ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოლე
ჟანრი: პოეზია
7 ოქტომბერი, 2011


ბებიას სახლი

კადრი წარსულის-გიხუჭავენ სათუთად თვალებს...
მერე, შენს  სახლსაც დაუხურეს "თვალები"ფრთხილად...
ძლივსგასაგონად, აივანთან ისე შრიალებს,
თითქოს, ფსალმუნებს გიკითხავდეს ჩურჩულით თხილი.
წვეთები სცვივათ ფანჯრის რაფებს, როგორც წამწამებს...
წვიმს და ჩემშიდაც ბეღურები იბუზებიან.
სიცარიელე გვიჭრიალებს გულის ანჯამებს
მეც და შენს სახლსაც, გვენატრები როცა, ბებია.


1986

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს