დღიურები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!
დღიური: მაჩ...
კარგი იქნებოდა ეგ ბედნიერება დიდხანს გაგრძელებულიყო,
მადლობა.
მაჩ.. 2016-06-06 17:44:34

დღიური: კაი ტიპი.
გადასალახი დიდი ხნის წინ გადაილახა,
მზით გამჟღავნებულ მთვარის ფირზე გადადის კადრი,
ყლე უნდა იყო, ადამიანს უთხრა- მიყვარხარ,
და მერე უცებ ერთ-ორ თვეში - გადამიყვარდი!!..
კაი ტიპი 2016-06-02 16:15:42

მარწყვი ცარცის გოგონასთვის

გიო ლომიძეს

იქნება დღე მზიანი და სიცხიანი,
ივნისის პირველი დღე,
ჩემი გოგონას თვის – ივნისის – პირველი თვე,
ჩემი გოგონასთვის ივნისის პირველი თვე
(შვიდ დღეში ცარცის გოგონა
მესამედ დაიბადება),
/ იქროლებს ქარი – პირმღიმარი ჭრილობის სუნთქვა. /
პლატოზე შეფენილი
კომუნიზმისფერი კორპუსები –
ტყვიის ზოდები,
მათ შორის მოშრიალე
სამშობლოს ასაკის ჭადრები,
სამშობლოსავით, ტანზე დანით ამოჭრილი წარწერებით,
სამშობლოსავით, ამძვრალი მერქნით და
გაშავებული, დაბზარული სხეულებით,
/ და მე ვიქნები გაჩერება, ამ სიტყვამ თუ თქვა,
ელექტროდაფით,
მე – ავტობუსის გაჩერება – ამ ლექსმა თუ თქვა. /
იქნებიან რვა თვის ორსული
მოწყალების მთხოვნელები,
კაცს გული ჩაგწყდება, თავს კი უნებურად აწევ:
შენ არ გიწევს სხვებისთვის პეშვის გაშვერა,
მაგრამ მერე თავიც ჩაგწყდება,
რადგან გახსენდება ზღარბის ეკლებმოსხმული სიტყვა:
ჯ ე რ ჯ ე რ ო ბ ი თ!
/ შუადღის ხვატი ჭრელ ბილბორდებს გადაახუნებს, /
ივლიან ყვითელი ავტობუსები,
იმპორტული მანქანები საჭეთან ნაშებით,
საჭესთან ნაშებისმაძიებლებით,
გამლღვალ ასფალტზე ჩემი ნაფეხურები დარჩება,
როგორც ბედისწერა,
გული მექნება დასიებული,
როგორც გლანდები ცარცის გოგონასი,
ჭრილობა ძლიერად ამოისუნთქავს
და მტვერს შემომაყრის,
/ სანამ ზურგიდან გულზე ვიღაც მომიკაკუნებს,
უცხო სახლივით,
როცა ზურგიდან გულზე ფრთხილად მომიკაკუნებს /
და მკითხავს:
– ბექა, ხომ?!
მე თავს დავუქნევ, ის გააგრძელებს:
– მე გიო ლომიძე ვარ, მარშრუტკიდან დაგინახე და ჩამოვედი,
დედაჩემმა მარწყვი გამომიგზავნა, შენი გოგონასთვის უნდა გაგატანო.

ბექა ახალაია. 01.06.2016.

დღიური: მელ.ზ..
"ღმერთო, მასწავლე მოთოკვა ფიქრის,
ანდა წამართვი ფიქრის უნარი."

