კომენტარები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!
ჰო, ძალიან იმოქმედა ჩემზე. თავიდანვე შემხვდა ინფორმაცია, რომ ეძებდნენ და მაგრად ვგულშემატკივრობდი პოვნას. სამწუხაროა, რომ დაიღუპა და ასეთ ადამიანს გაზრდა და დიდ ხანს სიცოცხლე.არ.დასცალდა

"მნათე", ავტორი: ელადა
კარგია კარგი.  აგერ  მყავს ახლობელი მათე ,
მთლად ბავშვი არა, მაგრამ წავაკითხებ, ლექსი  მათეზე  გაუხარდება.
მუხა. 2026-06-30 00:29:32

საინტერესო და  ღრმა  შინაარსის  ლექსია, ვერაფერს დაუწუნებ მე როგორც  რიგით მკითხველს,  მაგრამ  სათაურს შეცვლიდი * ეს ჩემი სუბიექტური აზრია)

დილოგი-  როგორც  ცნება    ვერბალურია, ანუ ხმიანი.
უხმო  დიალოგი  ანუ  არაველბალური დიალოგი  არ არსებობს (ფანტაზიაში კი)  არადა ლექსი  სიღრმისეულად  ნამდვილად    შესაფასებელია  უმაღლეს დონეზე.
მუხა. 2026-06-30 00:26:15

ძნელი სათარგმნია ვიცნობ ამ ავტორის ლექსსს    დედანში მაქვს წაკითხული. ეს ავტორია  რო ამბობს
"მე ჩემი სულის კაპიტანი ვარ" , რა კარგად      შეამჩნიეთ  სისხლმდენი  თავი არ დამიხრიაო , არ ვიცი რისგან მაგრამ ფეხები  მგონი მიკვეთილი ჰქონდა.
მუხა. 2026-06-30 00:02:07

ბატონო ირაკლი
ეს ლექსი      ინტერნეტში  მოგისმინეთ, ძალიან სევდიან-ტკივილიანი , ემოციური  შეგრძნებებით  იყო სავსე.
მუხა. 2026-06-29 23:32:18

მუხა, მადლობა! რითმის ნაწილს ვეთანხმები. ამ თარგმანში შეგნებულად ნერუდას აზრის მაქსიმალურად შენარჩუნება ვცადე, ამიტომ რითმა მეორე პლანზე გადავიდა. ისე, დიდად გამოკვეთილი რითმა არც ორიგინალშია, უბრალოდ არის საკმაოდ ჟღერადი და მელოდიური, რაც ნერუდას პოეზიაში ესპანური ენის ბუნებრივი ჟღერადობიდან მოდის ხოლმე, მაგიტომაც არის რთული მისი თარგმნა, ქართულში იგივე ჟღერადობის და იგივე შინაარსის ერთდროულად გადმოტანა ზოგჯერ პრაქტიკულად შეუძლებელია…

5
ელადა. 2026-06-29 11:36:20

კარგია,როგორც ყოველთვის
ელადა. 2026-06-29 11:34:59

ქალური თავისუფლების ჩირაღდანი
ელადა. 2026-06-29 11:33:11

მადლობა, მეგობრებო!
ისე, დამეთანხმებით ალბათ, რომ ეს ის გამონაკლისი შემთხვევაა, როცა 8 წლის ადამიანზე ნათქვამი "ბავშვი" და "ბიჭი" ყურს ცუდად ხვდება, იმდენად დიდკაცურია მისი საქციელი ????

კარგია.
მუხა. 2026-06-29 01:05:09

ყოჩაღ  ძარნაძე.
მუხა. 2026-06-29 00:58:17

კარგია.
მუხა. 2026-06-29 00:51:43

კარგი თარგმანია,
ცოტა რითმა აკლია  ეს( ჩემი სუბიექტურობაა)  ისე  ზუსტად
  პაბლო  ნერუდას 
სიტყვებია  და აზრი ამ ფრაზაში
"მიყვარხარ, როგორც რაღაც შავბნელი,
ფარულად,
საიდუმლოდ მათ ლანდსა და სულს შორის."
მუხა. 2026-06-29 00:19:43

მაგარ ბიჭს კიდევ ბევრი მიეძღვნება.
5.

მუხა საყვარელო, აქ მომავალი თვის დასაწყისამდე ლიმიტი ამოწურული მაქვს.
შენთვის დაწერილი კომენტარიც შევმატე და საბოლოოდ,  სხვაგან, ყველგან ასეთი სახით დავდე:

აბა , მოვიდა გუშინდელი დღიური ლექსად.  ჩვენ სხვებზე ადრე ჩამოვედით, ჯერ სანდიეგოში ვართ, მექსიკის საზღვართან  ახლოს და დანარჩენ მისიონერებს ველოდებით, რომ ავტობუსით  მათთან ერთად წავიდეთ.
  გუშინ  ,,მიდვეის” ავიამზიდი - გემ-მუზეუმი დავათვალიერეთ, შოკში ვარ!

#ლექსები

ავტორისაგან:

სან დიეგოს სიმბოლოა იმ  უცნობილესი ფოტოს  უზარმაზარი ქანდაკება, თეთრებში ჩაცმულ ქალს  მუქ ფორმაში  ჩაცმული, ომიდან გამარჯვებით დაბრუნებული მეზღვაური რომ ეხუტება და კოცნის. ყველა იღებს სურათს  იმ ქანდაკებასთან, სწორედ ამ ავიამზიცის წინ დგას.
ანალოგიური ქანდაკება ნიუ იორკში, ტაიმ სკვერზეც არისო, მაგრამ სიმბოლოდ იქ არ ქცეულა. ნოუ იორკს სხვა  სიმბოლოები აქვს.
ლექსის მთავარი  კონცეპტი- სახე- მეტაფორა, კომპოზიციურად შემკრავი სინტაგმა ,კარტოფილის ყვავილობა” ასე დამებადა:

მეზღვაურების ძირითადი, ყოველდღიური საჭმელი სხვადასხვაგვარად მომზადებული კარტოფილია -  მაწიერია, ტრანსპორტირების საგანგებო პირობები დიდად არ სჭირდება, გემრიელია და ა. შ.
კარტოფილს აქვს ულამაზესი, თეთრი, იმ ქალის კაბასავით ოდნავ ფრიალა, ყვითელგულა ყვავილები. ყვითლებიანი კაცი (გემზე სხვადასხვა ფერის ჩაცმულობას - სხვადასხვა დატვირთვა აქვს . ასეა ამ ლექსშიც . მაგ. ხელთათმნის შავი- ხიფათის, ფატალურობის სიმბოლოა) აგზავნის ბომდამშენებს, ინგლისურად უთვლის ,,ვან ფოთეითო, თუ ფოთეითოზ, ს/თ რიი!
მე ვთარგმნე ქართულად და წამზომოთ დავრწმუნდი, რომ იმავე დროში ვეტევი.
ლექსის ძირითად  კონცეპტ- სახე- სიმბოლოში ეს სამი კარტოფილი გაერთიანდა:  -
1. კარტოფილი - მეზღვაურის მუდმივი სარჩო და
2. კარტოფილი - გზა ომისაკენ, სიკვდილ- სიცოცხლისაკენ,
3.  კარტოფილი - ომიდან დაბრუნებული,  თეთრკაბიან შეყვარებულთან ჩახუტებული,  ბედნიერად მოყვავილე მეზღვაური.
  ამ  თავისუფალ ლექსში ორი რიტმული იმპულსი ეჯახება და ერწყმის ერთმანეთს
ომის რეფრენი  ყოველი დანომრილი ქვეთავის დასაწყისში და მშვიდი, მშვიდობის ხმა, რომელიც ოცნებამდე მაღლდება.
ფინალი -  სამწუხაროდ, ისევ ომია….

ნინო დარბაისელი

კარტოფილის ყვავილები

ერთი  კარტოფილი,
ორი  კარტოფილი,
სამი!-
ყვითლებში  - კაცია შავხელთათმანება.
რაცია - შემდეგი!….

შედეგი?!-
ზედ  გულზე შემდექი!
მტერს გაანადგურებ,
აქ დაისადგურებ.
სამხედრო გემბანი,
ყრუ დარიგებანი,
-ღმერთო, რა დიდია!
- ავიამზიდია.

მე კი მეგონა,  მეზღვაურები  ქვეყნად იმისათვის არსებობებენ, 
რომ ზღვას უხდება შორეული,
თეთრი გემები.
ხოლო გემები - ადამიანებს,
მეზღვაურებს  აუცილებლად საჭიროებენ,
საჭიროებენ,
შესაკრავ ღილებს  -
გაწკრიალებულ უნიფორმაზე.


2.
ერთი - კარტოფილი,
ორი - კარტოფილი,
სამი!…
მე კი მეგონა,
რომ ეს იყო მეზღვაურობა -
სადმე,
ბაქანზე ან ბულვარში გამოწკეპილად სეირნობა,
რანგით უფროსთა დანახვაზე  - მისალმება მეზღვაურული.
ხოლო ქალწულებს ოქროსთმიანებს, 
ნიავში  თეთრად მოშრიალეებს
კარტოფილის  ყვითელგულა ყვავილებივით,
მუდმივად უნდა ეცილებინათ ნაპირებიდან
ეს კაცები  ხელის დაქნევით,
უნდა ელოდათ  უსასრულოდ
და ჩამოსულებს  -
შეხტომით და ჩახუტებით შეგებებოდნენ…
როგორც ამ  ცნობილ ფოტოზეა!

3.
ერთი კარტოფილი,
ორი  კარტოფილი,
სამი!
რა სასტიკია და შეუვალი ეს ყველაფერი,
ეს რა ყოფილა მეზღვაურობა
ან გემი თურმე!
მართლა ნაპირთან მოქანავე,
კარტოფილის
თეთრი ყვავილი კი არ არის,
ამ ზღვისნაპირა,
ამ  დიდ ქალაქში -  ეს არის მთელი დიდი ქალაქი,
სახელმწიფოში  - სახელმწიფო,
მითუმეტეს თუა სამხედრო,
და მით უმეტეს - თვითმფრინავთა გადამზიდველი.
ბრძოლაში მიჰყავს ოთხმოცამდე ვეტმფრენი ერთად!

4.
ერთი კარტოფილი,
ორი  კარტოფილი,
სამი!
ო, რახანია, დატოვეს გემი მეზღვაურებმა,
სამხედროები -  გადარჩენილნი -  ჰოსპიტალებში შემორჩენილი ვეტერანები არიან ალბათ,
ვინც ვერ გადარჩა, სახელი მისი  სამარადისოდ ამ ოქროსფერ დაფაზე დარჩა.
ჩაბარდა  უკვე ავტომატური ღილაკის თხრობას ის დისციპლინა,
საყოველთაოდ
ნორმატიული მოზომილობა:
გაუქმებული საწოლები -
რკინის რიგები -
დაბალი, მრავალსართულიანი;
საშხაპენი და სამრეცხაონი,
სამკერვალო და სამზარეულო,
სასადილოთა  ხორცისა და ბოსტნეულის,
სხვა პროდუქტების  ცალკე მაცივარი-ოთახები უზარმაზარი.
სამედიცინო დეპარტამენტი,
საამქროები,
ამხელა ძრავა -
ამ ძრავაში მე და შენ ერთად,
შენ -  სულ იცვლები ასეთ მომენტში,
შენ ახლა  მართლა გავროში ხარ,
უზარმაზარი ცხოველის  გულში მოხეტიალე,
მე  კი გავროშის მოიმედე,
და  ხელის მჭიდროდ ჩამჭიდებელი  ობოლი ვინმე,
ციხეც კი, ციხის გისოსები,
ეს - დამთრგუნავი
ინდუსტრია უზარმაზარი!

5.
ერთი კარტოფილი,
ორი  კარტოფილი,
სამი!
ხელს გაგიშვებ და  ჩემს არსებაში ვიღაც ხმიანობს:
მე აქ რა მინდა,
აქ - არაფერი - მე -  არ მგულისხმობს,
და საერთოდაც,
არაფერია დარჩენილი დედამიწაზე,
გაუქმებულ სამხედრო  გემზე  უქალო და
გემზე უფრო მასკულინური.
(ეს- დღევანდელი ტურისტები - არ ითვლებიან!)
რატომ ვუცქერი დაჟინებით უკვე გემის სპეციპიკურ სუნს შეჩვეული
ამ რკინის პეპლებს,
მე აქ რა მინდა!
პეპლის საჭერით, მინდვრად პეპლებს უნდა დავდევდე
და უნდა მეცვას სულ ყვავილებით  მოჩითული  ფუშფუშა კაბა.
შენ რამ დაგძაბა, აბა, ეკლები?
შენ არ გინახავს  კარტოფილის ოქროსგულა,  თეთრი ყვავილი?
ამ თვითმფრინავის ბლანტ შუშაში
მე ვირეკლები.

ერთი კარტოფილი,
ორი კარტოფილი,
სამი!

- - - -

* ერთი კარტოფილი,
ორი  კარტოფილი,
სამი! -  თვლაა  საგანგებოდ, ყვითლებში ჩაცმული სამხედრო პირის მიერ. ძრავაჩართულმა თვითმფრინავმა  ამ დროში უნდა დატოვოს გემბანი,  თუ ვინმე  გაიტანა-გაიტანა,  არ უნდა შეჩერდეს! ეს - მისი პრობლემა არაა!


