩვენი პაპებივით იყვნენ.
მაშინაც, ძირითადად, ჩიტებსა და ხეებს და წიწკანაც ამიტომ შეარქვეს. რაღაც სხვანაირი დამოკიდებულება ჰქონდა ჩიტების მიმართ, ბევრის სახელიც სწორედ მისგან გავიგე.
წიწკანას გარდაცვალებიდან სულ მალე კი, შუაღამისას, უცნაურმა ფრთხიალმა და ჟივილ–ხივილმა წამომაგდო საწოლიდან. არ ვიცი, რატომ, მაგრამ მაშინვე წიწკანას ბინაში შევვარდი და ნახატებს შევხედე… სადღა იყვნენ წიწკანას ფერად–ფერადი ჩიტები?! გიჟივით ავვარდი სახურავზე და მაღლა ავიხედე. ღამის ცაზე სხვადასხვაფრად მოჩახჩახე ჩიტები მიფრინავდნენ და შეუკრავ სამკუთხედად იშლებოდნენ.
ძალიან მომეწონა...5555555...ძალიან...მიყვარს ასეთი სასწაულები...მართლა ხდებიან...:-* იმპრესიონისტს კიდევ გონია არ ხდებაო...მოვიდეს და ნახოს...:) ზამთრის ხეები ჩვენი პაპებივით იყვნენ.
მაშინაც, ძირითადად, ჩიტებსა და ხეებს და წიწკანაც ამიტომ შეარქვეს. რაღაც სხვანაირი დამოკიდებულება ჰქონდა ჩიტების მიმართ, ბევრის სახელიც სწორედ მისგან გავიგე.
წიწკანას გარდაცვალებიდან სულ მალე კი, შუაღამისას, უცნაურმა ფრთხიალმა და ჟივილ–ხივილმა წამომაგდო საწოლიდან. არ ვიცი, რატომ, მაგრამ მაშინვე წიწკანას ბინაში შევვარდი და ნახატებს შევხედე… სადღა იყვნენ წიწკანას ფერად–ფერადი ჩიტები?! გიჟივით ავვარდი სახურავზე და მაღლა ავიხედე. ღამის ცაზე სხვადასხვაფრად მოჩახჩახე ჩიტები მიფრინავდნენ და შეუკრავ სამკუთხედად იშლებოდნენ.
ძალიან მომეწონა...5555555...ძალიან...მიყვარს ასეთი სასწაულები...მართლა ხდებიან...:-* იმპრესიონისტს კიდევ გონია არ ხდებაო...მოვიდეს და ნახოს...:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|