კომენტარები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!
საინტერესოდ და ხოშიანად ყვები,  მოთხრობის ინგლისურად თარგმნა
რას იტყვით  გამომივა?
გამოგივა  და  იცი როგორ გამოგივა,  საინტერესოდ და  ძალიან  უუმაღლესად!
მუხა. 2026-09-24 01:25:27

მუხა. 2026-09-24 01:06:50

ამბობენ  მუზას სტუმრობა უყვარსო, თუ არ უმასპინძლე  გაიპარებაო და აჰა  კარგი, ძალიან კარგი მასპინძლობა გამოგივიდა.

მუხა. 2026-09-24 01:05:50

ბრძენი  (მიქაელი)
მუხა. 2026-09-24 00:40:42

რასაც იფიქრებ და ფურცელზე გადმოტანსაშველია უკვე
მუხა. 2026-09-24 00:32:16

გული არ გიღალატებს ბოლომდე.
მუხა. 2026-09-24 00:27:16

რამდენად ბევრი მოღალატე ჩვენ აქ გვყოლია,

ესაა ჩვენი უბედურება.
მუხა. 2026-09-24 00:22:07

ჰო!

რა უცნაური ტექსტია.

აუცილებლად!
როლანო. 2026-09-21 14:01:11

"* * *", ავტორი: ბენ-ჰური
მომეწონა +2
ანაბელი25. 2026-09-21 13:56:14

ოქტომბერი მოვა?
+2
ანაბელი25. 2026-09-21 13:54:12

+2 კარგია
ანაბელი25. 2026-09-21 13:53:19

მუზა შენთანაა, მუზა რომ არ მოსულიყო ამას ვერ დაწერდი!
+5
როლანო. 2026-09-20 16:38:44

#ლექსები

ნინო დარბაისელი

პაატა ნაცვლიშვილზე ნატირალი

გულგასიებულზე ხმა-ღა ამიხავდა,
სათქმელი რაღა  შემჭამს მეტი,  რო,
თქვენ  მანდ ერთმანეთი მაინცა გყავთ და
მე რა ვქნა, ვის გამოვეტირო?!

დღეს იტყვის მრავალი,  თავზე მყვებოდაო,
ერთი - იმათ შორის  ხომ მეცა ვარ,
დამპირდა,  ჩემს ტომებს განახებო, დაო,
აქედან - სანახავად - როგორ მომეცალა!

რა ვქნა,  აღარ  ვიცი!  ნეტა გაეტანე,
ტროტუარზე მიმავალი  - რაიმეს,
ანდა ყოფილიყავ  ადვილად  სადანე, 
როგორ გაგვიწვალდი, ვაი, მე!

თან ახლოვ - თან აღმძვრელო  უცხო რიდის,
სიტყვა შენსაფერი -  მე ვერ გამომიდის!

თქვენ მანდ ერთმანეთი მაინც გყავთ და მე - აქ - ვის შევტირო!


პაატა ნაცვლიშვილი ძალიან განიცდიდა, რომ ყველა ჩვენგანის საყვარელი მისი ვრცელი წერილის  ვერსიები არასწორად იყო გავრცელებული ინტერნეტით.
  ჩემი შეგულიანებით,  ახლიდან აკრეფილი მისი ავთენტური ვერსია,  გამომხატველი ავტორის ნებისა,  დევს აგორაზე.
    არამც და არამც არ ვამტყუნებ იმ ადამიანებს, ვინც  საკუთარ მეხსიერებას მიენდნენ, აკრიფეს და ინტერნეტ- სიცოცხლე მიანიჭეს ჩვენი ახალგაზრდობის თანამდევ იმ ქმნილებას, შემდეგ კი გამზიარებლებმა ცვალეს და ცვალეს,  რის შედეგადაც შეიქმნა თავისებური , მოკლე ინტერნეტ- ფოლკლორული ვერსია,
პირიქით, მადლობა ეკუთვნით ამისათვის!
…მაგრამ გთხოვთ,  საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოთ  ნამდვილი ტექსტი  და პატივი ასე მივაგოთ  პაატა ნაცვლიშვილის  ხსოვნას.
გადმოვიტან აქ.
მექნება ტექსტი მალე.

აი, ესაა, მადლობა ქ- ნ ირმა ელერდაშვილს მოძებნისათვის

#ქართული_პოეზია_დღეს
#პაატა_ნაცვლიშვილთან
პაატა ნაცვლიშვილი

წ ე რ ი ლ ი

ახლა ღამეა და ვარსკვლავები ზეცას ჭორფლივით აყრია შუბლზე...
მე მაგიდასთან ვზივარ, ძვირფასო, და ჩემ წინ სუფთა ქაღალდებს ვუმზერ.  აწმყო, წარსული და მომავალი დამდგარან ჩემი ფიქრების ზღურბლზე.
ძალიან მშვიდ და იდუმალ ღამეს ჩასძინებია ატმის მკლავებზე...  თავში ტრიალებს ათასი კითხვა და ყველა თავის პასუხს დაეძებს.

არ შემხვედრიხარ, არ მინახიხარ, ალბათ, იქნება ათასი წელი.  ათასი წელი იქნება ცოტაა, ან იქნებ არის ძალიან ბევრი.  მე ახლა მხოლოდ სიზმარში მახსოვს შენი უძირო თვალების ფერი.

ეს ყველაფერი ადრე დაიწყო, ადრე, ძალიან, ძალიან ადრე,  როცა თებერვლის მსუსხავი ქარი ეხეთქებოდა გათოშილ ჭადრებს,  როს ცხოვრებიდან შენ ჭრიდი დღეებს, როგორც ცენზორი ფილმიდან ჭრიდეს ყველაზე უფრო უწმაწურ კადრებს.
იმდენად ახლოს მოვედი შენთან, რომ უსასრულოდ აღმოვჩნდი შორი,  მერე ვიღაცამ შეთხზა რაღაცა, შენც კარგად იცი, მე რომ არ გითხრა, როგორ ვრცელდება თბილისში ჭორი!

გახსოვს? – ცისფერი ხეობის გასწვრივ მზერა შველივით მორბოდა შენკენ და მოწმენდილი ივნისის ზეცა ირეკლებოდა მდინარის ფსკერზე...
...ქუჩაში იყო იმდენი ხალხი, მეჩვენებოდა, რომ იმ საღამოს სადღაც გარბოდა დამფრთხალი ქუჩა... ჩვენ მივდიოდით. მე შევაგებე აბაზიანი ქუჩის კუთხეში მათხოვრის მუჭას.
გახსოვს? – ოთახში იმ გაზაფხულზე ძალიან წითლად ჰყვაოდა ბალბა, შენ დაიღალე იმ ბალბის ცქერით, შენ საერთოდაც გადაიღალე, გადაიღალე და გამეცალე, მე კი სულ შენთან ვიქნები, ალბათ...

შენ გიხაროდა შენი არსება... შენ ის გეგონა შენი ერთგული, ვინც მოგიტანდა თავის სიყვარულს მარტში მანეთად ნაყიდ იებად. (კი, ზღვაც ამაყობს თავის ხმაურით, მაგრამ, იცოდე, ზღვა სხვა არის და ზღვას ყველაფერი ეპატიება.)
ჩემი ფიქრები უბრალო გოგოს რაღაც უცნაურ შუქით გმოსავდნენ და მაღონებდა ძალიან ხშირად, რაც არ ვიცოდი მე შენს შესახებ, რაც შენ აკეთე ჩემთან მოსვლამდე.

რატომ გეგონა, რომ მე სათქმელი დაგიგვიანე?! შენ ვერ მიმიხვდი, ჩემი სათქმელი ადრევე გითხარ და ვერ ამჩნევდი, რომ მე შენგან ველოდი პასუხს, რომ მე ქცეული ვიყავი კითხვად...  მე სიყვარული ვიცი, რაც არის, ძალიან კარგად ვიცი, რაც არის, მაგრამ არ ვიცი შენ როგორ გითხრა!  და თუ ქამანდი გამოვდე სიტყვას, მოვალ და უცებ ყველაფერს გეტყვი! არა! არ არის ის სიყვარული, რასაც საერთოდ მას უწოდებენ, ის არის ბევრად იმაზე მეტი!..

მე ვარ მდინარე.
ყველა მდინარე მუდამ მეორე მდინარეს ეძებს. მეორეს ეძებს, რომ შეუერთდეს და მერე ერთად გავიდნენ ზღვებზე. არ შეიძლება, არ შეიძლება, მთელი სიცოცხლე გეძინოს მარტოს, ამიტომ მუდამ ვიღაცას ეძებ და ეს ძიება გტანჯავს და გართობს.

ძალიან დიდი მაქვს სიყვარული და მოთმინება მაქვს უფრო დიდი. დღეს ჩემი აწმყო არის წარსული, რომელიც ლამაზად ინიღბავს თავს და რომელიც სადღაც უჩემოდ მიდის.  მე გადმოვედი იმ ბილიკიდან და ახლა სულ სხვა ბილიკზე ვდგები. დღეს ჩვენი გზები ისე გაიყო, ვით ნატახტართან იყოფა გზები...
მე კარგად ვიცი, ვიცი თუ ვხვდები, რომ შენ აღარსად არ მელოდები. ალბათ, ეს არის იმის მიზეზი, რომ უმიზეზოდ ხშირად ვღონდები... განმეორდება ეს ყველაფერი, მხოლოდ ჩვენ აღარ განვმეორდებით.
შენ გაფრინდები, შენ დამშორდები, ახლაც შენ ჩემთვის არა გცალია. გთხოვ, მაპატიო, რომ მე მიყვარდი და რომ მიყვარხარ ახლაც ძალიან!

ალბათ სჯობია, ნანატრი ბაღი კაცმა იხილო მხოლოდ გარედან და გულგრილობა, შენი თუ სხვისი ავი ძაღლივით ებას კარებთან.  ღობის გარედან ჰკრეფდე ნაყოფებს და დასახევი გზა გქონდეს უკან, ანდა ზევიდან ჭვრეტდე ყველაფერს, ვით მაგიდაზე გადაშლილ რუკას.  სჯობია, კაცმა ნანატრი ბაღი მუდამ იხილო მხოლოდ გარედან და საკუთარი ცივი გონება ერთგულ ძაღლივით გებას კარებთან;  მაგრამ პირველად როცა შევედი, მე ვერ ვხვდებოდი ამ სიბრძნეს მაშინ. მე არც დღესა მაქვს ცივი გონება და კვლავ თამამად შევდივარ ბაღში.

გვირილებს ვკრეფდი იმ დღეს ფერდობზე, უცებ გაწვიმდა და დაიქუხა, სადღაცა მუხას დაეცა მეხი. შეშინებული გამოვიქეცი და, მე რომ უნდა მომეძღვნა შენთვის, იმ ყვავილს ალბათ დავადგი ფეხი!..

მორჩა! დაეშვა სცენაზე ფარდა, თოვლმა წაშალა სუყველა კვალი... მინდა, გავიგო, ხვალ რა იქნება, ახლა ვმკითხაობ: ნეტავ, რას ნიშნავს გულის ბიჭი და აგურის ქალი?
პასუხისათვის ნუ გაირჯები, მე არაფერი მიკითხავს შენთვის. ალბათ, არსებობს ისეთი რაღაც, საკუთარ თავსაც ვერასდროს ეტყვი.  ყველა პასუხი, ბოლოს და ბოლოს, უნდა ისევე გადიქცეს კითხვად... მე დავიღალე ამდენი ძებნით და ძლივს ვიპოვნე საჭირო სიტყვა!

ასეა, თურმე, თუ რამ გაწუხებს, როცა იქნება, უნდა დაჯდე და ვინმეს ყველაზე ძვირფასს მისწერო...
არა! შეცდომა არ მეორდება!
თუ მეორდება, – საბედისწეროდ!
არა! ვერასდროს ვერ დავივიწყებ მე იმ შემთხვევებს და იმ შეცდომებს, მე ისევ მინდა, შენთან ვიყო და შენ ჩემი ისევ ისე გესმოდეს,  მაგრამ მე ვიცი, ჩემო ძვირფასო, რომ ეს არასდროს განმეორდება, ვერ დავიბრუნებ წარსულს ვეროდეს და ფიფქსაც ფიფქი მანამდე ჰქვია, სანამ მიწაზე დაეცემოდეს.

არ შეგიძლია შენ არაფერი, შენ დავიწყებაც არ შეგიძლია, თუმც ახლა, ალბათ, არაფერს დარდობ. მე დავდიოდი ძალიან ჩქარა, ნაბიჯს ვერაფრით მიწყობდი, კარგო.  უკვე დასრულდა ჩვენი თამაში, ქვეყნად ყველაფერს ჰქონია ბოლო. ჩვენ არაფერი გვქონდა საერთო და ესა გვქონდა საერთო მხოლოდ!