მუხა საყვარელო. სან დიეგოს სიმბოლოა იმ  უცნობილესი ფოტოს  უზარმაზარი ქანდაკება, თეთრებში ჩაცმულ ქალს  მუქ ფორმაში  ჩაცმული, ომიდან გამარჯვებით დაბრუნებული მეზღვაური რომ ეხუტება და კოცნის . ყველა იღებს სურათს  იმ ქანდაკებასთან, სწორედ ამ ავიამზიცის წინ დგას.
ანალოგიური ქანდაკება ნიუ იორკდი, ტაიმ სკვერზეც არისო, მაგრამ სიმბოლოდ იქ არ ქცეულა. ნოუ იორკს სხვა  სიმბოლოები აქვს. 
ლექსის მთავარი სახე- მეტაფორა, კომპოზიციურად შემკრავი სინტაგმა ,კარტოფილის ყვავილობა” ასე დამებადა

მეზღვაურების ძირითადი , ყოველდღიური საჭმელი სხვადასხვაგვარად მომზადებული კარტოფილია მაწიერია, ტრანსპორტირების საგანგებო პირობები დიდად არ სჭირდება, გემრიელია და აშ.
კარტოფილს აქვს ულამაზესი, თეთრი, იმ ქალის კაბასავით ოდნავ ფრიალა, ყვითელგულა ყვავილები. ყვითლებიანი კაცი ( გემზე სხვადასხვა ფერის ჩაცმულობას - სხვადასხვა დატვირთვა აქვს) აგზავნის ბომდამშენებს, ინგლისურად უთვლის ,, ვან ფოთეითო, თუ ფოთეითოზ, ს/თ რიი!
მე ვთარგმნე ქართულად და წამზომოთ დავრწმუნდი, რომ იმავე დროში ვეტევი.
ეს სამი კარტოფილი გაერთიანდა  -
კარტოფილი - მეზღვაურის მუდმივი სარჩო და კარტოფილი - გზა ომისაკენ, სიკვდილ- სიცოცხლისაკენ, ომიდან დაბრუნებული, შეყვარებულთან ჩახუტებული,  ბედნიერად მოყვავილე მეზღვაური.
ამ თავისუფალ ლექსში ორი რიტმული იმპულსი ეჯახება და ერწყმის ერთმანეთს
ომის რეფრენი  ყოველი დანომრილი ქვეთავის დასაწყისში და მშვიდი, მშვიდობის ხმა, რომელიც ოცნებამდე მაღლდება.


ხიზირი  კაცური  ბავშვი. პატარა გმირი.
მუხა. 2026-06-26 23:14:07

უკეთესად  შეიძლებოდა.
მუხა. 2026-06-26 23:10:57

საინტერესო პუბლიცისტიკაა,
ძალიანი  მომეწონა.
მუხა. 2026-06-26 22:45:45

გუშინ  ,, მიდვესტის” სამხედრო გემ-მუზეუმი დავათვალიერეთ, შოკში ვარ

მეც სიამოვნებით  დავათვალიერებდი, მაგრამ ისე კარგად
იპოეზიე , თითქოს მეც შენთან ერთად ვიყავი,
ისე არასოდეს არ მინახია კარტოფილის ყვავილები.
მუხა. 2026-06-26 22:18:14

მადლობა გენაცვალე, უნიჭიერესო, ასეთი შეფასებისთვის! ნიჭიერი ავტორისგან ძალიან დასაფასებელია ასეთი შეფასება! „ბოლომდე ართქმა!..“ <3
უღრმესი მადლობა!

მუხა საყვარელო, ფოტოები ფეისბუქის გვერდზე მიდევს.

https://www.facebook.com/share/18vS5Hy9CY/?mibextid=wwXIfr

თეთრი ბინდი როგორი გამორჩეული სახეა, რომ ვერ დაარქმევ სახელს, მაგრამ არ დაგავიწყდება.

ღმერთმა გაგვაძლებინოს...

ძალიან მესიამოვნა შენი ნახვა, ძველები მიყვარს, ღმერთმა სიცოცხლე მოგანდომოს, იქით კი უკეთესად ვიქნებით, მჯერა, რთულია ცხოვრება, მაგრამ რას ვიზამთ. როგორც ყოველთვის, ორიგინალური ხელწერაა.

შევეცადე გადმომეცა რაც გავიაზრე

ძალიან, ძალიან მომეწონა.
მუხა. 2026-06-25 15:39:46

სწორად უთქვამს, სამწუხაროდ...
ელენა0101. 2026-06-25 12:11:02

კარგი, პოზიტიური ლექსი.

  გამოცანა:  იცის და არ იცის ადამიანმა რა არის? სიკვდილი!
იცის რო მოკვდება, მაგრამ არ იცის  როდის , ამიტომ
ნუ ვეპატიჟებით,

ნუ გეშინია სიკვდილის,
მშვენებად გქონდეს კაცობა...  რა მშვენიერი ფრაზაა


მუხა. 2026-06-24 23:16:10


1 2 3 4 5 ... 2298 2299 2300