მელ.ზ. 2016-05-29 22:51:26

დღიური: თთ.
https://www.youtube.com/watch?v=v426d22DjoI
თთ 2016-05-25 13:26:32

დღიური: იზკ.
<3
იზკ 2016-05-24 00:19:46

დღიური: ლუტეცია.
არაყი?
ლუდი
ერთი?
ერთი
ინებეთ
გმადლობთ
ვჯდები კუთხეში
გარეთ წვიმს
გნატრობ.
მუხრან მაჭავარიანი.
ლუტეცია 2016-05-23 20:27:09

დღიური: იზკ.
არ უნდა შეგიყვარდეს კაცი , რომელმაც არ იცის ,რაზე ფიქრობ, როდესაც ჩუმად ხარ და ფანჯრის მიღმა ამინდების ცვლას აკვირდები.
არ უნდა შეგიყვარდეს კაცი , რომლიც ქალურ სისუსტეს არქმევს შენს აკანკალებულ, ჩამწყდარ ხმასა და ცრემლებით სავსე უპეებს.
რომელსაც არასდროს მოუვა აზრად დაითვალოს შენი პულსის სიხშირე , წამში ათასჯერ მის სახელს რომ მარცვლის და შეგიფაროს მხრებქვეშ, შემოდგომის ცივი წვიმებით შეშინებული.
არ უნდა შეგიყვარდეს კაცი, რომელმაც იცის , რის გამო შეუყვარდა ქალი. ასეთები ვერასდროს შეძლებენ გიერთგულონ .
არ უნდა შეგიყვარდეს კაცი, რომელიც მშვიდად მოისმენს შენს ცრემლებით დამხრჩვალ ხმას , შემდეგ გიყვირებს და ფსიქიატრიულისკენ მიგითითებს. ეს მოვლენა უსათუოდ , მიგიყვანს იქ .
არ უნდა გიყვარდეს კაცი, რომელიც სიამოვნებით ისმენს , როგორ გტკივა გული , როგორ უიმედოდ ხარ მარტო და როგორ ელოდები მისი თვალებიდან ამოსულ მზეებს , ასეთები , გამუდმებით შეეცდებიან გტკიოდეთ გული.
არ უნდა გიყვარდეთ კაცი, რომელმაც ხელი ჰკრა შენს განცდებს . ჩათვალეთ , რომ მათ არ შეუძლიათ შესწვდნენ შენს გრძნობებს , მათ არასდროს შეუძლიათ უყვარდეთ უანგაროდ .
არასდროს შეგიყვარდეს კაცი, რომელიც ვერავის შეუყვარდა შენნაირად .
რომელიც შენს გულწრფელ საუბარზე უბრალოდ გაიცინებს და ირონიას გაურევს შენი მისადმი დამოკიდებულებაში . ასეთი კაცი არ არის თავდაჯერებული, ასეთ კაცს , არასდროს ჰყვარებია შენაირად, ასეთი კაცი ვერ ატარებს შენს სიყვარულს. ასეთ კაცი არ არის მზად , იტვირთოს შენი სიყვარულის მძიმე სიმსუბუქე.
არასდროს შეგიყვარდეს კაცი, რომელიც გულგრილად ისმენს შენს თითოეულ სიტყვას. შენი სულიდან დაბადებულ სიტყვებს და დაუჯერებლად მიაჩნია , კილომეტრების გავლა რომ შეგიძლია მის დასანახად .
არასდროს შეგიყვარდეს კაცი , რომელსაც სულაც არ აღელვებს , რომ მისი სიყვარულის გამო, შენ რამდენჯერმე გაწირე სიცოცხლე .
არასდროს შეგიყვარდეს კაცი, რომელიც ვერ შენიშნავს , მის თვალებს, შენში ღმერთად რომ დაიბადა .
არასდროს შეგიყვარდეს კაცი, რომელიც მორწმუნეა და არცერთხელ დაფიქრებულა იმაზე, თუ როგორ ეწამა მაცხოვარი , მხოლოდ იმიტომ რომ უყვარდა , უყვარდა მისნაირები.
ჰომ.
სწორედ ასეთმა კაცებმა აწამეს უფალი .
სწორედ ასეთმა კაცმა აწამა ჩემში დაბადებული ღმერთი.


თათია ნებიერიძე

დღიური: ვანო.გლ.
დანტე ალიგიერი. ახალი ცხოვრება.

კანცონა III

გულიტკივილმა და გულისვე მწარე ობლობამ
იმდენი ცრემლი აღვრევინა ჩემს ბედშავ თვალებს,
რომ ლამის ჩინი დამეშრიტა მდუღარებისგან.
აწ თუკი მინდა გავიქარვო ცოტათი მაინც
ჭმუნვა, რომელიც სიკვდილის ბჭეს მიმწურავს მალე,
სხვა გზას ვერ ვხედავ მე--- უცნობო--- გოდების გარდა.
და როს ვიგონებ, მხოლოდ თქვენთან რომ ვუგალობდი,
სათნო ასულნო, მის სიწმინდეს და სათნოებას,
როდესაც იგი მზეუხვი და დღეგრძელი იყო,--
არც ახლა მინდა სხვას მივმართო, არმედ ისევ
თქვენს ასერიგად ლმობიერ და მოწყალე გულებს---
მინდა მივუთხრა, ვით გაგვშორდა ანაზდეულად
მშვენიერება იგი, რომ ნეტართა სირას შერთვოდა
და ვით დააგდო სიყვარული დაობლებული.



აწ ბეატრიჩეს სული ბრწყინავს ზესკნელის კართან.
იქ, სადაც ნათლით ხარობს წმინდა ანგელოსთ დასი ---
მათთვის, მათ გამო მიგატოვათ, სათნო ასულნო!
არა სიცივემ უთმინარმა წარგვტაცა იგი
და არა სიცხემ, --- ასე მხოლოდ სხვები კვდებიან,
არა!---სიწმინდე იყო მისი წასვლის მიზეზი,
ვისმა უსაზღვრო დიდებამაც ზესკნელს უწია
და განაბრწყინა ზეცის ბჭენი იმგვარის ძალით,
რომ თვით უფალი საუკუნო სასუფეველში
განაცვიფრა და უტკბილესი ნდომა აღუძრა---
თავისთან ეხმო სათნოების უშრეტი წყარო;
და იხმო კიდეც რაკი მისმა მაღალმა ნებამ
ასე ინება: არა ღირსა ვართ ჩვენ მიწიერნი,
ეგზომ სიწმინდეს და დიდებას აქ ვიმარხავდეთ.






შემოიძარცვა მშვენიერი შესამოსელი
ზეგარდმო მადლით შემოსილმა უმანკო სულმა,
და მიაშურა უმშვიდეს და უშფოთველ სადგურს.
მის არმგონებელთ, გულის ნაცვლად ქვა უდევთ მკერდში,
ბიწიერებით შებღალული ბუნება ახლავთ
და უვით ისევ იმ ბიწითვე შესვრილი სული.
იყოს ის თუნდაც მაღლად მხედი---ბრმა და ხენეში
თუკია გულით, ვერ მისწვდება სიწმინდეს მისას
და თუკი ვერ მისწვდა, მას, გულბნელი ვერც დაიტირებს,
რადგან ტირილი, სალმობა და უსასოება,
გლოვა და ზარი, ვაება და მიუსაფრობა
ამ საწუთროში წილად მხოლოდ იმას რგებია,
ვისაც გულისხმით შეუცვნია, აზრით განუხვამს
მისი ყოფნა და განტევება ამა სოფლიდან.