მე შენ შესახებ მეტი ვიცი, ჩემო ძვირფასო, ვიდრე შენ იცი საკუთარი თავის შესახებ. მე აღარ მოვალ შენთან არასდროს და თმაზე თითებს აღარ შეგახებ.  სულაც არ მინდა, ვიყო ერთ-ერთი და სასაცილოც არ მინდა ვიყო, მე დავიბენი ახლა ძალიან და მინდა მხოლოდ ერთი რამ გკითხო,  მაგრამ არ გკითხავ, რა საჭიროა, შენი პასუხი ზეპირად ვიცი: მხრებს აიჩეჩავ, წარბს აზიდავ და მერე ბავშვივით დაიწყებ სიცილს.

დღემდე რაღაცის იმედი მქონდა, დღეს კი სუყველა იმედი გაქრა და ეს წერილი სულ სხვა ცხოვრების დასაწყისია.
შენ შეიცვალე,
მეც შევიცვალე,
სხვა ყველაფერი ამ ქვეყანაზე, როგორც იყო ჩვენს გამოცვლამდე, ისევ ისეა.

ბოლო დროს ბევრი საქმე გაგიჩნდა და საიდუმლოც გაგიჩნდა ბევრი. მე შენთვის ისე ზედმეტი გავხდი, როგორც ასანთის დამწვარი ღერი.
შენ ახლა ცივი მარმარილო ხარ, მე კი მინდა, რომ ეგ მარმარილო მაძებნინებდეს დაკარგულ სითბოს და თუ ვიპოვი ოდესმე მაინც, ისე გამათბოს და მომეფეროს, არც დამიკარგავს არასდროს თითქოს.  მაგრამ ეს ახლა არის ზღაპარი, „იყო და არა იყო რას“ მსგავსი, და თუმცა ზღაპრის მჯეროდეს მინდა, მე ბავშვი უკვე არა ვარ ახლა და მე ზღაპრების ასაკსაც გავცდი.
ძალიან ბევრი საქმე გაგიჩნდა და მეგობარიც გაგიჩნდა ბევრი.  მე შენთვის ისე ზედმეტი გავხდი, როგორც ასანთის დამწვარი ღერი.

შენ შეყვარება თავისა იცი, შენ სიყვარული არ იცი მხოლოდ... და თუმცა ახლა იმ სიყვარულით, იმ მოგონებით ვცოცხლობ და ვცხოვრობ, მე ვხვდები უკვე ძალიან კარგად, შენ მე არასდროს არ გყვარებივარ, მე გჭირდებოდი მხოლოდ და მხოლოდ.

შენ გაფრინდები და გადალახავ უსაზღვროების სუყველა საზღვარს, ხელში აიღებ მზერის ისრებს და დაემსგავსები მერე მოისარს... უნდა მოისხა შენ ანგელოზის მსუბუქი ფრთები, მერე სუყველას მადლი მოისხა.

ვეღარ გაგდევნე ჩემი ფიქრიდან. არ ვიცი. ახლა რა უნდა გთხოვო... შენ მაშინ იყავ უფრო ძვირფასი, როცა ძალიან იყავი შორი და ოცნებებში მხვდებოდი მხოლოდ...

მარტო ვარ შუა ოკეანეში.
სადღაც ძალიან შორს დარჩა ახლა ჩემი კეთილი იმედის კონცხი.
მე შენ მაშინაც მემახსოვრები, შენს ხსოვნაში რომ აღარც ვიქნები და დაგივიწყებ, როს გაყუჩდება ყველა ტკივილი სულის და ხორცის.
ჩვენს შორის ჩადგა უსასრულობა. (მანძილით როდი გაიზომება ან სიშორე და ან სიახლოვე!) ვერ მიგატოვებ მე შენ ვერასდროს, თუ შეგიძლია შენ მიმატოვე!

რომც წამოვიდე ამ წუთში შენკენ, რომ დავივიწყო წარსული წამით, გზას გადამიჭრის ბებერი კატა, ყველა კატაზე დიდი და შავი!  და აღმოჩნდება ესეც ამაო, მე ვერ ვიპოვი სასურველ ფერებს...
ბარემ, გადავდგათ თითო ნაბიჯი და მე ლეთეში დაგახრჩობ მერე!..

მე სხვათა შორის გავიარე შენს ცხოვრებაში, შენ გამაყოლე ისეთი მზერა, რომ მე მთელი ხმით მსურდა მეყვირა:
— რა გემართება! ვერა მცნობ? მე ვარ!

მე დავიღალე, მე აღარ ძალმიძს აღარაფერი, ვეღარ ვერევი საკუთარ ფიქრებს...
ხვალ შეიცვლება სუყველაფერი, ხვალ სულ ახალი რამ დაიწყება, თუმცა რა ვიცი, ხვალ რა იქნება, ხვალ არაფერიც არ მოხდეს იქნებ!
მე დავიღალე, დრო არის ძილის, ალბათ მდინარეც იძინებს წამით, რომ დაივიწყოს მთელი დღის დაღლა... იქნებ სიზმარში მაინც შემომხვდე, თუმცა მე ვიცი, რომ არაფერი დამესიზმრება — ვერ დავიძინებ უბრალოდ, ალბათ.

უკვე თენდება.
თენდება უკვე — ღამე ქალივით ნებდება დილას, წვიმის წვეთები, როგორც ცრემლები, დაჰკიდებია ბალახს და მინას.
მე დავიღალე, მე აღარ ძალმიძს აღარც თხოვნა და აღარც მოთხოვნა, მე უშენობა ძალიან მიჭირს...
გარეთ პატარა ალუბლის ტოტზე სულ პაატარა შემოჯდა ჩიტი.

მე მენატრები, როგორც ბავშვობა. (მე აღარასდროს ვიქნები ბავშვი!)
მე მაინც მჯერა, შენ მოხვალ ჩემთან, მაგრამ მე აღარ დაგხვდები სახლში!

თუმც ყველაფერი განვსაზღვრე თითქოს, ხვალ რა იქნება, მაინც არ ვიცი, იქნება ხვალე ჩემი ცხოვრება სულ სხვანაირად უნდა აეწყოს... უეჭველი კი ის არის მხოლოდ, რომ ყველაფერი არის საეჭვო!

მე ვარ მდინარე.
ყველა მდინარე მუდამ მეორე მდინარეს ეძებს. მეორეს ეძებს, რომ შეუერთდეს და მერე ერთად გავიდნენ ზღვებზე. არ შეიძლება, არ შეიძლება, მთელი სიცოცხლე გეძინოს მარტოს, ამიტომ მუდამ ვიღაცას ეძებ მუდამ ვინმესთან შეხვედრას ნატრობ.
(დღემდე ამის თქმას ვერ ვახერხებდი, დღეს კი ფრჩხილებში მოგწერო უნდა: ვისაც ეძებდი, ის არ აღმოვჩნდი, არც შენ ყოფილხარ, მე ვინცა მსურდა!)

შენ ახლა ალბათ ტირიფთან ზიხარ და ვიღაც ბიჭი სიყვარულს გიხსნის, შენთვის ხომ მუდამ სულერთი იყო სუყველა სიტყვა, ჩემი თუ სხვისი...
შენ ახლა ალბათ სულ სხვასთან ზიხარ და არაფერი არ გახსოვს ჩემი. მე შენს ხსოვნაში მალე გავქრები, ვით ღია ზღვაში თვალს და ხელს შუა ქრება პორტიდან გასული გემი!
შენ არ გეგონოს, რამეს ვითხოვდე, ან გამომქონდეს მე განაჩენი. არც სიახლოვე, არც სინანული, არც დაბრუნება. არც აღსარება, მე არაფერი არ მინდა შენი!

ვერ ამიხსნია ეს გაორება, მე ახლა უკვე სხვაცა ვარ თითქოს, ჩემში ჩამჯდარა ორი არსება, ორივე ჩემგან თავისას ითხოვს.  ორი არსება ჩამჯდარა ჩემში, ორივე თავის სიმართლეს იცავს, კაცის ცრემლივით ტკბილ-მწარე ღვინოს ორივე თავის დოქიდან მისხამს.

შენ რა ღირსი ხარ ამ წერილისა, მაგრამ მე მაინც მოგწერე იგი. მე არაფერი არ მეგულება შენი მეტყველი თვალების იქით.  მგონი, ვიღაცამ ჩართო რადიო – ჩემკენ მოიწევს ბებერი გრიგი... იქნებ წერილი არც ღირს ამდენად, მაგრამ, გთხოვ, მაინც გახსენი იგი!  მე არაფერი არ მეგულება მაგ მშვენიერი თვალების იქით!..