ჰოი, ვითარი მწუხარებით მევსება გული,
ოდეს ვიგონებ იმ ნეტარი ქალწულის სახეს,
ვინც ასე მტკიცედ დამიბეჭდა სულის კლიტენი.
და ხშირად, როცა გონს სიკვდილის მიმართ ვიუნჯებ,
იმგვარის ძალით მომინდება მისი სტუმრობა,
რომ სახეშეშლის ერთინად მეცვლება ფერი.
ხოლო როდესაც უკვე წასულ დღეებს ვიგონებ,
ყოველი მხრიდან სევდა ისე გარემომიცავს
რომ მისგან დახსნის მოწადინეს, არა მაქვს ღონე
თავის დახსნისა და ძლეული პირქვე ვემხობი.
თავგზადაბნეულს, მე კაცთაგან სირცხვილი მდევნის,
მაგრამ სული კი კვლავ ბეატრიჩეს უხმობს ტირილით
და ასე გოდებს: ო, უკვდავო--- შენ მოკვდი---მზეო,
თუმცაღა აქაც მეფინები და გულს მიმშვიდებ



ცრემლი და ოხვრა, მწუხარება და სამძიმილი
ყველგან თანამდევს, სადაც უნდა ვიარებოდე
და სიბრალურით იმსჭვალება ჩემი მჭვრეტელი.
ხოლო მას აქეთ, რაც მარტო და უსაგნოთ დავრჩი,
წუთისოფელი სვეწამხდარი რად გადამექცა---
ვერ აღმოიტყვის კაცის ენა შეუჭირვებლად.
და ამის გამო, სიყვარელო, სათნო ასულნო,
კიდეც რომ მსურდეს, ვერ გეტყოდით, რა ვარ აწ-- ისე
გაუბედურდა ჩემი მწირი წუთისოფელი.
ო, აარ მხოლოდ მან --- უებრომ, არამედ ყველამ
დამაგდო, რათა მარტომ ვზიდო, მარტომ ვათრიო
ამ საწუთროში მარტოსულის კრული სიცოცხლე.
მაგრამ შეისმენს ჩემს ვაებას და არ გამწირვს
მის მაღალი, მოწყალე და მლმობელი სული.



აწ განვედ ჩემგან, ცრემლიანო ჩემო კანცონავ,
წადი და ჰპოვე ის ასულნი და ბანოვანნი,
რომელთ წინაშე, სხვა დროს, შენი პირმოცინარი
უფროსი დები მხოლოდ შვებას თუ მოიტანდნენ.
და შენ, მჭმუნვარე და უსახურ დღეთა ასულო
იქნებ იქ მაინც --- უნუგეშოს ---გცენ ნუგეშინი.

თარგმანი  თამაზ ჩხენკელის
ვანო.გლ 2016-05-20 03:32:04

დღიური: ფუნიქს.
ასეა..
შენ უნდა მოსულიყავი წლების სიმშვიდის მერე
როცა თაფლობის თვე კი არა პერიოდი მაქვს და თითებითაც რომ შეეხო ვერ მოიშორებ ..
ფუნიქს 2016-05-17 22:21:04

დღიური: ფუნიქს.
როგორ გავაგრძელოტ ცხოვრება 40 წლის მერე?
ჩავტვალოთ რომ აამდე არაფერი გავიკეთებია და ოცი წლის ვართ <3


ფუნიქს 2016-05-15 23:11:18

დღიური: მელ.ზ..
...
მელ.ზ. 2016-05-14 03:03:39

დღიური: ნიიც.
შეცდომა რომელიც ბედნიერებას განიჭებს!
ნიიც 2016-05-13 13:38:49

დღიური: ფუნიქს.
Hermann Szabó
J’aimeAfficher plus de réactionsCommenterPartager
DEPUIS LES NOTIFICATIONS