ეს არის, ალბათ, უკანასკნელი, მე აღარასდროს მოგწერ ბარათებს, დღესაც არაფერს გეტყოდი, მაგრამ, მგონი, სიმთვრალე მალაპარაკებს...
მე ველი წერილს, მე ველი წერილს, რადგანაც რამეს ელოდო უნდა, ეს იყოს, თუნდაც, მხოლოდ სალამი, ეს იყოს სუფთა ფურცელი თუნდაც!

P.S. შენ არ გეგონოს ჩემი წერილი ან კურთხევა და ან ანათემა, არც თავს ვიმართლებ, მხოლოდ მტყუანი მოჰყვება ხოლმე თავის მართლებას!
დღეს გავიხსენე სუყველაფერი, რაც მეგონა, რომ აღარც მახსოვდა: რაც მახარებდა, რაც მაღონებდა, რაც მაცინებდა, რაც მატირებდა, რაც მჭირდებოდა და რაც მართობდა!..

P.P.S. მე შენ გიგზავნი ახლა ამ წერილს, ჩემი ფიქრით და ტკივილით სავსეს... ასე თავდება ყველა წერილი, დე, ეს წერილიც გათავდეს ასე:  მე ველი პასუხს, მე ველი პასუხს, რადგან სხვას უკვე არაფერს ველი. თვითონ არ ვიცი, ჩემი წერილი რად გამოვიდა ასეთი გრძელი...  აჰა, თარიღიც: ახლა დგას ათას ცხრაას სამოცდა ცამეტი წელი.  გთხოვ მაპატიო, გთხოვ, მაპატიო, გთხოვ, მაპატიო გაკრული ხელი...





პაატა ნაცვლიშვილი საავტორო ვარიანტი (პაატა ნაცვლიშვილის წიგნიდან „სიყვარულის დასაწყისი“, გამომცემლობა „ნაკადული“, თბილისი 1986)

თან რა ფოტო ერთვის!
მადლობა???? Paata Natsvlishvili
დიოტიმა. 2026-09-20 12:57:43

ხედავ, ჯონათან, ცხოვრება რა დღეში ჩამაგდო, ლექსების წერა დამაწყებინა
სიდნი. 2026-09-17 13:35:34

მუხა, ზარქუა, მადლობა კეთილი სიტყვებისთვის. მრავალი სიკეთე თქვენ!

მადლობა, ჯონათან საყვარელო!
პარიზში ვარ დაწარმოიდგინეთ, პაოლოს კვალს ვეძებ ან ვინმე ქართველისას, შევაწუხე უკვე თანამგზავრები.
თბილისელი ზდანევიჩი რომ მეგობრობდა პიკასოსთან, ვიცით, პიკასოსა და მოდილიანს ვინ არ იცნობს, მაგრამ საქმე ისაა, ისინი თუ იცნობდნენ ერთს მრავალთაგანს, საქართველოდან კაფე როტონდაში მოსიარულე ვიღაც  დამწყებ  მხატვარსა და პოეტს, რომელმაც რა გასაკვირია, რომ არც ფრანგული იცოდა ისე, მჭევრმეტყველებით რომ დაეპყრო მსმენელი. ანუ
მე - პაოლოს დიდი ერთგული ადამიანი იძულებული ვარ, ვაღიარო რომ უკუკავშირი პიკასოს მხრიდან პაოლოსაკენ არაფრით დასტურდება.
პიკასო იყო - როტონდას და მსოფლიო ხელოვნების  მეფე , პაოლო - არავინ, კაფეს ერთი კლიენტი…
სიყვარულით მეფეს შეიძლება  ვიღაც არარაობაც შეუყვარდეს, მაგრამ მეგობრობა - შერჩევითი ურთიერთობის სახეა, თავისი კოდექსი აქვს…

მუხა საყვარელო!
ეს სონეტი ფეისზეც დავდე.
  ვიფიქრე, იყოს  განმარტების გარეშე-მეთქი და არ გამოვიდა.
ერთ ახლობელს პირად წერილად მივწერე ეს და რაც არის, არის!
  რა ვქნა, სხვის ჭკუაზე და ნათქვამზე  მე  ვერ “გამოვსწორდები”, ვწერ, როგორც მეწერება და ვისაც არ მოვწონვარ როგორც ავტორი, ირგვლივ  ლექსების მეტი რა არის, ისინი იკითხოს!