ლედი ენდ ჯენტლმენს!- პრობლემა შეგვექმნა ქალაქში მომრავლდა
საზოგადოებას შეერია, ქუჩებს ,პარკებს და
სასწავლო დაწესებულებს შეესივნენ
წვერიანი ორსულთა კაბაში გამოწყობილი
საშიში და მოხულოგნო ელემენტები,
რომლებიც იწოდებიან მღვდლებად
მათი ცნობა იოლია ,ისინი იცვლიან საზოგადოდ მიღებულ
ჩაცმულობის ყოფაქცევის თუ ჰიგიენის მოთხოვნილებებს,
იზრდიან თმებს, წვერებს ,ფრჩხილებს,დადიან შავებში,
ისინი გამოირჩევიან ხმამაღლა საუბრით და
ერთად შექუჩებით-თავყრილობის დროს ატარებენ
პლაკატებს -გაურკვეველი მოთხოვებით,
ძირითადად დროის და ადგილის შეუსაბამოს.
მათი ზიზღი ქალებისადმი და ბავშვებისადმი
განსაკუთრებით ავადმყოფი მოსახლეობისადმი
უმართავი ხდება- დადიან ხის ან რკინის უფორმო
ათსანტომენტრიანი ჯვრის ფორმა მიღებული ჯოხებით
და ხმარობენ მოსაქნევად. წყევლიან და ხატზე გადასცემენ მშვიდობიან მოქალაქეებს ,რის მერეც მათი გადაადგილება საშიში ხდება. სახემწიფო ხაზინისგან გააქვთ თანხები და იტაცებენ მიწებს .
მათი მოთხოვილების თანახმად ყველა უნდა გახდეს
მათი მსგავსი და ჩაიცვას ტომრის ფორმის გადასაფარებელი,
ამასთანავე იყიდოს ჯიპი და იაროს წესების დაცვის გარეშე,
ისინი ძალიან საშიში არიან საზოგადოებისთვის
და გაფრთხილებთ მოერიდოთ,დაემალოთ ან პირისპირ შეყრის
შემთხვევაში აიფაროთ ცხვირსახოცი -ქაღალდის დაშვებულია .
-ეს ერთადერთი საშულებაა,
რომ თავი დავიცვათ მღვდელოფობიისგან და მათი
დაგეგმილი გაქრობა არ შევაფერხოთ-რომელსაც დრო უჩვენოდ გააკეთებს.
მშვიდობიანი წინსვლა -ქუჩაში გამოსული და
მომრავლებული შავი ელემეტებისგან თავდასაცავად ცხირსახოცით ,
მარაოთი ან მსგავსი ნივთებით
"წერე სიმართლე და არაფერი სიმართლეზე მეტი"
სენაკელი ფემინისტი
ფუნიქს 2016-05-12 21:36:11

დღიური: ლუტეცია.
მახსოვს,
ერთხელ ვიყავი ცოცხალი,
მზის გულზე ვიდექი ხელებგაშლილი და ცას ვუყურებდი.
შენ იყავი ცა.


მახსოვს,
ერთხელ ვიყავი ბედნიერი,
მინდორში ვიწექი და ჭორფლებივით ვითვლიდი
ცას მოწყვეტილ ვარსკვლავებს.
ყველა ვარსკკვლავი შენ იყავი.


მახსოვს,
ერთხელ ვიყავი მშვიდი,
ზღვის პირას მეძინა და უდაბნოს ვხედავდი სიზმრად,
არ მეშინოდა,
რადგან შენ იყავი უდაბნოს მზე.


მახსოვს,
ერთხელ ლამაზიც კი ვიყავი,
ქუჩაში მივდიოდი და ყველა მე მიყურებდა,
ქუჩაში მივდიოდი და ჩემს მხრებთან ჩერდებოდა ქარი,
ქუჩაში მივდიოდი და ხეები წყვეტდნენ სუნთქვას,
ისე მიყვარდი.


ახლა შენ ნისლი ხარ,
ნისლი, რომელიც ჩუმად ირწევა ქალაქის თავზე,
და როცა თვითმფრინავი მიწისკენ იწევს,
მოდის,
მუხლებზე მეხვევა,
წელზე მეხვევა,
მკლავებს მხრებზე მაწყობს,
ფრთხილად ეხება ჩემს გახსნილ ტუჩებს და მეუბნება:
„აქ ვარ,
შენთან ვარ,
არ წახვიდე.“


მახსოვს,
ერთხელ ვიყავი ცოცხალი,
მაგრამ ეს ერთხელ,
სულ ერთხელ,
დიდი ხნის წინ იყო.
 
სალომე ბენიძე.
ლუტეცია 2016-05-12 01:51:41

80 ლარი

დღიური: ვანო.გლ.
კარგი ლიტერატურის ეკრანიზაცია იშვიათადაა წარმატებული..არც ჰამსუნის გამონაკლისი.. ინტერესისთვის ვნახე ''მისტერიების,'' ''პანის'' და ''ვიქტორიას'' ეკრანიზაციები..არაფერი განსაკუთრებული... აი, ''მეოცნებეს'' ეკრანიზაცია ''ტელეგრაფისტი'' კი მომეწონა.
https://my-hit.org/film/44159/
ლიტერატურის პირველწყაროს დეტალებში საგრძნობად სცილდება მაგრამ ჰამსუნის სული ნამდვილად შენარჩუნებულია.
ვანო.გლ 2016-05-10 02:31:11

...
თიო 2016-05-09 19:10:57

დღიური: თიო.
"გადაუარა ბალახმა
საფლავს, სიცოცხლის წერტილს...
შენ ჩემთვის როგორ არა ხარ,
მე აღარა ვარ შენთვის."
თიო 2016-05-09 18:41:55

იმდენად მინდოდა, დარჩენილიყავი,
ვერასდროს გეტყოდი, არ წახვიდე-მეთქი.

დღიური: ლ.ბ.


* * *
ჩვენ სამყაროში ღმერთი შენ იქნებოდი მე კი ის ათეისტი , რომელსაც ყველაზე ძლიერ ეყვარებოდა ეკლესიაში სიარული. . .
ლ.ბ 2016-05-06 20:18:36

დღიური: ფუნიქს.
იმ დღეს
ჯერ სენ მოკვდი და მერე მე
არა ჯერ მე და მერე შენ -უფრო სწორედ ერთად
მანადე კი გავარეთ ყველა უნიკალური ფორმა
მიქელანჯელოდან დაწყებული დღემდე
რომ მე ლაზი ქალი ვარ მედეა
სხეულიტ გავდივარ წელიდწადის ყველა დროს
და სენ კი კაცი რომელსაც ყველაფერი აქვს
რომ მე მინდოდეს
ფუნიქს 2016-05-05 18:18:07

დღიური: რენუარი.

რენუარ, შემოვიხედე თქვენს დღიურში დამხვდა ეს "კაზუსი"... საქმე იმაშია, რომ რეციდივისტი არასოდეს უბრუნდება დანაშაულის ადგილს.
ნეფერტარი 2016-05-04 22:24:22

დღიური: ჭა.
მე აქ ვიყავი.
ფლე-ში 2016-05-03 00:52:13

ჩემო ფერადო გოგო

"მე ვიქნები შენთან ყველა ბრძოლაში"

გამოგ(ვ)ივა!


დღიური: jonatan livingstoni.
ქრისტე აღსდგა.

ძალიან, ძალიან მიყვარხარ

დღიური: ჯივზ.
რა არის კი არა ვინ არის, ვუსტერის გენიალური კამერდინერი. პფ
ჯივზ 2016-04-29 05:43:55

დღიური: ფუნიქს.
დავფიქრდი და არ არის დამოკიდებული შენზე ჩემი ამინდები
ისინნი ცასავით არეულია და ღრუბლებივით მიყვება დღეს
ფუნიქს 2016-04-26 01:14:39

დღიური: ჯივზ.
ჯივზ რა არის?
სერგეი 2016-04-25 23:40:24

დღიური: აჰანუ.
უძილობა.ალცჰაიმერი.მომავალი
აჰანუ 2016-04-25 07:08:47


1 2 3 ... 24 25 26 ... 1398 1399 1400