“ ლიკუშ, ამას  ამჯერად მარტო შენ გეუბნები.
  ვხსნი ხოლმე ჩემს ლექსებს, კომენტარებს ვურთავ და მერე ზოგი მსაყვედურობს, აფუჭებ საქმესო, ამიტომ გადავწყვიტე, ეს სონეტი განმარტების გარეშე დამედო.
  ეს არის ირონიული სონეტი.  სათაურიც ხომ  პირდაპირ ამბობს, “მეტა-ირონიულიო”.

  ჯორჯ გორდონ ბაირონის პოემა  “მანფრედი”- მიიჩნევა ნაწარმოებად, სადაც მისი ავტორის ჰომოსექსუალური აზრები და გრძნობები ყველაზე სრულადაა გამოხატული.
    ბაირონს რომ კაცებისკენ უწევდა გული და ამ მხრივ არცთუ მწირი გამოცდილება  ჰქონდა - ეს უამისოდაც  ცნობილია -  მისი ბიოგრაფიიდან.

“გეი ირონია” თა ის მხრივ, მეტა-ირონიის  “ლჯპტ” სახეობაა, როცა  მაგ  ორიენტაციის ხალხი წესიერებზე, ანუ  ,, სთრეითებზე” ღადაობს, თან ისე, რომ ვერ გაიგებ, ხუმრობს თუ სერიოზულად ამბობს რამეს.  გაცილებით  ზოგადია მეტა-ირონია,
განსხვავება  აქ იმაშია, რომ  მაინცა და მაინც სექსუალური  შინაარსი ამ უკანასკნელს არ გააჩნია, ნებისმიერ სფეროზე შეიძლება ამბობდეს რამე ისეთს, რომ ვერ გაიგებ, ხუმრობს თუ სერიოზულად ამბობს.
ანუ  მათ შორის გვარსახეობრივი დამოკიდებულებაა.

  გეი- ირონიიდან  გავაკეთე “მშობლიური”  ზმნა “გაირონია” - ქუთაისელი ბებიისაგან მახსოვდა და “ბაირონია-ს”  გავურითმე. ნამეტანი იმერულობის კვალი,,შევარბილე” , გადავფარე, ბგერობრივადაც უფრო მოვარგე ლექსს.
 
შედეგად მივიღე სონეტი, რომელსაც  ვერ  გაუგებ, ხუმრობს თუ სერიოზულია და რაკი სექსუალური კონტექსტი ,, განდობილთათვის” ცნობილია, მეტა ირონიის ერთი ქვესახეობა გაი/გეი  ირონიის არცთუ ცუდი  ნიმუში გამომივიდა.


როგორ შემეძლო ამ ლექსისთვის გვერდი ამევლო...

ჩვენი "ოქროს ჩარდახი"  ეპაექრება იმ "ოქროვან ლუვრს" :) 

ძალიან ნაკითხი უნდა იყოს ადამიანი, თქვენი პოეზია ბოლომდე რომ გაიგოს.

მე კი ძალიან მეამა ეს ლექსი და... <3
jonatan livingstoni. 2026-09-16 17:03:19


ზედვაკელის ლირიკის ხიბლი :)
jonatan livingstoni. 2026-09-16 16:55:33

გამახსენდა,  "სიდნის" მოთხრობების კითხვა რომ მიყვარდა, ოდესღაც, აქ...

სიყვარულზე დაპატიჟება- რა მშვენიერია.
jonatan livingstoni. 2026-09-16 16:54:12

მუხა საყვარელო,  ბევრი საინტერესო  ფოტო ერთვის ფეისბუქის ჩემდ გვერდზე თუ ნახავ!
დიოტიმა. 2026-09-13 03:24:13

კეთილია ძალიან. თავფურცელზე უნდა იყოს აუცილებლად
ზარქუა. 2026-09-13 02:34:11

ძალიან კარგი მინიატურა, სათაურში თუ სპოილერი არ იქნება, მით უფრო კარგი.
ზარქუა. 2026-09-13 02:30:42

ჩქარი გრგვინვა გრიალით, გაქროლდნენო მემგონი.
ზარქუა. 2026-09-13 02:17:33

მადლობა ვანანო <3

გარდატეხა აკლია :)
ვანანო. 2026-09-11 11:21:52

საშველია, შენთვის ამ ლექსით :) 5ქ
ვანანო. 2026-09-11 11:19:53


1 2 3 4 ... 2298 2299 2300